Stoner Cats: მარიხუანა, ფისოები და ვიტალიკ ბუტერინი

ფოტო - Stoner Cats: მარიხუანა, ფისოები და ვიტალიკ ბუტერინი
Stoner Cats მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური სერიალია, რომელიც პანდემიამდე პერიოდში შეიქმნა. მისი მთავარი თავისებურება (არატრივიალურ სიუჟეტის გარდა) არის მისი ნახვის შესაძლებლობა მხოლოდ ამავე სახელწოდების კოლექციიდან NFT-ების შეძენის შემდეგ.
ანიმატორებმა სარა კოულმა, ეშ ბრენონმა და კრის კარტახენამ, მილა კუნისთან ერთად, შექმნეს პატარა საყვარელი მულტსერიალი, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი სარას პირადმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ ითამაშა. სწორედ მისი დედა გახდა მთავარი გმირის - მისის სტონერის პროტოტიპი. ქალს ალცჰაიმერის დაავადება აქვს და სიმპტომების შესამცირებლად სამედიცინო მარიხუანას მოიხმარს.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

შეიძლება იკითხოთ, რა არის აქ საინტერესო და საყვარელი? პასუხი მარტივია - მისის სტონერის კატები. ხუთმა კუდიანმა არსებამ შემთხვევით შეისუნთქა მარიხუანა, რის შედეგადაც ისინი გონიერები გახდნენ და სხვადასხვა უბედურებისგან თავისი პატრონის გადარჩენა დაიწყეს. 

სიუჟეტმა მოხიბლა მილა კუნისი და მისი პარტნიორები საპროდიუსერო კომპანია Orchard Farm Productions-დან. ორიგინალური იდეის განსახორციელებლად, მათ ვარსკვლავი მსახიობებისა და NFT ექსპერტებისგან შემდგარი გუნდი მოიწვიეს, რადგან „მსგავს სახალისო და ინტიმურ ამბავს უნდა ჰქონდეს ღრმა, უშუალო ურთიერთქმედება თავის აუდიტორიასთან“.

Stoner Cats-ს გახმოვანებაზე მუშაობდნენ თავად მილა კუნისი და ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან ჯეინ ფონდა, ეშტონ კატჩერი, კრის როკი და სეთ მაკფარლეინი. უფრო მეტიც, არ ჩაუვლია ვიტალიკ ბუტერინის გარეშეც. მისი გმირი იყო ბრძენი კატა ლორდ კეტსინგტონი.

პროექტის ყველა პერსონაჟი Stoner Cats-ის NFT-ების კოლექციის  საფუძველი გახდა. ციფრული ხელოვნების 10420 ობიექტი არა მხოლოდ  კოლექციონერებისთვის არის ღირებული, არამედ ანიმაციური სერიალის ყურების ბილეთია. 2021 წლის 27 ივლისს, 0,35 ETH-ის  ღირებულების NFT-ები 34 წუთში გაიყიდა, რამაც ქსელში გაზის ფასების მოკლევადიანი ნახტომი გამოიწვია. მაგრამ ეს სულაც არ არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ მომხმარებელთა ინტერესს იმ გუნდის მიმართ, რომელმაც პროექტი შექმნა. 
წყარო: OpenSea

წყარო: OpenSea

Stoner Cats გახდა ერთ-ერთი პირველი შოუ, რომელმაც მონაწილეებთან უშუალო კონტაქტი უზრუნველყო და კულისების მიღმა შეხედვის საშუალება მისცა. ექვსი ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ, მისის სტონერისა და მზრუნველი კატების ისტორია დასრულდა. 2022 წლის ბოლოს პროექტის შემქმნელებმა Twitter-ზე გამოაცხადეს, რომ შექმნილი და ტოკენებით დაცული მთელი კონტენტი ბლოკჩეინზე დარჩება. მისი წაშლა შეუძლებელია და ის მომავალი თაობებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. შესაძლოა, Stoner Cats-მა მონაწილეობა მიიღოს მილა კუნისის კიდევ ერთ NFT პროექტში - ანიმაციურ სერიალში The Gimmicks.

სტატიის მომზადების მომენტში, კოლექცია Stoner Cats-ის NFT-ების მინიმალური ფასი 0.0399 ETH შეადგენდა, ხოლო მისი მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია - 7,866 ETH-ს.