FIX-ის პროტოკოლში ციფრული აქტივებისთვის დამატებულია სტანდარტი ISO

ფოტო - FIX-ის პროტოკოლში ციფრული აქტივებისთვის დამატებულია სტანდარტი ISO
ISO Digital Token Identifier (DTI) სტანდარტს ახლა მხარს უჭერს Financial Information eXchange (FIX) პროტოკოლი. ISO, რომელიც არ უნდა აგვერიოს ICO-სთან (მონეტების პირველადი შეთავაზება), არის სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია.
FIX ანდა ფინანსური ინფორმაციის გაცვლის პროტოკოლი არის  ტრადიციულ ბაზრებზე ძირითადი ინსტრუმენტი მონაცემთა გადაცემისა და ელექტრონული ვაჭრობის გასაადვილებლად. მას იყენებენ ბანკები, ჰეჯ-ფონდები, ბირჟები, ბროკერები და მარეგულირებლები. ეს არის უნივერსალური ენა, რომლითაც ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში კომპიუტერები „ურთიერთობენ“. პროტოკოლის დახმარებით სხვადასხვა სავაჭრო სისტემის მხარეებს შეუძლიათ ინფორმაციის გაცვლა შეზღუდვების გარეშე.

FIX ტექნიკურმა საბჭომ დაამატა ციფრული აქტივების იდენტიფიკაციის სტანდარტი პროტოკოლის განახლების ბოლო ვერსიაში, რათა გაუადვილოს ტრადიციული ფინანსების მიმდევრებს კრიპტოვალუტებითა და ტოკენებით ვაჭრობა.

ამ დროიდან მოყოლებული TradFi სექტორის მონაწილეები კრიპტოვალუტებთან და მასთან დაკავშირებულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან ტრანზაქციების განახორციელებას უფრო გამჭვირვალედ და ეფექტიანად შეძლებენ. მაგალითად, მარეგულირებლები გამოიყენებენ DTI-ს ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების საწინააღმდეგო პოლიტიკასთან შესაბამისობის მონიტორინგისთვის. ისინი ასევე რისკების მონიტორინგსა და მართვას შეძლებენ.

ფასიანი ქაღალდებისა და სხვა დამკვიდრებული „კვაზი ფულისთვის“ დიდი ხანია სხვადასხვა იდენტიფიკატორი გამოიყენება, რომლებიც მოყვანილია ერთიან ნორმატიულ ბაზაში. სტანდარტიზაცია აუცილებელია ძებნის, ნავიგაციისა და ვაჭრობის გამარტივებისთვის. აქედან გამომდინარე, Digital Token Identifier  ციფრული აქტივების ტრადიციული ფინანსების სფეროზე მორგებისთვის არის შექმნილი.

„სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ როგორ მიმდინარეობს DTI-ის TradFi-ში დანერგვის პროცესი. ბევრი ფინანსური ინსტიტუტი უკვე იყენებს ციფრული აქტივების ID სტანდარტს შიდა პროცესებისთვის და ახლა მათ შეეძლებათ განახორციელონ კრიპტოვალუტის საერთაშორისო ტრანზაქციები FIX-ის გამოყენებით,”- განაცხადა Etrading Software-ის გენერალურმა  დირექტორმა სასან დანეშმა.

„FIX პროტოკოლის მიერ DTI სტანდარტის მიღება გარდაუვალი გადაწყვეტილებაა. Digital Token Identifier ტრადიციული ფინანსების შესაძლებლობებს აფართოებს. ახლა ბაზარი შეძლებს უფრო თავისუფლად იმუშაოს ინოვაციურ აქტივებთან. DTI-ის მთავარი უპირატესობებია ტრანზაქციის აუდიტის გამარტივება, გამჭვირვალობისა და პროდუქტიულობის გაზრდა“, - კომენტარს აკეთებს მოვლენასთან დაკავშირებით  FIX Trading Community-ის გენერალური  დირექტორი ჯიმ ქეი.

2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, 1,300-ზე მეტი DTI გამოიცა, მაგ.,  კერძო საბუღალტრო წიგნებისა და ტოკენიზებული აქტივებისთვის. ბოლო დროს ციფრული ტოკენის იდენტიფიკატორი ტრადიციულ ბაზარზე ხშირად გამოიყენება, რადგანაც ის საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ კონკრეტული ციფრული აქტივი, ასევე მის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას იძლევა.