რუსი ალექსეი პერცევი 21 აპრილის სასამართლო პროცესამდე პატიმრობაში დარჩება. ეს უკვე მესამე წარუმატებელი შუამდგომლობაა, რომლითაც ადვოკატები კლიენტის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ. პირველი უარი მიიღეს აგვისტოში, მეორე - ნოემბერში.
ჰოლანდიის სასამართლოს ასეთი მკაცრი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ პერცევი „ეფესბესთან“ და ჩრდილოეთ კორეელ ჰაკერებთან Lazarus Group-თან მჭიდრო კავშირშია ეჭვმიტანილი.
ეს კი უკვე უფრო სერიოზულ სასჯელს ითვალისწინებს, ვიდრე გადასახადებისგან თავის არიდება.