Shiba Inu – Dogecoin-ის მკვლელი

icon SHIB
icon DOGE
ფოტო - Shiba Inu – Dogecoin-ის მკვლელი
მიმ-მონეტა SHIB-ის სიმბოლო ამავე ჯიშის საყვარელი წითური ძაღლია. 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით, SHIB კრიპტოვალუტების გლობალურ რეიტინგში მე-13 ადგილს იკავებდა. ნუთუ ცუდი ნიშანია?

SHIB-ის შემქმნელები და მახასიათებლები

პირველად კრიპტოვალუტის ბაზარზე Shiba Inu-მ "კუდი ააქიცინა" 2020 წლის ზაფხულში. ის წარადგინეს, როგორც Dogecoin მონეტის მკვლელი. SHIB-ის შემქმნელი (ან შემქმნელთა ჯგუფი) არის ვინმე Ryoshi, რომლის ვინაობა არასოდეს გამჟღავნებულა. Ryoshi იაპონურად „მეთევზეს“ ნიშნავს. სხვათა შორის, შიბა ინუს ძაღლის ჯიშიც იაპონური წარმოშობისაა. „თავიდანვე ვამბობდი, რომ არავინ ვარ, არ ვარ მნიშვნელოვანი. მე მხოლოდ კლავიატურაზე დამჭერი  წვრილმანი ვარ და ჩემი შეცვლა შესაძლებელია“, - ასეთი კომენტარი გააკეთა ერთხელ Ryoshi-მ კრიპტელების მცდელობაზე, მისი ვინაობა ამოეხსნათ.

ითვლება, რომ "მეთევზის" მიზანი იყო ექსპერიმენტი სპონტანური დეცენტრალიზებული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. დღეს მას ასობით ათასი მონაწილე ჰყავს. Woof paper-ში (პაროდია white paper-ზე) გაწერილია, რომ საზოგადოების თითოეული წევრი იღებს ვალდებულებას, Shiba Inu-ს შემდგომი პოპულარიზაციისთვის ძალისხმევა არ დაიშუროს.

SHIB ტოკენი შეიქმნა Ethereum-ის ბლოკჩეინზე სმარტ კონტრაქტების პოპულარული სტანდარტის მიხედვით, სახელწოდებით ERC20. დეველოპერები შეეცადნენ, მიმ-მონეტის მომხმარებლები უზრუნველეყონ დამატებითი ღირებულებით საკუთარი დეცენტრალიზებული ბირჟა ShibaSwap-ის ამოქმედების გზით. ის SHIB-ითა და სხვა კრიპტოვალუტებით შუამავლების გარეშე ვაჭრობის საშუალებას იძლევა.

სავარაუდო ინვესტორი და Shiba Inu-ს ტოკენომიკა

თავდაპირველად, Ryoshi-მ პირობა დადო, რომ პროექტის ამოქმედებაზე $0-ს დახარჯავდა SHIB-ის მხოლოდ ოფიციალური ამოქმედების შემდეგ შესყიდვით და Shiba Inu-ს შემდგომი პოპულარიზაციის ხარჯებს ნულამდე შეამცირებდა. 

ეს დაპირებები ორიგინალურად განხორციელდა. Uniswap-ის დეცენტრალიზებულ ბირჟაზე ETH-SHIB სავაჭრო წყვილის ლიკვიდობის უზრუნველსაყოფად, გარკვეულმა „ძალიან გავლენიანმა პირმა“ Ryoshi-ს 10 ETH უსახსოვრა.
 
SHIB-ის ემისიამ შეადგინა 1 კვადრილიონი მონეტა (ეს არის რიცხვი 15 ნულით). ემიტირებული ტოკენების ნახევარი Uniswap-ზე გაიგზავნა. $1,2 მილიარდის ღირებულების დარჩენილი 500 ტრილიონი SHIB ვიტალიკ ბუტერინს გადაეცა. თავის კომუნიკაციებში, SHIB ბუტერინს პროექტის მეგობარს უწოდებს.

SHIB-ის კურსის დინამიკა 2020-2023 წლებში

წყარო: coinbase

წყარო: coinbase

ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ ტოკენის პოპულარობა, ძაღლების თემატიკის,  Shiba Inu-ს საზოგადოების აქტიურობის, ასევე საცალო ინვესტორების სპეკულაციის წყალობით, მკვეთრად გაიზარდა. პარადოქსულია, მაგრამ ილონ მასკის ტვიტები, რომლებიც კონკურენტ მონეტას, Dogecoin-ს უჭერდნენ მხარს, როგორც წესი, SHIB-ის საბაზრო პოზიციებზე დადებითად მოქმედებდნენ.

2021 წლის მაისში ბუტერინმა დაწვა 410 ტრილიონი SHIB, რომლის ღირებულებაც $6,5 მილიარდს აღემატებოდა. მან პირობა დადო, რომ დარჩენილ 10%-ს ქველმოქმედებას მოახმარდა. შედეგად, ორ საათში Shiba Inu 35%-ით გაძვირდა. მოგვიანებით, ბუტერინმა შესწირა 50 ტრილიონზე მეტი SHIB (იმ დროს დაახლოებით $1 მილიარდის ღირებულების" ინდოეთის დახმარების ფონდს "COVID-Crypto Relief Fund".

  • SHIB-ის მიმოქცევაში არსებული მიწოდება დაახლოებით 549 ტრილიონი მონეტაა.
  • 2023 წლის თებერვლის მესამე დეკადაში, SHIB-ის გაცვლითი კურსი დაახლოებით $0.00001338 იყო.
  • ტოკენის საბაზრო კაპიტალიზაცია $7,3 მილიარდზე მეტია.
  • საფულეების რაოდენობა 1,3 მილიონზე მეტია.

AI Crypto Expert