Sorare: როგორ გავაერთიანოთ NFT, ფენტეზი და ფეხბურთი?

icon ONE
icon NFT
ფოტო - Sorare: როგორ გავაერთიანოთ NFT, ფენტეზი და ფეხბურთი?
სპორტული სიმულატორები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშია. რა მოხდება, თუ ასეთ პროექტებში კრიპტოვალუტაში გაცემულ ჯილდოს და კოლექციის ელემენტებს დავამატებთ? გამოვა Sorare - ფენტეზი ფეხბურთი, რომელიც არა მხოლოდ გეიმერებს, არამედ ტოპ ფეხბურთელებსაც მოსწონთ.
ფენტეზი სპორტი  სპორტსა და აზარტულ თამაშებში შედარებით ახალი, მაგრამ უკვე პოპულარული მიმართულებაა, რომელიც ტოტალიზატორებს თავდაჯერებულ კონკურენციას უწევს. აშშ-სა და კანადაში ფართოდ გავრცელების შემდეგ, ის მოთამაშეებს სხვა ქვეყნებშიც წარმატებით იპყრობს. 

ფენტეზი სპორტის განვითარება გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. დიდი ხნის განმავლობაში ის მხოლოდ ფეხბურთით იყო წარმოდგენილი რომელიც დღემდე ყველაზე მოთხოვნად სეგმენტად რჩება. მოგვიანებით მას კალათბურთი, ბეისბოლი, ჰოკეი, ბიატლონი და კრიკეტიც კი დაემატა.

რა განსხვავებაა ფენტეზი სპორტსა და კლასიკურ სპორტულ სიმულატორსა თუ გემბლინგს შორის? ამ თამაშებში მომხმარებელი გუნდის ვირტუალური მენეჯერი ხდება. გუნდს ის რეალური სპორტსმენების პროტოტიპებისგან  აყალიბებს, რომლებიც აქტუალურ შეჯიბრებებში მონაწილეობენ. ოფლაინ მატჩებში მოთამაშეთა ყველა ფაქტობრივი ქმედების გათვალისწინება ონლაინ ხდება. თუ სპორტსმენმა გოლი გაიტანა, ან სანახაობრივი პასი გააკეთა, დამატებითი ქულები დაირიცხება, ხოლო ყვითელი, ან წითელი ბარათი მას მთლიან ბალანსიდან ამოიღებს.

Sorare: ფენტეზი ფეხბურთი Ethereum-ის ბაზაზე

წყარო: Twitter

წყარო: Twitter

Sorare თამაშია, რომელმაც ფენტეზი სპორტის კრიპტოვალუტებთან გაერთიანება სცადა და ფანტასტიკური შედეგი მიიღო. ეს  ოფიციალურად რეგისტრირებული კომპანიაა, რომელმაც 300-ზე მეტი კლუბისა და მათი მოთამაშეების პროტოტიპების გამოყენების ლიცენზია მოიპოვა. ტოპ საფეხბურთო ლიგების გარდა, პროექტი კალათბურთის (NBA) და ბეისბოლის (MLB) მოყვარულებს დამოუკიდებელ თამაშებს სთავაზობს.

მომხმარებლებმა საკუთარი გუნდი ხუთი მოთამაშისგან უნდა შექმნან. მაგრამ მათ არა ჩვეულებრივი ბარათების, არამედ რეალურის ციფრული საკუთრების, NFT-ების შეგროვებას სთავაზობენ. თქვენი ოცნების გუნდის ფორმირებისას ბარათების ყიდვა, გაყიდვა და გაცვლაა შესაძლებელი. მასში აუცილებლად უნდა იყოს თავდამსხმელი, ნახევარმცველი, მცველი და მეკარე. ამასთან, ერთსა და იმავე მოთამაშის ორი ბარათის გამოყენება არ შეიძლება. 

რეგულარულ შეჯიბრებებსა და ტურნირებში მონაწილეობისთვის იშვიათი საკოლექციო ბარათებისა და კრიპტოვალუტის სახით ჯილდოს მიღებაა შესაძლებელი. პროექტი ასევე სოციალური ქსელების აქტიურ მომხმარებლებს შორის გათამაშებებს აწყობს, რომლებშიც გამარჯვებულებს უნიკალური NFT-ები ელოდება.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

გეიმერებს, რომლებიც მზად არ არიან, საკოლექციო ბარათებში ინვესტიცია დაუყოვნებლივ ჩადონ, Sorare საკუთარი ძალების მოსინჯვას ინვესტიციის გარეშე სთავაზობს. რეგისტრაციის პროცესში ყოველი ახალი მოთამაშე 11 უფასო ბარათს იღებს. მათი დახმარებით თამაშის მექანიკის გაცნობა, ჩემპიონატებში მონაწილეობა და ფულადი ბონუსების მიღებაც კი არის შესაძლებელი. ასეთი ბარათების გაყიდვა არ შეიძლება, მაგრამ ისინი ყოველგვარი რისკის გარეშე მატჩებზე ფულის გამომუშავების საშუალებას იძლევა.

რეალური ღირებულების მქონე პრემიული NFT-ები  საფეხბურთო ბაზარზე იყიდება. აქ წარმოდგენილია ცალკეული ბარათები, გუნდის შემადგენლობები და მწვრთნელების ბარათები. NFT-ის ღირებულება სპორტსმენების ფაქტობრივ რეიტინგსა და კატეგორიაზეა დამოკიდებული, რომელსაც ის მიეკუთვნება  (ლიმიტირებული, იშვიათი, სუპერ იშვიათი, უნიკალური).

Sorare ამბიციური პროექტია, რომელიც არა მხოლოდ ცდილობს,  ფენტეზი სპორტის ლიდერი იყოს, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიებით ექსპერიმენტებისაც არ ეშინია. თამაშში NFT-ებისა და კრიპტოვალუტის ბონუსების არსებობა მის აუდიტორიას უდავოდ ზრდის და მიზნის მისაღწევად ეფექტური ინსტრუმენტია.