ინდოეთის სარეზერვო ბანკს კრიპტოვალუტების აკრძალვა სურს

ფოტო - ინდოეთის სარეზერვო ბანკს კრიპტოვალუტების აკრძალვა სურს
ინდოეთის მარეგულირებლის რიტორიკა ციფრულ აქტივებთან დაკავშირებით სულ უფრო და უფრო მრისხანე ხდება. ამ კვირაში, RBI-ს მმართველმა განაცხადა, რომ მას სურს, კერძო კრიპტოვალუტები აკრძალოს, რომლებიც ახალ ფინანსურ კრიზისს აუცილებლად გამოიწვევს.
ინდოეთის სარეზერვო ბანკსა და კრიპტოვალუტებს შორის დაპირისპირება მთელი 2022 წლის მანძილზე გრძელდებოდა. მარეგულირებელმა ინდუსტრიას კატასტროფული გადასახადები დაუწესა და ინდოეთის ეკონომიკის "დოლარიზაციით" აშინებდა, რასაც, ინვესტიციების ობიექტისა და ყოველდღიური გადახდის საშუალების სახით, კრიპტოვალუტის აქტიური გამოყენება გამოიწვევდა. RBI-ს ფინანსთა მინისტრი ნირმალა სითჰარამანი შეუერთდა, რომელმაც G20-ის ქვეყნებს მოუწოდა, ციფრული აქტივები საგადასახადო და ფინანსური ინფორმაციის ავტომატურ გაცვლაში (AEOI) დაემატებინათ.

გასაკვირი არ არის, რომ ინდოეთის კრიპტობაზარმა ქვეყნის ხელმძღვანელობის ასეთ ზომებსა და საზოგადოებაში არსებულ განწყობებს ძლიერი ვარდნით უპასუხა. წლის ბოლოსთვის, RBI-მ გადაწყვიტა, ღიად განეცხადებინა მომავლის შესახებ, რომელიც ინდოეთში ციფრული აქტივებისთვის მზადდებოდა.
ჩვენი თვალსაზრისი ისაა, რომ ისინი (კერძო კრიპტოვალუტები) უნდა აიკრძალოს, რადგან თუ ისინი გაიზრდება, უფრო სწორად, თუ მათ დარეგულირებას ეცდებით და ზრდის უფლებას მისცემთ... გთხოვთ, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: შემდეგი ფინანსური კრიზისი კერძო კრიპტოვალუტების გამო დადგება
განაცხადა ინდოეთის მარეგულირებლის თავმჯდომარემ, შაკტიკანტა დასმა პროფილურ სამიტზე BS BFSI Insight 2022.
მისი აზრით, ციფრული აქტივების თანმხლები სერიოზული რისკები სახელმწიფოს ფინანსურ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. თავისი სიტყვების მჭევრმეტყველ დადასტურებად დასი მიმდინარე წლის ყველა მოვლენას, განსაკუთრებით კი ბოლო, FTX-თან დაკავშირებულ ეპიზოდს მიიჩნევს.

RBI-ის მმართველი კერძო ციფრულ აქტივებს სისტემის გატეხის  პროდუქტს უწოდებს, რომელიც ცენტრალური ბანკის საკუთარი ვალუტის არსებობის ფაქტს უგულებელყოფს და ფინანსების რეგულირებულ სამყაროს არ ექვემდებარება. მისი ცნობით, კრიპტოვალუტების ჯამური ღირებულება $190 (188) მილიარდიდან $140 მილიარდამდე მკვეთრად დაეცა. თუმცა მას ასეთი მკვეთრად გამოხატული რყევების რაციონალური ახსნა-განმარტების არარსებობა ადარდებს.
ტერმინი „კრიპტოვალუტა“ ან „კერძო კრიპტოვალუტა“ მოდური საშუალებაა იმის აღსაწერად, რაც, ფაქტობრივად, 100%-ით სპეკულაციური საქმიანობაა
ამბობს დასი
ის დარწმუნებულია, რომ მარეგულირებლის პოზიცია დამატებით განმარტებას არ საჭიროებს. დიდი ალბათობით, 2023 წელი ინდური კრიპტოინდუსტრიისთვის უაღრესად რთული იქნება.