ნიუ–იორკი: აღარავითარი მაინინგი!

ფოტო - ნიუ–იორკი: აღარავითარი მაინინგი!
აშშ-ს ნიუ-იორკის შტატმა კრიპტოვალუტის მაინინგზე ორწლიანი მორატორიუმი დააწესა, ენერგეტიკული კრიზისისა და ამერიკელების კლიმატის ცვლილებისგან დაცვის მოტივით.
ბიტკოინის და სხვა PoW –კრიპტოვალუტების მაინინგზე მორატორიუმის შესახებ კანონი რვა თვეზე მეტია აშშ-ს სხვადასხვა შტატში განიხილება, პირველ რიგში, მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვის მქონე შტატებში: არიზონაში, ვაშინგტონსა და ვირჯინიაში.

ამ დღეებში დემოკრატიული პარტიის  სენატორმა ქეთი ჰოუკულმა შეერთებულ შტატებში მაინინგის  რეალური აკრძალვისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა  და განმარტებით ჩანაწერში აღნიშნა, რომ შეთანხმება ხელმოწერილი იყო აშშ–ში მოქმედი „კლიმატის კანონისა“ და „სუფთა ენერგიის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით.

ეს არ ნიშნავს სახელმწიფო ეკონომიკაში  კრიპტოინვესტიციების მოზიდვაზე საბოლოო უარს, მაგრამ პრიორიტეტი მიენიჭება კომპანიებს, რომლებიც მუშაობისას იყენებენ ნაკლებად ენერგოინტენსიურ ტექნოლოგიებს. მორატორიუმი, მისივე თქმით, ძალაში მხოლოდ 2 წელი იქნება. ამ პერიოდის განმავლობაში შეწყდება ნებისმიერი დატა– ცენტრისთვის ახალი ლიცენზიების გაცემა და უკვე გაცემულების გაგრძელება. კომპანიები, რომლებსაც ლიცენზია ჯერ არ გაუვიდა, საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ. მთლიანობაში, შტატის ტერიტორიაზე  მაინინგის გაგრძელება   ჯერჯერობით დაახლოებით 12 მონაცემთა ცენტრს შეუძლია. მაგრამ ამ მდგომარეობაში საკვანძო სიტყვაა "ჯერჯერობით".  

ეკოლოგიური გაერთიანებამ Seneca Lake Guardian, რომელიც დიდი ხანია ცდილობდა ამ პროექტის  სენატში გატანას, ინფორმაცია მორატორიუმის შესახებ აღფრთოვანებით  მიიღო.
მადლობა გუბერნატორ ჰოუკულს, ნიუ–იორკელების კორპორატიული ხულიგნებისგან აქტიური დაცვისთვის, რომლებსაც ჩვენი საზოგადოების ექსპლუატაცია სურთ! კრიპტოინდუსტრია იწუწუნებს,რომ ეს დარტყმაა,მაგრამ ეს ასე არაა
, – „მწვანეების“ ასეთი შეტყობინებებით ყველა ადგილობრივი ინტერნეტ–რესურსია აჭრელებული.
ბიზნესი, თავის მხრივ, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა გადასახადები მოაკლდება  ახლა რეგიონულ ეკონომიკას და ჰპირდება, რომ გააგრძელებს ბრძოლას თავისუფალ ქვეყანაში თავისუფალი ბიზნესის წარმოების  უფლებისთვის.

ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ყველა ადრე აღდგენილი  გაზზე მომუშავე ელექტროსადგური, რომელსაც დატა–ცენტრები  მაინინგისთვის იყენებდნენ, კვლავ დაიხურება.