მასკი Bitcoin-ზე: ის გადარჩება

ფოტო - მასკი Bitcoin-ზე: ის გადარჩება
SpaceX-ის გენერალური დირექტორი ისევ საქმეშია. მიუხედავად იმისა, რომ ის მხარს უჭერს Bitcoin-ს, მონეტის მომავალთან დაკავშირებულ საკითხებში მას ურჩევნია ცოტა იდუმალი დარჩეს.
კრიპტო ბაზრისთვის ეს ცუდი დროა. დათვური ციკლი მრავალი გარემოების შედეგად მოხდა, რომელთაგან მთავარი  - FTX-ის კრახი იყო.

ბოლო 7 დღის განმავლობაში BTC-ის ფასი 20%-ზე მეტით დაეცა. ამჟამად მონეტა  იყიდება $16,373-ს დონეზე.

სხვა პოპულარული ტოკენების  ბევრად უკეთესად არ არის. Ethereum-ის ფასი $1,219-მდე დაეცა (გასულ კვირას ETH-ის ფასი იყო $1,556). BNB-ის დღევანდელი ფასი კი  286 დოლარია, რაც 13%-ით ნაკლებია, ვიდრე შვიდი დღის წინ.

მიუხედავად იმედის შუქისა, ჯერჯერობით უცნობია აღდგება თუ არა კრიპტოვალუტების ბაზარი უახლოეს მომავალში.

ბიტკოინის მომავლის და ბაზრის შესაძლო დასასრულის შესახებ დებატების საპასუხოდ, ილონ მასკმა Twitter-ზე თამამად დაწერა: "BTC გადარჩება, მაგრამ ზამთარი შეიძლება ხანგრძლივი იყოს". ის კრიპტო ზამთარს  ( ბაზრის  ცუდ   მდგომარეობას) გულისხმობდა.
მასკისთვის ჩვეული სტილით, მან არ დააკონკრეტა, რას გულისხმობდა „გადარჩენაში“. მიაღწევს Bitcoin -ი თავის ყველა დროის მაქსიმუმს 70,000 დოლარის ზონას თუ კიდევ უფრო მაღლა აიწევს?
რაზეც  ერთ- ერთმა მომხმარებელმა დაწერა: „თქვენ შეცდომით დაწერეთ სიტყვა „ Doge “, ილონ“, ხოლო მასკმა უპასუხა:  „ეს თავის თავად ცხადია“.

ცნობილია, რომ SpaceX-ის გენერალური დირექტორი ხანდახან აკეთებს  Dogecoin-ის მხარდამჭერ განცხადებებს, რომლის ფასი დიდწილად დამოკიდებულია მის ტვიტებზე. უახლესთა შორის, რომელმაც ხელი უბიძგა როგორც Dogecoin-ს, ასევე სხვა მემ-მონეტებს, იყო მასკის მიერ 1 ნოემბერს გამოქვეყნებული ტვიტი.
 
მაშინ, როდესაც  ბევრი ინვესტორი  Bitcoin-ს მიმდინარე პრობლემების გამო ყიდდა, მსხვილი ბიტკოინ ინვესტორები, ასევე ცნობილი როგორც  „ვეშაპები“, ყიდულობდნენ უამრავ მონეტას.
ამჟამად ასეთი ვეშაპების რიცხვი  თითქმის 130-ია.

შეგახსენებთ, Gagarin News იუწყებოდა, რომ   მასკს  ბრალი  თაღლითობაში დასდეს.