Telept City: შექმენით თქვენი NFT-ები ხელოვნურ ინტელექტთან ერთად

icon NFT
icon FOR
ფოტო - Telept City: შექმენით თქვენი NFT-ები ხელოვნურ ინტელექტთან ერთად
Web3 და ხელოვნური ინტელექტი ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ინოვაციური ტექნოლოგიებია. სწორედ ასე ფიქრობენ უნიკალური პროექტის, Telept City-ის დეველოპერები, რომლებმაც ისინი NFT-ების შესაქმნელად განკუთვნილ, ერთ AIGC პლატფორმაში გააერთიანეს.
Telept City აძლევს ნებისმიერი დონის მომხმარებლებს შესაძლებლობას, გამოსცადონ Web3-სა და ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთქმედება. მის უკან დგას სტარტაპი Telept. ეს არის Stealth Startup ქოლგა ბრენდის მობილური SocialFi აპლიკაცია, რომლის მთავარი მისიაა Web3 პროექტების შექმნისა და ამოქმედების პროცესის გამარტივება.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

რა არის Telept City

Telept City არის AIGC პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია NFT-ების მისაღებად, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებით. ის გათვლილია მხოლოდ პერსონალური კომპიუტერის მომხმარებლებზე და მზად არის, მათთვის უზრუნველყოს "ვიზუალური იდენტიფიკაციის შექმნის პირველი გამოცდილების მაქსიმალური უკუგება". 
Telept City-ის მიზანია, მოახდინოს NFT შექმნის პროცესის დემოკრატიზაცია და მისცეს ადამიანებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მეშვეობით შემოქმედებითი თვითგამოხატვის საშუალება, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს დარგის უფრო დეცენტრალიზებული და სამართლიანი ციფრული მომავლისკენ
, - აღნიშნულია Telept-ის პრესრელიზში.
პროექტს საფუძვლად უდევს ტექსტის შეყვანის ნაწილობრივ კონფიგურირებადი კომპლექსი. ეს ნიშნავს, რომ NFT-ის მისაღებად მომხმარებლებს მხოლოდ გარკვეული სიტყვების ან ფრაზების შეყვანა სჭირდებათ. დანარჩენ ამოცანებს ხელოვნური ინტელექტი ავტომატურად გაუმკლავდება და სხვადასხვა სტილში შექმნილ გამოსახულებებს შექმნის. 

Telept City-ში შესასვლელად Metamask საფულის დაკავშირებაა საჭირო. შემდეგ, მომხმარებლებს ელის საინტერესო ტექსტური თავგადასავალი ვიქტორინის ფორმატში. შემქმნელები იყენებენ გეიმიფიკაციას და სთავაზობენ პასუხის გაცემას კითხვებზე, რომლებიც დაეხმარება პლატფორმას, უკეთ აღიქვას მონაწილე, როგორც პიროვნება. ამის შემდეგ ხელოვნური ინტელექტი ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას და სურათის გენერირებას ახდენს. ის შეიძლება ტრანსფორმირდეს NFT-ად Telept City— X-Native კოლექციიდან.
წყარო: OpenSea

წყარო: OpenSea

X-Native-ის კონცეფცია შემუშავებულია ens.domains-ის ვიზუალური ვერსიის ბენჩმარკინგის გავლენით. ეს კოლექცია გახდება პროექტის სრულფასოვანი ციფრული ბიბლიოთეკა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული NFT-ებით მუდმივად შეივსება.

X-Native-ის საზოგადოების წევრებს შეუძლიათ იქონიონ არა მხოლოდ ისტორიული ციფრული ხელოვნების ნიმუშების მფლობელების სტატუსის იმედი, კონკრეტული ღირებულებით ETH-ში. ასევე, უნიკალური NFT-ები იმოქმედებს მათი მფლობელის სოციალურ სტატუსზე და მას უამრავ ექსკლუზიურ პრივილეგიას მისცემს. ამასთან და ექსკლუზიურ X-Native Mystery boxes-თან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილი  იქნება  X-Native საგზაო რუკაში, რომლის გამოქვეყნება 23 მარტს იგეგმება.

მომხმარებლებს, რომლებმაც NFT 25 თებერვლიდან 31 მარტამდე პერიოდში შექმნეს, შეუძლიათ შეუერთდნენ კრიპტოვალუტის გათამაშებას. 1 Bitcoin-ამდე ღირებულების პრიზის მისაღებად, თქვენ უნდა მოახდინოთ გამოსახულების გენერირება, გადააქციოთ ის NFT-ად და გააზიაროთ Twitter-ზე. მონაწილეებს, რომლებსაც არ სურთ NFT-ების მოჭრა, მხოლოდ გენერირებული ავატარის გაზიარება შეეძლებათ. მათ 1 მილიონი Shiba-ს ოდენობის საპრიზო ფონდი ელოდება.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter