Binance–ის ბირჟაზე სკანდალური პამპის გარჩევა

ფოტო - Binance–ის ბირჟაზე სკანდალური პამპის გარჩევა
განვიხილოთ SNM ტოკენის უახლესი პამპი Binance–ზე, როდესაც 48 საათში ფასი 1000%–ით გაიზარდა, შემდეგ კი თითქმის საწყის დონეზე დაეცა. უამრავმა FOMO–ს გავლენის ქვეშ მოქცეულმა ადამიანმა მოასწრო აქტივის ყიდვა,რომლის შესახებაც სულ ცოტა ხნის წინ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ.

რა არის „პამპი–და–დამპი” მარტივად?

Pump&Dump სქემები არის ფასებით  თაღლითური მანიპულაციები  არარსებული პროექტის ირგვლივ აჟიოტაჟის შექმნის მიზნით დეზინფორმაციის გავრცელების გზით.  ეს სქემები ფინანსურ გარემოში XVIII საუკუნის დასაწყისიდან არსებობს.  

ახალი ციფრული ტექლოგიების გამოჩენისთანავე  პრობლემა ოპერაციების შესრულების სისწრაფით, გაიძვერების მოქმდების სწრაფი კოორდინაციით  , გლობალიზაცია კი დაფარვის მასშტაბებით და დაზარალებულთა რაოდენობით  გართულდა.

პამპისთვის ირჩევენ  “სანაგვე” კოინებს,რომლებიც:
1. თავდაპირველად იქმნებოდნენ ხელოვნური “გაბერვისთვის”
2. არ გაამართლეს კლიენტების მოლოდინი და დაკარგეს თავისი ღირებულების დიდი ნაწილი
3. რაღაც მიზეზების გამო  „დაავიწყდათ“ თავის შემქმნელებს და ახლა კრიპტოპლატფორმებზე  მკვდარ წონად რჩებიან.

როგორც წესი, მსგავს სქემებს იყენებენ ნაკლებად მნიშვნელოვან პლატფორმებზე, რადგან დიდი კომპანიები თავის რეპუტაციას უფრთხილდებიან: პასუხისმგებლობით ეკიდებიან  ახალი მონეტების ლისტინგს და კრიპტოვალუტების კურსით საეჭვო მანიპულაციებს.
მაგრამ, როგორც ჩანს, ჩანპენ ჩჟაოს გუნდმა გადაწყვიტა არაკონტროლირებადი პამპის პრაქკტიკაზე დაბრუნება. ამის მტკიცებულებაა —SNM  შიტკოინის  ფასის გაბერვისა და ჩამოგდებისკენ პროექტის Sonm  მიმართული ქმედებები, кრომელიც 2017 წლიდან ბირჟების ჩამონათვალში უმოძრაოდ“გაიჭედა” .

რა ვერ არის ისე პროექტში SONM?

პროექტის ოფიციალურ საიტს თუ შეისცავლით, გასაგები ხდება, რომ   SNM ტოკენი — შიდა ვალუტაა Sonm–ის გამომთვლელი სიმძლავრის ბაზარზე.უფრო ზუსტად კი, ტოკენი, რომელიც  იძლევა  ქლაუდ მაინინგის პროექტში  მონაწილეობის უფლებას  Ethereum პლატფორმაზე.

ICO–ზე  2017 წლის 15 ივნისს წლის 15 ივნისს გუნდმა ჯამში  $42 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა და პირველი  331 360 000 SNM  გამოუშვა  $0,1268–ის ფასად  ერთ ტოკენში.  პროექტის Roadmap  აჩვენებს, რომ ბრუნვაში SNM–ის რაოდენობის გაზრდა  44,4 მილიონამდე იგეგმებოდა, რის მერეც უნდა შემდგარიყო  BEP-20 სტანდარტის SNM–ის გამოშვება.  პირველი პუნქტი შესრულდა, მეორეზე ინფორმაცია კი ვერ მოიძებნა.
სხვათაშორის, საგზაო რუკა მხოლოდ  2019წლამდე იყო გაწერილი და არ განახლებულა დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში.  კი ვიკითხავდით “ნეტავ ეს რას უნდა ნიშნავდეს?”-- მაგრამ რა საჭიროა ასეთი კითხვის  დასმა , როდესაც პასუხი ნათელია? 

პროექტის თანადამფუძნებლები რუსეთის 2 ახალგაზრდა მოქალაქეა: ვინმე ალექსეი ანტონოვი და სერგეი პონომარიოვი. ალექსეი თავს  “ბლოკჩეინის შესახებ ორატორს” უწოდებს, სერგეი კი როგორც  სმარტ–კონტრაქტების სპეციალისტი პოზიციონირებს, სერგეი კი როგორც  სმარტ–კონტრაქტების სპეციალისტი პოზიციონირებს,, რომელმაც  “პროექტის მიზნები განსაზღვრა”. უკანასკნელს, სხვათაშორის, პროექტის დაწყების დროისთვის სულ რაღაც 22 წელი შეუსრულდა.  სოციალური ქსელების ან   LinkedIn–ის ბმულები დამფუძნებლებს არ მიუთითებიათ.  Medium–ზე  Sonm –ისადმი მიძღვნილ  ერთ–ერთ სტატიაში ნახსენებია „წამყვანი ტექნიკური  დირექტორი იგორ ლებედევი“.  ჩვენ გავარკვიეთ, რომ 2018 წლიდან ის რუსული  Cyber Academy–ს სპიკერია. .ამ ადამიანებზე მეტი არაფერია ცნობილი.

მაგრამ დვაჩის ანონიმური ფორუმის 27.06.2017 –ის  არქივში  მოიძებნება საინტერესო ტრედი, სადაც მომხმარებელი ჰყვება, თუ როგორ გამოაგდეს მაგისტრატურიდან გაცდენების გამო, შემდეგ როგორ გადაწყვიტა „ ფულის შოვნა კრიპტოს მეშვეობით“   და მეგობრებთან ერთად $42 მილიონი მოაგროვა. ახალგამომცხვარი მილიონერის   იმიჯბორდზე განთავსებული ფოტო ძალიან ჰგავს   Sonm –ის   “სმარტ–კონტრაქტების  წამყვანი სპეციალისტის” ფიზიონომიას.
მაგრამ, სავარაუდოდ,  Binance–ს იურისტები   ასეთმა დეტალებმა ვერ შეაშფოთა, და CZ–მ  პლატფორმაზე  SNM 2017 წლის სექტემბერში  დალისტა.    

SNM–ის ტოპ ჰოლდერები

ყველა ჰოლდერი მთლიანობაში  SNM –ის  43 მილიონ ტოკენს ფლობს, რაც წინადადების საერთო მოცულობის თითქმის  97% შეადგენს.

ყველაზე მსხვილი ჰოლდერი თავად  Binance ბირჟაა, რომელსაც  31,7 მილიონ ​​SNM–ს იკავებს. ეს არის 71,4% მონეტის წინადადების საერთო მოცულობისგან! Sonm–ის შემქმნელთა გუნდს აქვს დაახლოებით 19%. 

არაიდენტიფიცირებული საფულეების მინიმალური რაოდენობა, რომლებზეც  ტოკენების  5%–ზე ნაკლები ინახება, ცხადჰყოფს, რომ  ბირჟის კლიენტებს პროექტის მიმართ ინტერესი არ გამოუჩენიათ.

შესაძლოა, ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ  დამფუძნებლებმა თავად თქვეს უარი გეგმის განვითარებაზე და არ ჩათვალსესდ საჭიროდ ფულის SNM–ის რეკლამირებაზე ხარჯვა.  შესაძლოა, მათ საკამათო საკითხები გაუჩნდათ ბირჟის ადმინისტრაციასთან.  ზუსტი მიზეზი ჩვენთვის ჯერ უცნობია. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ტოკენის პამპში ყველაზე მეტად  თავად ბირჟა იყო დაინტერესებული, რადგანაც  Sonm–ის მთელმა გუნდმა უკვე მიიღო თავისი კუში  ICO–ს დროს. .
გაფრენილი ტოკენის ძირითადი  ჰოლდერია  - Binance. წყარო: Twitter

გაფრენილი ტოკენის ძირითადი ჰოლდერია - Binance. წყარო: Twitter

როგორ მოხერხდა SNM–ის ფასის 1300%–თ ორ დღეში გაზრდა?

SNM–ის ტოკენების „გაბერვა“ , რომელთა მიმოქცევის  მოწოდების  საერთო ემისიასთან თანაფარდობა  ერთთანაა ახლოს, რთული არ ყოფილა.  ისინი ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ მოაგროვეს, და მათი მიმდინარე  ღირებულებით საცალო მყიდველები საერთოდ  აღარ დარჩა.საკმარისი იყო ერთი მცირე შესყიდვის საბალანსო ფასზე ($0,28) უფრო ძვირად  გატარება, რომ ტოკენი „ხარის მონეტების“ ტოპ ჩამონათვალში  შევარდნილიყო.  ერთდროულად  ტვიტერში დაიწყო დეზინფორმაციის კამპანია, რათა  ბაზარზე დაბრუნებული “ SONM–ის ცოცხალი პროექტის” ილუზია შექმნილიყო. შემდეგ კი   ყველაფერი უკვე ნაცადი გზით წავიდა.
SNM  ტოკენის Pump&Dump კლასიკური სქემით მოხდა. წყარო: coingecko

SNM ტოკენის Pump&Dump კლასიკური სქემით მოხდა. წყარო: coingecko

48საათში SNM–ის ფასი  $10,91–მდე გაიზარდა, დაეცა  $1,50–მდე და კლებას განაგრძობს. სტატიის დაწერის მომენტში ერთ ტოკენს  $0,78–ად სთავაზობენ, მაგრამ მისი ყიდვა აღარავის უნდა. 23 ნოემბერს  Binance–მა დახურა იზოლირებული მარჟინალური სავაჭრო წყვილი  SNM/BUSD  და არ დართო ვალუტის  მარჟინალური ანგარიშიდან  სპოტურზზე  გადატანის უფლება.
CZ–ს გეგმამ გაამართლა.  „მკვდარი“ აქტივის დელისტინგის ჩატარების ნაცვლად, .უმსხვილესი ბირჟის   CEO–მ  პამპისგან  მიიღო შემოსავალი.  

აქ რაღაც მრავლისმეტყველი დასვნა უნდა იყოს, მაგრამ არიქნება.
Binance–მა მორიგჯერ დაამტკიცა, რომ მის მიერ დეკლარირებული  „გამჭვირვალობისა და ნდობის“ პრინციპები  უბრალოდ ტკბილი ზღაპარია გულუბრყვილო მომხმარებლებისთვის.  CZ–, კრიპტო–ზაზუნები გაპარსა და ამით   რამდენიმე მილიონი დოლარი იშოვა. რუსებმა, რომლებმაც  2017 წელს  Rug Pull  მოახერხეს, სავარაუდოდ, არც კი იცოდნენ მომხდარის შესახებ.
ვფიქრობთ, ისინი ძალიანაც არ განიცდიან ამას.