Spotify უცხადებს ომს AI-ს

ფოტო - Spotify უცხადებს ომს AI-ს
Spotify-ზე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მუსიკას ვერ ნახავთ. პლატფორმის მიზანი დარგზე კონტროლის გამკაცრებაა.
AI უსიამოვნო სიტუაციაში კვლავ აღმოჩნდა.

მთელი რიგი კრიტიკული გამონათქვამების შემდეგ ისეთი გავლენიანი პირების მხრიდან, როგორიცაა ილონ მასკი, ასევე სკანდალების შემდეგ, დროა, დარტყმა თავის თავზე მუსიკალურმა ინდუსტრიამ აიღოს.

Financial Times-ის ცნობით, მუსიკალურმა სერვისმა Spotify, ე.წ."ყალბი სტრიმებისგან გაწმენდის" დროს, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ათასობით სიმღერა წაშალა. ყველა ეს კომპოზიცია AI სტარტაპს Boomy ეკუთვნის. 

გამოცემა იტყობინება, რომ მუსიკალური ინდუსტრიის გიგანტი Universal Music Group (UMG) დაუკავშირდა Spotify-ს და აუწყა, რომ Boomy ტრეკებთან დაკავშირებით საეჭვო სტრიმინგული აქტივობა შეინიშნება. 

შედეგად, Spotify-მა ისინი წაშალა და თაღლითობისა და არეულობის შესახებ საჩივრების გამო, პლატფორმაზე კონტროლი გაამკაცრა. არ უშველა Boomy-ს განცხადებებმაც, რომ ისინი მანიპულირებასა და ყალბ მუსიკალურ AI სტრიმებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. 

"გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ბოლოდროინდელი ფეთქებადი განვითარება, თუ ის არ შეჩერდა, გაზრდის არასასურველი კონტენტის ნაკადს პლატფორმებზე და საფრთხეს შეუქმნის საავტორო უფლებების შესახებ არსებულ კანონს“, - განაცხადეს UMG-ში.

Spotify-მ უპასუხა: "ხელოვნური სტრიმინგი დარგის დიდი ხნის განმავლობაში არსებული პრობლემაა, რომლის აღმოფხვრასაც Spotify თავის პლატფორმაზე აპირებს“.

გასულ თვეში, UMG-მ AI მუსიკას ომი გამოუცხადა, როდესაც მოუწოდა რამდენიმე სერვისს, დაებლოკათ AI სერვისების წვდომა კატალოგებზე, მანქანური სწავლების პრევენციის მიზნით.

მიუხედავად ამისა, არსებობს მრავალი ონლაინ სერვისი ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტით, სადაც შესაძლებელია AI მუსიკის, მაგალითად, Soundraw-ის, Soundful-ისა და ა.შ. მყისიერად შექმნა. 

მანამდე Gagarin News წერდა AI მონეტების ზრდის შესახებ.