Ripple Labs დანებებას არ აპირებს

ფოტო - Ripple Labs დანებებას არ აპირებს
SEC-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესში Ripple Labs Inc.-ის წამყვანმა დამცველმა, კაილი კიმმა სასამართლოს მიმართა მიმართა შუამდგომლობით საქმიდან აცილების თაობაზე. ამ საქციელმა Ripple-ის საზოგადოებაში მცირე პანიკა გამოიწვია და გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ სასამართლო შეიძლება წააგონ. მაგრამ ყველაფერი არც ისე ცუდადაა.
კიმმა შუამდგომლობა ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში შეიტანა. მასში ნათქვამია, რომ ადვოკატი საქმიდან აცილებას კი არ ახდენს, არამედ წყვეტს შრომით ხელშეკრულებას იურიდიულ ფირმასთან Kellogg, Hansen, Todd, Figel & Frederick, რომელიც Ripple Labs-ის ინტერესებს იცავს. ანუ, ამ ქმედებას არავითარი კავშირი არ აქვს ბრედ გარლინგჰაუსის გუნდსა და აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელი კომისიის სასამართლო დავასთან.

მაგრამ, როგორც კრიპტოსაზოგადოებაში ხშირად ხდება, არაფრისგან არც თუ სახუმარო აჟიოტაჟი აგორდა. Twitter-ში ასეთი საქციელისა და მისი შედეგების აქტიური განხილვა დაიწყო. კაილი კიმს იმაშიც კი ადანაშაულებდნენ, რომ ის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდა. თუმცა, განხილვებში მონაწილეთა შორის იყვნენ ოპტიმისტებიც, რომლებმაც ივარაუდეს, რომ რახან კიმი მიდის, ე.ი. წინასწარი გადაწყვეტილება Ripple-ს სასარგებლოდ უკვე მიღებულია და მისი მომსახურების აუცილებლობა აღარ არის.

მეორე მხრივ, სასამართლო პროცესი ისე გაჭიანურდა, რომ  გაუთავებელ სერიალს წააგავს. გასაკვირი არ არის, რომ დროდადრო ადვოკატები შეიძლება შეიცვალონ.

შეგახსენებთ, რომ პირველად $1,3 მილიარდის ოდენობის ფასიანი ქაღალდების შეთავაზებაში Ripple Labs Inc.-ს 2020 წლის 22 დეკემბერს დაადანაშაულეს. პროკურორები ამტკიცებენ, რომ  კრიპტოვალუტა XRP ჰაუის ტესტს ვერ გადის, ამიტომ მასთან დაკავშირებული ოპერაციები უნდა დარეგულირდეს და დაიბეგროს ისევე, როგორც ნებისმიერი ოპერაცია აქციებით, თამასუქებითა და ბონდებით.

19 მაისს ორივე მხარემ მოსამართლე ტორესს საქმის განხილვის ვადის გახანგრძლივების შუამდგომლობით მიმართა. ახლა განაჩენის  გამოტანის ბოლო ვადად ოფიციალურად ითვლება 2023 წლის 13 ივნისი.

ბრედ გარლინგჰაუსი თანახმაა, მისი გამარჯვების თარიღი კიდევ გადაწიოს, რათა ის ეპიკური და საბოლოო იყოს. ამისათვის მან მოითხოვა SEC-ის შიდა ელექტრონული წერილების, მათ შორის კომისიის ერთ-ერთი იურისტის, ჰინმანის ანგარიშის გამოქვეყნება. მასში აღნიშნულია, რომ არსებობს "გონივრული საფუძველი ჩავთვალოთ, რომ XRP ჰაუის ტესტის ყველა ელემენტს არ აკმაყოფილებს და, შესაბამისად, ფასიან ქაღალდს არ წარმოადგენს“.
წერილი საქმის განხილვის ვადის გახანგრძლივების შესახებ. წყარო: Twitter

წერილი საქმის განხილვის ვადის გახანგრძლივების შესახებ. წყარო: Twitter

როგორც ჩანს, SEC უკვე შეეგუა გარდაუვალს და ამიტომ მზადაა,  აჩვენოს საზოგადოებას მთელი შიდა სამზარეულო, რომელშიც მზადდებოდა კერძი, სახელწოდებით "XRP საკუთარ წვენში". მაგრამ ბრედ გარლინგჰაუსი ოპტიმისტურად არ გამოიყურება და კომისიისგან კიდევ რაღაც ოინს ელოდება.

თავის ერთ-ერთ ტვიტში მან დაწერა: "SEC-ს სურს, იფიქროთ, რომ ინფორმაციის გამჟღავნებაზე, გამჭვირვალობასა და სიცხადეზე ზრუნავს. არ დაუჯეროთ მათ. როდესაც სიმართლე ბოლოსდაბოლოს გაცხადდება, მათი სამარცხვინო საქციელის გაგაოცებთ".
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

მაგრამ რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს მოსმენები, ეს Ripple Labs-ს თავისი პროექტის განვითარებაში ხელს არ უშლის. ორწელიწადნახევრის განმავლობაში გუნდმა მოახერხა მრავალი ინიციატივის განხორციელება და მსხვილ კომპანიებთან, ბანკებსა და სამთავრობო უწყებებთან პარტნიორობის გაფორმება.

კომპანიის უახლესი მიღწევები მოიცავს:

  • დომინირება ვაჭრობის მოცულობის მიხედვით სამხრეთ კორეის კრიპტობირჟებზე Bithumb, Upbit და Coinone;
  • ბირჟა Bitstamp-ის აქციების გამოსყიდვა, რომლებიც ადრე Pantera Capital-ს ეკუთვნოდა;
  • ციფრული აქტივების შენახვის სერვისების შვეიცარიული მიმწოდებლის, Metaco-ს შეძენა.
  • ბანკებისა და საჯარო ფინანსური სექტორისთვის განკუთვნილი, საკუთარი Ripple CBDC-ის პლატფორმის ანონსი.
  • წევრობა საპილოტე პროგრამაში "e-HKD" და შემდგომი მონაწილეობა ჰონგ-კონგის CBDC-ის შემუშავებაში.

როგორც ჩანს, ერთი ადვოკატის გათავისუფლება, თუნდაც მაღალკვალიფიციურის, XRP-ის მომავალზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.