კრიპტოექიმი მიხა კლაინი და მისი ჯადოსნური NFT-ები Bitcoin Pills

ფოტო - კრიპტოექიმი მიხა კლაინი და მისი ჯადოსნური NFT-ები Bitcoin Pills
ვირტუალური მედიცინა ავადმყოფი საზოგადოებისთვის. ასე პოზიციონირებს კრიპტოაბებს საკულტო ნიდერლანდელი მხატვარი მიხა კლაინი. როგორც ჩანს, მას სჯერა, რომ საუკეთესო წამალი არა სიცილი, არამედ გართობაა.
მიხა კლეინი (59) არის პანკი, როკერი და სკეიტბორდისტი, მოდის მიმდევარი და ტიტულოსანი ციფრული მხატვარი. 1989 წელს ის  გახდა ერთ-ერთი პირველი ევროპელი სტუდენტი, რომელმაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ გრაფიკაში.

დღეს მიხა, სხვადასხვა ციფრული ტექნოლოგიისა და სტილის მეშვეობით, ხელოვნების მონუმენტურ ნიმუშებს ქმნის. კლაინის ფოტონამუშევრების გამოფენების ნახვა შესაძლებელია გალერეებსა და მუზეუმებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მიხა კლაინის ნამუშევრების გამოფენა

წყარო: michaklein.com

წყარო: michaklein.com

მიხას ტილოების ზოგიერთი გამოსახულება გაჩნდა 80-იანი წლების მიწურულისა და 90-იანი წლების დასაწყისის ცნობილ "სასაწყობე" წვეულებებზე. საქმე ისაა, რომ სწორედ კლაინი იყო ევროპის ერთ-ერთი პირველი ვიჯეი. ვიჯეინგმა (მუსიკისა და კომპიუტერული გრაფიკის სინქრონიზაცია რეალურ დროში) ჩვენთვის ნაცნობი ფორმა სწორედ კლაინის პერფორმანსების წყალობით მიიღო. თავისი მრავალსაათიანი VJ-სეტებით, ვიჯეი ფურორს ახდენდა კონცერტებსა და საცეკვაო მოედნებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით - იბიციდან მაიამიმდე.

კლაინთან ერთად, პუბლიკის განწყობაზე ზრუნავდა Pillman - ანიმაციური ადამიანი-აბი. ეს კაფსულა მხიარულად ცეკვავდა პროჟექტორების სხივების ქვეშ და ანათებდა სცენას თავისი ფართო ღიმილითა და გაფართოებული გუგებით. Pillman იმდენად პოპულარული გახდა, რომ ემინემმა აშშ-სა და ევროპაში "სიბრაზის კონტროლის ტურის" დროს ის ფონური პროექციის სახით გამოიყენა. მოკლედ, Pillman-მა სახელი გაითქვა.

ამერიკელი რეპერის, ემინემის "სიბრაზის კონტროლის ტურის" ვიდეოდიზაინი

წყარო: მიხა კლაინის ვიდეოარხი Vimeo-ზე

წყარო: მიხა კლაინის ვიდეოარხი Vimeo-ზე

2023 წლის აპრილში, მიხა კლაინმა Ordinals-ზე Bitcoin Pills-ის ანიმაციური NFT-ების ლიმიტირებული კოლექცია მოჭრა. მხატვარი ხაზს უსვამს, რომ ამ NFT პროექტზე, ფაქტობრივად, 30 წელი მუშაობდა.

საუკუნეების მიჯნაზე კლაინი პოპულარიზაციას უწევდა  კომპიუტერული ანიმაციის ნოვატორულ ტექნოლოგიას. Rare Pepes-ამდე, Cryptopunks-სა და CryptoKitties-მდე დიდი ხნით ადრე, მოცეკვავე Pillman გახდა მიმი, სიმბოლო და კულტურული კოდის ნაწილი რეივ-კულტურის, ჰიპ-ჰოპისა და "მჟავის" თაობისთვის. NFT-ის ხელოვნებაზე გადასვლა, გარკვეული გაგებით, არის დაბრუნება მხატვრის შემოქმედებითი გზის საწყისებთან. სამოცი წლის ზღურბლზე, მიხა აგრძელებს ინოვაციების დანერგვას, ამჯერად ბლოკჩეინის სფეროში.

მიხა კლაინის ბიტკოინ აბები

წყარო: მხატვრის Instagram

წყარო: მხატვრის Instagram

ახალი კოლექცია Bitcoin Pills შედგება 2222 NFT-ისგან. ფერადი და მულტიგენდერული NFT-ები გენერირდება ალგორითმულად, 51 კატეგორიისა და 372 მახასიათებლის გამოყენებით. შედეგად, ზოგიერთი ტოკენი უფრო უჩვეულო და იშვიათია, ვიდრე სხვა საკოლექციო გამოსახულებები.

კოლექციას Bitcoin Pills წინ უძღოდა კლაინის კოლექცია Crypto Pills, რომელიც Ethereum-ის ბლოკჩეინზე იყო დაფუძნებული. 2021 წელს ის ზუსტად 11 წუთში გაიყიდა. Bitcoin Pills-ის მოჭრისას, წინა კოლექციის NFT-ების მფლობელებს ექნებათ მთელი რიგი უპირატესობები - 1-4 ახალი NFT-ის უფასო მინთით დაწყებული,  შესყიდვის ფასდაკლებით დამთავრებული. ერთი Bitcoin Pills-ის რეგულარული ფასია 0.01 BTC. ძველი კლიენტები NFT-ებს 0.007 BTC-ად იღებენ.