პროექტები, რომლებშიც მთავარი გმირები საყვარელი ანთროპომორფული ცხოველები არიან, ფაქტობრივად განწირულნი არიან წარმატებისთვის. გამონაკლისი არც სამხრეთ კორეული სავაჭრო გიგანტ Shinsegae-ს NFT კოლექცია Puuvilla Society გახდა.
Shinsegae სამხრეთ კორეის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრია. მას 13 ფილიალი აქვს და განსაკუთრებულ ყურადღებას ბიზნესის ეფექტიანობას აქცევს. კომპანია ნერგავს ავტომატიზებულ სისტემებს, რომლებიც ამარტივებენ სამუშაო პროცესებს და ამცირებენ თანამშრომლებზე დატვირთვას, გამოსცემს პროდუქციის ელექტრონულ ეტიკეტებს და ახორციელებს ეკოლოგიურად უსაფრთხო მენეჯმენტს გამოყენებული ქაღალდისა და სხვა სახარჯი მასალების რაოდენობის შემცირებით. გასაკვირი არ არის, რომ ინოვაციებისკენ მიდრეკილების ფონზე, პოპულარულმა ბრენდმა აამოქმედა NFT კოლექცია, რომელშიც მთავარ როლს კომპანიის თილისმა დათვი ასრულებს.
წყარო: OpenSea
დიდი, მაგრამ უწყინარი დათუნია 2017 წელს გამოჩნდა და ადგილობრივ კომპანიებთან კოლაბორაციის გმირი გახდა. 2022 წლის ივნისში ის Web3 სივრცის დასაპყრობად გაეშურა, როგორც Puuvilla Society-ის პერსონაჟი და შთაგონება. Klaytn-ის ბლოკჩეინზე გამოშვებული კოლექცია 10 000 უნიკალურ NFT-ს მოიცავს. თითოეული არაჩანაცვლებადი ტოკენის მფლობელი Shinsegae მაღაზიებში სხვადასხვა პრივილეგიებით სარგებლობს.
ქარიზმატული დათვების, მელიების, ციყვებისა და ენოტების მფლობელები მიიღებენ ყოველთვიურ ფასდაკლებებსა და ბონუსებს, თუ ჩამოტვირთავენ შოპინგ ცენტრის აპლიკაციას. ბონუსების დარიცხვისას მხედველობაში მიიღება პერსონაჟების იშვიათობის დონე - common, uncommon, rare, epic, legendary და mythic. NFT-ები Shinsegae-ს ვიზიტორებს აძლევს შემდეგ უპირატესობებს:
- ფასდაკლების კუპონები საკვებზე, სასმელსა და სხვა საქონელზე;
- უფასო პარკინგი, ყავა;
- პარკირების მომსახურება;
- ღონისძიებების ბილეთები;
- ლაუნჯ ზონაში მოხვედრა.
წყარო: OpenSea
Shinsegae-ში Puuvilla Society-ისთვის შეიმუშავეს მრავალკომპონენტიანი მისია, რომელიც არ მოიცავს მხოლოდ მაღაზიების სტუმრობისას მიღებულ პრივილეგიებს. NFT მფლობელებს შეუძლიათ შეუერთდნენ დინამიურად განვითარებად საზოგადოებას, რომელსაც მრავალი ამბიციური მიზანი გააჩნია.
პროექტის საგზაო რუკის მიხედვით, არაჩანაცვლებადი ტოკენების კოლექციის გამოშვება დათვისა და მისი მეგობრების საინტერესო თავგადასავლების მხოლოდ დასაწყისია. სამომავლოდ საზოგადოების წევრებს ელოდება:
- საქონლის ინტერნეტ მაღაზია;
- შემოქმედებითი პერფორმანსები და სპორტული შეჯიბრებები;
- NFT-ის საპატიო სერიის გამოშვება, როგორც მადლიერების ნიშნისა პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის;
- ქუჩის ტანსაცმლის ოფლაინ მაღაზია;
- ანიმაციური და მუსიკალური პროექტები;
- თემატური რესტორანი;
- Klaytn NFT Conference;
- სრულფასოვანი DAO.
Puuvilla Society-ის გლობალური გეგმები მოიცავს სატრანსპორტო საშუალებების შექმნასაც, რომლებსაც კოსმოსურ სივრცეში გადაადგილება შეეძლებათ. Shinsegae-ს გუნდის ჟინისა და მიზანდასახულობის გათვალისწინებით, ასეთ განცხადებას სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ.
წყარო: Twitter
სტატიის მომზადების მომენტში, Puuvilla Society-ის კოლექციის საბაზრო კაპიტალიზაცია $664 847-ს შეადგენს, NFT-ების ღირებულება კი $66,48-დან იწყება.