სასამართლომ დანიელ შინის დაკავების ორდერი არ გასცა

icon LUNA
icon FOR
ფოტო - სასამართლომ დანიელ შინის დაკავების ორდერი არ გასცა
სამხრეთ კორეის სასამართლომ დანიელ შინის დაკავების შესახებ ორდერის გაცემაზე პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. Terraform Labs-ის თანადამფუძნებელთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. საქმე კომპანიების, TerraUSD-ს და Luna-ს ჩამოშლამდე უკანონო შემოსავლის მიღებას ეხება.
ორშაბათს სეულის სამხრეთ ოლქის პროკურატურამ სასამართლოს შინის დაკავების შუამდგომლობით მიმართა. მას თაღლითობაში ადანაშაულებენ, რომელმაც  TerraUSD-ს და Luna-ს გაუფასურება გამოიწვია. მაგრამ სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიზეზად ბრალდების დაუსაბუთებლობა და იმის დაბალი ალბათობა მოიყვანა, რომ შინი შეიძლება მიიმალოს ან ნივთმტკიცებულებები გაანადგუროს. 

ეს სამხრეთ კორეის ხელისუფლების მიერ შინის დაკავების მეორე მცდელობა იყო. მანამდე ჩერნოგორიაში (მონტენეგროში) Terraform Labs-ის მეორე თანადამფუძნებელი, დო კვონი დააკავეს, რომლის ექსტრადირებას ამჟამად აშშ და სამხრეთ კორეა მოითხოვენ. 

შინს ბრალი წაუყენეს თაღლითობაში, სამსახურეობრივ გულგრილობაში, ასევე წესების დარღვევაში ელექტრონული ფინანსური ოპერაციების ჩატარებისას. 

პროკურატურას აქვს ეჭვი, რომ შინმა პრემაინში გამოშვებული  LUNA-ს რეალიზაციიდან 140 მლრდ ვონის (დაახლოებით 107,7 მლნ აშშ დოლარის) უკანონო შემოსავალი მიიღო. 

დანიელს ასევე რისკების დამალვაში ადანაშაულებენ, რაც  Terraform Labs-ის ნატიურ ტოკენში ინვესტირებასთან იყო დაკავშირებული.   

პროკურორები ამტკიცებენ, რომ შინი Luna კრიპტოვალუტის პოპულარიზაციისთვის იყენებდა ინფორმაციას  Chai Corp-ის კლიენტების შესახებ. ეს არის ფინტექ-კომპანია, რომელსაც  ის ადრე ხელმძღვანელობდა.    

შინი ყველა ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ Terraform Labs-თან ყველა კონტაქტი 2020 წლის მარტში გაწყვიტა, როდესაც ეს კომპანია დატოვა და Chai დააფუძნა.

GC
GN Crypto
ავტორი