NFT-ს ჯადოსნური ქურდობა: კომპანიის გაფრთხილება

ფოტო - NFT-ს ჯადოსნური ქურდობა: კომპანიის გაფრთხილება
ჰაკერებმა NFT-ების ჯადოსნური მოპარვა OpenSea-ის ნაკლებად ცნობილი ფუნქციის გამოყენებით მოახერხეს.
გატეხების, თაღლითობისა და მოპარვის საწინააღმდეგო პროექტი Harpie NFT-ის ყველა თაყვანისმცემელს ჰაკერების ახალი ხრიკების შესახებ აფრთხილებს. 

კომპანიამ ტვიტერში დაწერა, რომ ჰაკერებმა NFT-ების ჯადოსნური მოპარვა OpenSea-ის ნაკლებად ცნობილი ფუნქციის გამოყენებით მოახერხეს. ის აცხადებს, რომ ეს უახლესი თავდასხმა იყო, რომლის შედეგად რამდენიმე მილიონის ოდენობის Apes მოიპარეს.
წყარო: Harpie’s Twitter

წყარო: Harpie’s Twitter

„OpenSea-ს კონტრაქტი „gasless sales-ის“ საშუალებას იძლევა, სადაც მომხმარებლებს NFT-ების გაყიდვა ზემოაღნიშნულის მსგავსი, წაუკითხავი შეტყობინების ხელმოწერით შეუძლიათ. მაგრამ პრობლემა შემდეგია: ამ წაუკითხავი ხელმოწერით ⚠️არასტანდარტული ფასების მქონე კერძო აუქციონების⚠️ ჩატარებაც არის შესაძლებელი. ფიშინგის ვებგვერდები, მათ გვერდზე შესასვლელად, მსხვერპლს სთხოვს, უვნებელი "შესვლისთვის საჭირო ხელმოწერა" დატოვოს.  თუმცა ეს "შესვლისთვის საჭირო ხელმოწერა" სინამდვილეში განაცხადია ჰაკერის მისამართზე 0 ETH-ად თქვენი NFT-ს კერძო გაყიდვის შესახებ", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანია ამტკიცებს, რომ ამ პრობლემიდან გამოსავალი იპოვა.

17 დეკემბერს, ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ თაღლითმა, რომელიც „gasless sales-ისთვის“ ხელმოწერის ფუნქციას იყენებდა, 14 NFT Bored Ape-ის მოპარვა მოახერხა. 

თაღლითობა კრიპტოსამყაროში სიახლე სულაც არ არის.
Gagarin News ბევრს წერდა კრიპტოსკამების შესახებ და ახლახან ტრამპის უახლესი NFT კოლექცია გააანალიზა, რომლის გაყიდვა 15 დეკემბერს დაიწყო და დაინტერესდა, იყო თუ არა ეს თაღლითობა.

ამავდროულად, აშშ-ში 2018 წელს ექსტრადირებულმა, OneCoin-ის თანადამფუძნებელმა, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქემ, კარლ გრინვუდმა პარასკევს ბრალდების სამ პუნქტში ბრალი აღიარა. ესენია: შეთქმულება კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის მიზნით, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩადენილი თაღლითობა და შეთქმულება ფულის გათეთრების მიზნით.