ეგოისტური მაინინგი: საბანს ნუ შენსკენ ნუ ექაჩები

ფოტო - ეგოისტური მაინინგი:  საბანს ნუ  შენსკენ ნუ ექაჩები
PoW ბლოკჩეინები ღია სისტემებია და ყველას შეუძლია შეუერთდეს აუზს, თუ ისინი დაიცავენ პროტოკოლს. მაგრამ ნამდვილად არიან მაინერები დაინტერესებული წესების დაცვით თამაშით?
ნებისმიერი მაინინგი Proof-of-Work ბლოკჩეინზე, დიდძალ ენერგო-რესურსს მოითხოვს და იწვევს მაღალ ხარჯებს. მარტოხელა მაინერები იძულებულნი არიან   გამოთვლითი სიმძლავრეები  Pool-ში გააერთიანონ.

მომხმარებლები იხდიან საკომისიოს მათი ტრანზაქციის დასადასტურებლად - ეს არის მაინერებისთვის პირდაპირი მატერიალური სტიმული. მაინინგის ჯილდო გამოითვლება თითოეული ბლოკისთვის და  ბლოკჩეინის ნოდებს შორის ნაწილდება.

ვალიდატორი, რომელიც ითვლის ბლოკს, ამატებს მას ტრანზაქციებს და  მას დანარჩენ ჯაჭვთან აერთიანებს. შემდეგ ის იღებს ანაზღაურებას და  მიღებულ საკომისიოს, კვანძებს შორის მათი წვლილის მიხედვით ანაწილებს.

სამწუხაროდ, ყველა მაინერი ყოველთვის სამართლიანად არ თამაშობს. ზოგს ურჩევნია საბანს (ჯილდოს) საკუთარ თავისაკენ ექაჩება. ამ სიტუაციაში ჩვენ ვამბობთ, რომ ეგოისტური მაინინგის წინაშე ვდგავართ.

ეგოისტური მაინინგის მოქმედების სქემა

PoW-ს აქვს ერთი მნიშვნელოვანი დაუცველობა, რომელსაც დეველოპერები ხშირად არ ახსენებენ, მაგრამ წარმატებით შეიძლება გამოიყენონ არაკეთილსინდისიერმა მაინერებმა: არსებობს რამდენიმე ბლოკის ერთდროული დადასტურების ალბათობა. იმის შანსი, რომ მათი რიცხვი შეიძლება ორზე მეტი იყოს, უმნიშვნელოა, თუმცა  არც ისე იშვიათია სიტუაცია, როდესაც კვანძებიდან დადასტურებას  ერთდროულად 2 ბლოკი ელოდება.

რა ხდება ამ შემთხვევაში?

თუ ორივე ბლოკი გამოითვლება და  წინა ბლოკებთან საერთო სისტემაში ერთდროულად გაერთიანდება, მაშინ ბლოკჩეინი უნდა დაიყოს ორ განსხვავებულ ჯაჭვად. ამას ჰქვია "განშტოება" ან " sprouting "-ი. ქსელის განშტოება ართულებს მის არქიტექტურას და ანელებს ტრანზაქციებს.

ამიტომ, არსებობს წესი: როდესაც ვალიდატორი ადასტურებს ბლოკს, მან უნდა გადასცეს ეს ინფორმაცია სხვა ნოდებს, რათა ბლოკები არ  შეეწინააღმდეგოს ერთმანეთს.

თუმცა ეგოისტი მაინერები დანარჩენ მონაწილეებს, ამ ინფორმაციას უმალავენ. ამით მათ შეცდომაში შეჰყავთ „პატიოსანი“ კვანძები, რომლებიც აგრძელებენ ახალი ბლოკების დამატებას და აიძულებენ მათ ბლოკჩეინის უნებლიედ განშტოებას.  

