ONE Championship, Animoca და Notre Game იწყებს MMA-ს Web3-ში

ფოტო - ONE Championship, Animoca და Notre Game იწყებს MMA-ს  Web3-ში
ფაიტინგ-სტრატეგიები გეიმერებში ყოველთვის პოპულარობით სარგებლობს. და თუ ისინი ცნობილი ბრენდების მიერ მობილურ ფორმატში და NFT-ს ტექნოლოგიის გამოყენებით არიან გამოშვებული, Web3 საზოგადოებაში მათ წარმატება გარანტირებული აქვთ.
სინგაპურულმა ორგანიზაციამ ONE Fighting Championship, რომლის სპეციალიზაცია შერეული ორთაბრძოლებია, თამაშებისა და აპლიკაციების შემქმნელ Animoca Brands-თან და მის შვილობილ  სათამაშო სტარტაპთან, Notre Game-თარ ერთად, განაცხადა მობილური ფაიტინგის შექმნის შესახებ. პროექტი სახელწოდებით ONE Fight Arena გეიმერებისთვის სატესტო ვერსიის სახით ამ წლის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო სრული გაშვება მოსალოდნელია 2024 წლის პირველ კვარტალში.
ONE Championship, Animoca და Notre Game წარმოგიდგენთ ONE Fight Arena-ს წყარო: twitter.com/animocabrands

ONE Championship, Animoca და Notre Game წარმოგიდგენთ ONE Fight Arena-ს წყარო: twitter.com/animocabrands

მობილური თამაშის ONE Fight Arena-ს შექმნაზე, რომლის გამოშვება უფასო აპლიკაციის სახით იგეგმება Google Play-სა და Apple App Store-ზე, უშუალოდ Notre Game-ის სპეციალისტები მუშაობენ.

უკვე ცნობილია, რომ პროექტი არ გახდება კიდევ ერთი კლასიკური ფაითინგი არენაზე: დეველოპერების ყურადღება სტრატეგიული გეიმპლეია. ONE Fight Arena-ში მომხმარებლებს მოუწევთ არა მხოლოდ ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა, არამედ არჩეული პერსონაჟის ცხოვრებით ცხოვრება პირველივე ბრძოლებიდან. შემოთავაზებულ მებრძოლებს შორის არიან ლეგენდარული ONE-ის სპორტსმენები დემეტრიუს "მაითი მაუსი" ჯონსონი, როდტანგ "რკინის კაცი" ჯიტმუანგნონი და სხვები.

ONE Fight Arena მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია როგორც კარგად ცნობილი უფასო თამაში, ასევე ბლოკჩეინის პროექტი ციფრული აქტივების ფლობის შესაძლებლობით. Web3 ინტეგრაცია საშუალებას აძლევს გეიმერებს, შეიძინონ NFT-ები და მოიპოვონ უფლება თამაშში არსებულ სხვადასხვა აქტივებზე, მათ შორის მებრძოლებზე.

„მოხარულები ვართ, რომ ვმუშაობთ ინდუსტრიის ლიდერ Animoca Brands-თან ერთად, რათა ავამოქმედოთ ONE Fight Arena, ჩვენი პირველი ვიდეოთამაში Web3-ის მხარდაჭერით.  ეს პარტნიორობა მოგვცემს შესაძლებლობას, გავაღრმავოთ ურთიერთქმედება ჩვენს ფანებთან მთელი მსოფლიოდან უნიკალური სათამაშო გამოცდილების მეშვეობით“, - განაცხადა  Group ONE Holdings-ის (ONE) პრეზიდენტმა ჰუა ფუნგ დემ.  

Animoca Brands-ში და Notre Game-ში ასევე იმედოვნებენ, რომ მოთამაშეებსა და საბრძოლო ხელოვნების მოყვარულებს უნიკალურ სათამაშო გამოცდილებას აჩუქებენ და ხაზს უსვამენ მაღალი ხარისხის, ინოვაციური და თამამი პროექტების მნიშვნელობას.

ONE Championship

ONE Championship არის აზიური სპორტული ბაზრის ლიდერი, შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) სინგაპურული პრომოუშენი. ორგანიზაცია  გლობალური სპორტული პროექტების ხუთეულში შედის, ნახვების რაოდენობისა და მომხმარებლის ჩართულობის თვალსაზრისით.
სპორტული ღონისძიებები  ONE Championship წყარო: www.onefc.com

სპორტული ღონისძიებები ONE Championship წყარო: www.onefc.com

ONE არის ღონისძიებების ორგანიზატორი, რომელშიც მონაწილეობენ მებრძოლები 80-ზე მეტი ქვეყნიდან, მაუწყებლობით 170 ქვეყანაზე. ONE Championship-ის ძირითადი ღირებულებები, რომლებიც აისახა მობილურ თამაშში ONE Fight Arena, არის პატიოსნება, თავმდაბლობა, ღირსება, პატივისცემა, გამბედაობა, დისციპლინა და თანაგრძნობა.