რუმინეთი მთავრობის მხარდაჭერით NFT-მარკეტპლეისს აამოქმედებს

ფოტო - რუმინეთი მთავრობის მხარდაჭერით NFT-მარკეტპლეისს აამოქმედებს
რუმინეთმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ Web3-ის და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების დანერგვას სახელმწიფო დონეზე განახორციელებს. ჩინოვნიკებს, როგორც წესი, მოსწონთ ინოვაციების სფეროზე პიარის გაკეთება, მაგრამ რუმინეთის ხელისუფლება დაპირებებს უკვე ასრულებს.
2023 წლის აპრილის ბოლოს რუმინეთის ინფორმატიკის, კვლევისა და განვითარების ეროვნულმა ინსტიტუტმა, ICI Bucharest,  ეროვნული NFT ბაზარი აამოქმედა. მარკეტპლეისს  ICI D|Services ეწოდა. პროექტი რუმინეთის გენერალური სამდივნოსა და  კვლევების, ინოვაციებისა და დიგიტალიზაციის პროფილური სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პლატფორმა  MultiversX-თან თანამშრომლობით იქმნებოდა. მანამდე ამ კომპანიამ ICI Bucharest-ისთვის უკვე შექმნა დომენის სახელების დეცენტრალიზებული სისტემა (DNS) და ზედა  დონის დომენების ეკოსისტემა (TLD)

„პროსამთავრობო“ ICI D|Services მარკეტპლეისის მიზანია ერთიანი ინოვაციური გარემოს შექმნა, სადაც სახელმწიფო დაწესებულებები NFT-ების მოჭრას რუმინეთის რიგით მოქალაქეებთან თანაბარ პირობებში განახორციელებენ.
ჩვენს ინსტიტუტს სურს ააგოს ხიდი ახალგაზრდა თაობებსა და საჯარო დაწესებულებების ღირებულებებს შორის კომფორტის ზონის შექმნით ციფრულ სივრცესთან ურთიერთქმედებისთვის
,- განმარტავს ICI Blockchain Lab-ის კოორდინატორი ბუქარესტში პოლ ნიკულესკუ-მიზილ გეორგე.
მარკეტპლეისმა  ხუთი NFT კოლექციით დაიწყო, რომლებიც რუმინელებისთვის მნიშვნელოვან სახელმწიფო ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან თანამშრომლობით შეიქმნა.

გარდა ამისა, ICONS of the Generational Circle-ის კოლექციის ფარგლებში თავისი პირველი NFT-ის გამოშვების შესახებ დავიდ პოპოვიჩმა  განაცხადა.  ის რუმინეთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სპორტსმენად ითვლება. 2021 წელს, 16 წლის ასაკში, პოპოვიჩმა ევროპის ჩემპიონატზე 100 მ თავისუფალი სტილით ცურვაში ორჯერ დაამყარა  მსოფლიო რეკორდი ახალგაზრდებს შორის. გასულ წელს პოპოვიჩმა სპორტის წყლის სახეობებში მსოფლიო ჩემპიონატზე ორ გაცურვაში ოქროს მედლები მოიპოვა.
NFT ICONS of the Generational Circle დავიდ პოპოვიჩთან ერთად წყარო: ICI D|Services

NFT ICONS of the Generational Circle დავიდ პოპოვიჩთან ერთად წყარო: ICI D|Services

გრაფ დრაკულას სამშობლოს ბნელით მოცული რეპუტაციის მიუხედავად, რუმინეთი მოწადინებულია, რომ ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას მიაღწიოს. ამასთანავე, ქვეყანას  თავისი ფესვები არ დავიწყებია და ICI D|Services-ის კოლექციის ნაწილი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებს ეძღვნება. მაგალითად, იშვიათი ისტორიული NFT-ფოტოების ლიმიტირებული სერია Memories of Future Self რუმინეთის ნაციონალური საინფორმაციო სააგენტო AGERPRES-ის მხარდაჭერით შეიქმნა.
NFT-კოლექცია Memories of Future Self от AGERPRES წყარო: ICI D|Services

NFT-კოლექცია Memories of Future Self от AGERPRES წყარო: ICI D|Services

კიდევ ერთი NFT კოლექცია ICI D|Services-ში Our AI Story-ის სახელს ატარებს. ბუქარესტის უნივერსიტეტის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ ხელოვნურ ინტელექტთან თანამშრომლობით  ციფრული ხელოვნების 20 ნამუშევარი შექმნა. ის ბიბლიოთეკის კულტურული მნიშვნელობას და საქმიანობის სხვადასხვა ასპექტს ასახავს.
NFT-კოლექცია Our AI Story ბუქარესტის უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკიდან წყარო: ICI D|Services

NFT-კოლექცია Our AI Story ბუქარესტის უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკიდან წყარო: ICI D|Services