წარმოვიდგინოთ, რომ #1001 ბლოკი ეგოისტმა მაინერმა ამწუთას მოიპოვა  და მისმა კვანძმა  ეს ინფორმაცია ქსელში არ გადასცა. განახლების შესახებ არცოდნის ფონზე, დანარჩენი მაინერები აგრძელებენ ახალი ბლოკების დამატებას,   #1000 ბლოკიდან დაწყებული. გამოდის, რომ ორი ბლოკი უკვე ასოცირდება ბლოკ 1000-თან: ერთი ბლოკი არის ეგოისტი მაინერისგან, ხოლო მეორე არის პატიოსანი მონაწილისგან. და ორივეს ერთი და იგივე სერიული ნომერი აქვს - 1001. ახლა ბლოკჩეინი ორ ჯაჭვადაა გაყოფილი. 

ეგოისტი მაინერი აგრძელებს გამოთვლას და ამატებს ახალ ბლოკებს მის პირად ჯაჭვში, რომელიც გრძელდება. როგორც კი ის  დამატებული ინფორმაციის რაოდენობით საკმარის უპირატესობას მიიღებს, ის   #1001-ის ბლოკის შესახებ  ინფორმაციას დანარჩენ კვანძებზე გადასცემს. ბლოკჩეინი დაუყოვნებლივ ამოიცნობს, რომ ეგოისტური მაინერის ბლოკი პირველი აღმოაჩინა  და განსაზღვრავს მის ჯაჭვს, როგორც მოქმედს, რითაც პატიოსანი ნოდების მიერ დამატებულ ბლოკებს გააუქმებს.

შედეგად, კეთილსინდისიერი Pool -ის წევრები არ იღებენ ჯილდოს და მათი გამოთვლითი ძალა იკარგება. დადასტურების მთელი საფასური მიდის ეგოისტ მაინერებთან, რადგან მათი ჯაჭვი ხდება მთავარი ჯაჭვი.

გაზრდილი ჯილდო,  ქსელის სხვა ვალიდატორებს სტიმულირებს, შეუერთდნენ ეგოისტურ Pool-ს. ის  კი  აგრძელებს ზრდას და  თავის სიმძლავრესაც  ზრდის.

ეგოისტური მაინინგის საფრთხე

თითოეული კვანძის გამოთვლით სიმძლავრეებს ეწოდება "ჰეშის სიხშირე". სხვა პარამეტრებთან ერთად, მაღალი ჰეშის სიხშირე  ბლოკის კრიპტოგრაფიულად გამოთვლის ალბათობას ზრდის. თუ ეგოისტური pool-ი  მიერთებულთა ხარჯზე განაგრძობს ზრდას, ის იძენს ბლოკჩეინის კონტროლის უნარს.

PoW ბლოკჩეინი მოითხოვს, რომ კვანძების უმრავლესობა  კეთილსინდისიერი იყოს. მაგრამ თუ მთლიანი ჰეშრეიტის 51% ეგოისტური მაინინგის pool-ზე მოდის, მას შეუძლია უბრალოდ უგულებელყოს  უმნიშვნელო საკომისიოს მქონე ტრანზაქციები, რითაც უარყოფს მრავალი ლეგიტიმური ტრანზაქციის დადასტურებას. მაინინგ პულს, რომელიც იპყრობს ჰეშის 50%-ზე მეტს, შეუძლია განსაზღვროს რომელი ოპერაციები ჩატარდეს  და რომელი არა. ეს იწვევს ცენტრალიზაციას და არღვევს ბლოკჩეინის ძირითად პრინციპს - ერთიანი კონტროლის ვერტიკალის არარსებობას.

აღვნიშნავთ, რომ მოვლენების ასეთი შედეგი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ქსელში თაღლითური მოქმედებების გამოვლენა გამოიწვევს კრიპტოვალუტის ფასის მკვეთრ ვარდნას. თუმცა, გაზრდილი ჯილდოსთვის ეგოისტური მაინინგის მოკლევადიანი გამოყენების ვარიანტი საკმაოდ გავრცელებულია.