NFT-მარკეტპლეისი Quantum Temple: ინვესტირება კულტურაში

icon ETH
icon ALGO
icon NFT
ფოტო - NFT-მარკეტპლეისი Quantum Temple: ინვესტირება კულტურაში
Quantum Temple — არის NFT-მარკეტპლეისი, რომელიც Ethereum და Algorand ბლოკჩეინებზეა აგებული და რომლის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციების, ცოდნისა და ხელოვნების ფორმების შენარჩუნებაა. NFT-ს შეძენით, კოლექციონერები ფინანსურად მხარს უჭერენ ნაციონალურ თემებს.
Quantum Temple თანამშრომლობს კულტურის წარმომადგენლებთან (ხელოსნებთან, არტისტებთან, უხუცესებთან და ა.შ.) და მთავრობებთან მთელ მსოფლიოში, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივ თემებს თავიანთი ტრადიციების შეინარჩუნებაში Web3-ის გამოყენებით. გუნდი შედგება ტურიზმის ან ანთროპოლოგიის სფეროების მრჩეველებისგან, რომლებიც აფინანსებენ ფიზიკური და ციფრული არტეფაქტების (NFT) შექმნას.

ინდონეზიაში ჩატარებული კვლევის შედეგად, Quantum Temple-მა დაადგინა, რომ ბევრი თემი, განსაკუთრებით მათი ახალი თაობები, რომლებიც სულ უფრო ხშირად ირჩევენ ფინანსურ სტაბილურობას, ცხოვრობენ სიღარიბეში და იძულებულები არიან უარი თქვან ტრადიციებზე გადარჩენის მიზნით. ამიტომ NFT მარკეტპლეისის მიზანია არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, არამედ მისი პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში, რაც თემების სტაბილურ დაფინანსებას უზრუნველყოფს.

იმისათვის, რომ გახდეთ პროექტის ნაწილი, აუცილებელია:

1. შეიძინოთ წევრობა (Cosmic Egg NFT) და მიიღოთ წვდომა სხვადასხვა უპირატესობებზე. გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ნახევარი ხაზინაში, დანარჩენი კი გავლენის ფონდში მიდის.

2. აუქციონზე შეიძინოთ Quantum Temple NFT (Cultural Heritage, Cultural Artifact  და ა.შ.). ავტორებისთვის გამოსაქვითი პროცენტი დადგენილია სმარტ-კონტრაქტებში: პირველი გაყიდვიდან 40% და შემდგომი გაყიდვების 4%.

გავლენის ფონდის მართვა დეცენტრალიზებულად  მოხდება, თანხები კი თემებისა და პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. საწყის ეტაპზე ფონდის მონაწილეები იქნებიან: Cosmic Egg NFT-ის მფლობელები, კულტურის მატარებლები, მარკეტპლეისის აღმასრულებელი და  შიდა გუნდის წევრები. ახლა ის პირველ მიმართულებაზეა ორიენტირებული - ბალი, ინდონეზია.

Cosmic Egg NFT

არსებობს ორი სახის NFT: ოქროს და ვერცხლის. შესაძლებელია მათი შეძენა კრიპტოვალუტით (ETH/ALGO) და ამასთან ერთად მრავალი შესაბამისი უპირატესობების მიღება.

ოქროს ვარიანტი ღირს 4 ETH და განიჭებთ დამფუძნებლის სტატუსს, წვდომას დახურულ ჯგუფზე, ხუთ ხმას გავლენის ფონდის სამართავად, მოსაწვევებს ყველა ღონისძიებაზე პირადად დასასწრებად და  პრიორიტეტულ წვდომას აუქციონებზე (ფასიანი, უფასო). ვერცხლის NFT-ს ფასი არის 1 ETH და ოქროს ვარიანტისგან ის  მხოლოდ მართვის ხმების რაოდენობით (ერთი ხუთის ნაცვლად) და აუქციონებზე მეორადი პრიორიტეტით განსხვავდება.

