Stellar-მა CFTC-ში ხმის უფლება მოიპოვა
posted 23 იან 2023
Stellar Development Foundation-მა გამოაცხადა, რომ ის უერთდება აშშ-ს სასაქონლო ფიუჩერსების ვაჭრობის კომისიის საკონსულტაციო კომიტეტს.
ბლოკჩეინ-კომპანია Stellar პირველად შეუერთდება ტრადიციულ ფინანსების წარმომადგენლებს JP Morgan-ს, Goldman Sachs-ს და BlackRock-ს და ხმის უფლებას მიიღებს ინსტიტუციონალური დონის საკითხების გადაწყვეტაში.
SDF-ის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ ისინი თავიანთ ძალისხმევას პირველ რიგში სახელმწიფო სტრუქტურებში Layer1 პროტოკოლების გამოყენებასა და სტეიბლკოინებით საბანკო გადარიცხვების შესაძლებლობისკენ მიმართავენ.