crvUSD-ის სმარტ კონტრაქტები Ethereum-ზე ამოქმედდა

ფოტო - crvUSD-ის სმარტ კონტრაქტები Ethereum-ზე ამოქმედდა
ცნობილმა დეცენტრალიზებულმა ბირჟამ, Curve Finance-მა Ethereum-ის mainnet-ში თავისი სტეიბლკოინის, crvUSD განლაგება დაიწყო. ამოქმედება ჯერ არ დასრულებულა, რადგან სამომხმარებლო ინტერფეისი, რომელიც crvUSD-ის სმარტ კონტრაქტებთან მომხმარებლების ურთიერთქმედებისთვისაა საჭირო, ჯერ კიდევ მუშავდება.
Curve Finance-მა ცოტა ხნის წინ დაადასტურა სმარტ კონტრაქტის განლაგება და mainnet-ში ჯამში 20 მილიონი crvUSD დააგენერირა. სტეიბლკოინი crvUSD, დეცენტრალიზებული ვალუტა, რომელიც აშშ დოლარზეა მიბმული, MakerDAO-ს სტეიბლკოინ DAI-ს მსგავს ტოკენურ არქიტექტურას იყენებს და დოლარის რეზერვებზე დამოკიდებული არაა. 
 
crvUSD გამოირჩევა იმ მხარდაჭერილი კრიპტოაქტივებით გადაჭარბებული უზრუნველყოფით, რომლებიც გამოშვებული კრიპტოვალუტა crvUSD-ს ღირებულებას აღემატება. DAI-ს მსგავსად, პლატფორმა Curve-ის მომხმარებლებს სტეიბლკოინ crvUSD-ების შექმნა ჭარბი უზრუნველყოფის მქონე კრედიტების გამოყენებით შეუძლიათ.  
 
გარდა ამისა, სტეიბლკოინი იყენებს მოწინავე ალგორითმს, სახელწოდებით Lending-Liquidating AMM (LLAMMA), რათა შეინარჩუნოს აშშ დოლარზე ბმა და, პარალელურად, მართოს ამასთან დაკავშირებული რისკები მუდმივი ლიკვიდაციისა და გირაოს ავტომატური დეპონირების გზით. 
 
crvUSD-ს, რომელიც სტეიბლკოინებზე ორიენტირებული, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეცენტრალიზებული ფინანსური პლატფორმის მიერ არის შემუშავებული, ფართო გამოყენების პოტენციალი გააჩნია. თუმცა ის აწყდება ინტენსიური კონკურენციას ცენტრალიზებული სტეიბლკოინების მხრიდან, როგორიცაა USDT და USDC, რომლებიც $130 მილიარდის მოცულობის სტეიბლკოინების ბაზარზე დომინირებს. გარდა ამისა, ის კონკურენციას უწევს სხვა დეცენტრალიზებულ სტეიბილკოინებს, როგორიცაა DAI და Aave-ს GHO.

GC
GN Crypto
ავტორი