აუქციონი «გზა ალანგოსკენ»

ამჟამად მიმდინრეობს ინდონეზიური ნამუშევრების გაყიდვა, სადაც ნაჩვენებია ბალინური თემის ცეკვები, რიტუალები და ტრადიციები ვიდეო და აუდიო ფორმატში. მონაწილეობის მისაღებად, თქვენ უნდა დააკავშიროთ თქვენი საფულე საიტზე და დაადასტუროთ თქვენი პროფილი. ხოლო თქვენთვის საინტერესო NFT-ის აუქციონის დაწყების შემდეგ შეგიძლიათ შეუდგეთ ვაჭრობას. საწყისი ფასი არის $5000 და გამარჯვების შემთხვევაში NFT ავტომატურად გადაირიცხება თქვენს საფულეში.

რატომ ინდონეზია?

პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა ტურიზმის ინდუსტრიას მთელ მსოფლიოში. მაგრამ ინდონეზიის მთავრობამ, კერძოდ, ტურიზმისა და კრეატიული ეკონომიკის სამინისტრომ, გადაწყვიტა მიემართა არასტანდარტული მიდგომებისთვის, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის სახით, ტურისტების მოსაზიდად და საკუთარი კულტურის პოპულარიზაციისთვის.

NFT კოლექცია „გზა ალანგოსკენ“, რომელიც ამჟამად აუქციონზე იყიდება, 2023 წლის 21 მარტს საფრანგეთში იყო ნაჩვენები. მასში შემავალი ყველა ნამუშევარი შექმნილია ადგილობრივი ავტორების მიერ.  ტურიზმის სამინისტროს ციფრული ეკონომიკისა და კრეატიული პროდუქტების ვიცე-თავმჯდომარემ მუჰამად ნილ ელ ჰიმამმა, გააკეთა კომენტარი   თავისი სამინისტროს საქმიანობაზე:
ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს - ზრდასა და კულტურულ ექსპანსიას. ჩვენ ვიყენებთ ბლოკჩეინის უახლეს ტექნოლოგიებს, რათა შევინარჩუნოთ ისტორიული ნივთები და გამოცდილება და გავუზიაროთ ჩვენი კულტურა მსოფლიოს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ჩვენს ციფრულ და ფიზიკურ ეკონომიკაში
Quantum Temple-ის გენერალური დირექტორი ლინდა ადამი მხარს უჭერს ინდონეზიის სწრაფვას ბლოკჩეინი კულტურის სფეროში გამოიყენოს:
ავთენტურობა და ხარისხი ფუნდამენტურია კულტურული მემკვიდრეობის მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობისთვის. ბლოკჩეინი შეიძლება გამოყენებულ იქნას უცვლელი და ფასდაუდებელი ჩანაწერის შესაქმნელად, რომელიც ადასტურებს ავტორობას და უზრუნველყოფს შემოქმედებითი აქტივების ნამდვილობასა და წარმომავლობას
კულტურული აქტივების ან გარკვეული მოვლენების ტოკენიზაცია უკვე გამოიყენება მსოფლიოში. მაგალითად, უკრაინაში NFT ომის მუზეუმი შეიქმნა.

დასკვნა

Quantum Temple მიდგომა საინტერესოა და მართლაც შეუძლია გააფართოვოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები, მაგრამ ზოგიერთ რეგიონში ამას შეიძლება ხელი შეუშალოს  ნორმატიული  ან ტექნიკური ბაზის არარსებობამ. სანამ ამ პრობლემებს მარეგულირებლები წყვეტენ, გუნდი აგრძელებს პროექტზე მუშაობას და მომავალში სურს  ახალი პროდუქტების დანერგვა. მაგალითად, Cultural Artifact NFT, რომელიც საშუალებას მოგცემთ გამოისყიდოთ ხელნაკეთი ფიზიკური არტეფაქტი.