კრიპტოვალუტური ოფციონების პროექტის Ribbon Finance-ის მიმოხილვა

ფოტო - კრიპტოვალუტური ოფციონების პროექტის Ribbon Finance-ის მიმოხილვა
Ribbon Finance არის ბლოკჩეინ-პროექტი, რომელიც სპეციალიზებულია ოფციონების გამოშვებასა და შემოსავლიანობის სტრატეგიაში კრიპტოვალუტური კონტრაქტების სტრუქტურირებაზე.
კრიპტოვალუტური ოფციონები საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ ან გაყიდოთ აქტივი წინასწარ განსაზღვრულ ფასად. ეს ინსტრუმენტი ფიუჩერსების მსგავსია, მაგრამ თავისი წესებითა და ალგორითმებით. შეიტყვეთ მეტი ოფციონების შესახებ ჩვენს სტატიაში.

ანალიტიკური რესურსის CoinGecko-ს მიხედვით, Ribbon Finance არის ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტური პროექტი, რომელიც დაკავშირებულია ოფციონებთან. ამ სტატიაში ჩვენ გავიგებთ, თუ როგორ მუშაობს პლატფორმა Ribbon, როგორია გარიგებების დადების მექანიზმი და ღირს თუ არა ინვესტიცია RBN ტოკენში.

საინვესტიციო რაუნდები

ანალიტიკური რესურსის, Crunchbase-ის თანახმად, Ribbon Finance-მა 8,8 მილიონი დოლარი მოიზიდა კრიპტოვალუტური ფონდიდან Paradigm და ინსტიტუციონალური ინვესტორისგან ბენ ბარნსისგან.

საინტერესო ფაქტია, რომ პირველი საინვესტიციო რაუნდი დაიხურა 2021 წლის 15 ნოემბერს და RBN ტოკენი ბირჟებზე  რამდენიმე თვით ადრე ივაჭრებოდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ პროექტი საკუთარი ხარჯებით ამოქმედდა და ინვესტორებს უკვე ფუნქციონირების პროცესში ეძებდა.
Ribbon Finance-ის საინვესტიციო საქმიანობის დეტალები. წყარო: Crunchbase.com

Ribbon Finance-ის საინვესტიციო საქმიანობის დეტალები. წყარო: Crunchbase.com

Ribbon Finance პლატფორმის მიმოხილვა

Ribbon Finance მომხმარებლებს საშუალებას აძლევს კრიპტოვალუტით multistrike-ოფციონები შეიძინონ. ეს ნიშნავს, რომ აქტივის შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა ფასად, არჩეული სავაჭრო ალგორითმის მიხედვით.

Ribbon-ის პლატფორმაზე სტეიკინგში შესაძლებელია ისეთი კრიპტოვალუტების ჩადება, როგორიცაა BNB, UNI, ETH, USDT, BTC, AVAX, AAVE და ა.შ. წლიურმა პროცენტმა ზოგიერთ აქტივზე შეიძლება 52%-ს მიაღწიოს. Ribbon ახდენს კრიპტოვალუტური ოფციონების სტრუქტურირებას და იყენებს DeFi სექტორის ყველა შესაძლებლობას აქტივების ვოლატილობაზე მაქსიმალური შემოსავლის მისაღებად.
ინვესტირებისთვის ხელმისაწვდომი აქტივები Ribbon Finance-ზე. წყარო: https://app.ribbon.finance/

ინვესტირებისთვის ხელმისაწვდომი აქტივები Ribbon Finance-ზე. წყარო: https://app.ribbon.finance/

Ribbon სთავაზობს თავის მომხმარებლებს შემოსავლის მიღების შესაძლებლობას არა მხოლოდ აქტივების ინვესტირებიდან, არამედ მრავალი სხვადასხვა პროდუქტის მეშვეობით:

● ღია პოზიციების ჰეჯირება ოფციონის გამოყენებით;
● პროტოკოლის საინვესტიციო პორტფოლიოდ გამოყენება;
● დამატებითი მოგების მიღება სახსრების ჩადებით პროტოკოლის საკრედიტო განყოფილებაში.

კრიპტოვალუტა RBN

Ethereum-ის ბლოკჩეინზე განთავსებული ნატიური ტოკენი RBN ბირჟებზე 2021 წლის თებერვლიდან ივაჭრება. ამჟამად, მონეტა გამოიყენება პლატფორმის მართვისთვის (ხმის მიცემის გზით), სტეიკინგის პროგრამაში მონაწილეობისთვის და როგორც სესხების უზრუნველყოფა.

სტატიის წერის მომენტისთვის, RBN მონეტას შემდეგი მახასიათებლები გააჩნია:

● აქტივის ფასი — $0,015;
● საბაზრო კაპიტალიზაცია — $100 მილიონი;
● მიმოქცევაში არსებული მონეტები — 700 000 000 RBN ;
● მაქსიმალური ემისია — 1,000,000,000 RBN;
● ვაჭრობის საშუალო დღიური მოცულობა — $0,5 მილიონი;
● მაქსიმალური ფასი — $5,54;
● მინიმალური ფასია $0.145.

RBN ივაჭრება Coinbase, Gate, Mexc, Uniswap, Geminy და სხვა კრიპტოვალუტურ ბირჟებზე. სავაჭრო პლატფორმების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ CoinGecko-სა და CoinMarketCap-ის ვებსაიტებზე "ბაზრების" განყოფილებაში.
პლატფორმები, რომლებზეც ივაჭრება მონეტა RBN. წყარო: CoinMarketCap

პლატფორმები, რომლებზეც ივაჭრება მონეტა RBN. წყარო: CoinMarketCap

Ribbon Finance-ის პრობლემები

Ribbon Finance-ის მთავარი ნაკლი მდგომარეობს კრიპტოვალუტური ოფციონების გაგების ზოგად სირთულეში. მომხმარებლებს, რომლებსაც არ ესმით ამ ტიპის დერივატიული კონტრაქტები, არ შეუძლიათ  პლატფორმის ხარისხიანი გამოყენება.

ეს იწვევს დაბლოკილი ლიკვიდობის (TVL) მოცულობის შემცირებას, რადგან წინა კლიენტებს გამოაქვთ სახსრები სტეიკინგის პულიდან,  ახალი ფული კი ლიკვიდობაში არ შედის. ანალიტიკური რესურსის DeFiLlama-ს მიხედვით, Ribbon Finance-ის TVL ახლა $34 მილიონია და განაგრძობს ვარდნას. ნატიური RBN ტოკენის კურსი შესაბამისად რეაგირებს და რამდენიმე თვეა აახლებს ისტორიულ მინიმუმს.
პროექტ Ribbon Finance-ის TVL და სტატისტიკური მონაცემები. წყარო: defillama.com

პროექტ Ribbon Finance-ის TVL და სტატისტიკური მონაცემები. წყარო: defillama.com

პროექტები, რომლებიც გვთავაზობენ კრიპტოვალუტურ ოფციონებს, შეძლებენ სრული წარმატების მიღწევას კრიპტოსფეროში განმეორებითი ხარული ციკლის დროს. ინსტიტუციონალური ინვესტორები, რომლებიც ცდილობენ უზრუნველყონ საკუთარი თავი მზარდ ბაზარზე, მიმართავენ ჰეჯირების და სადაზღვევო ინსტრუმენტებს.  ეს ზუსტად ის მომსახურებაა, რომელსაც Ribbon Finance სთავაზობს თავის მომხმარებლებს.