მარტის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიპტომოვლენები!

ფოტო - მარტის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიპტომოვლენები!
კრიპტოკალენდარი Gagarin News-ისგან

? მსოფლიოს კოსმოსური მოვლენები შემდეგი თვისთვის!

01.03:

  • პროექტ Hooked Protocol-ის ტოკენების ანლოქი
    • ($10,99 მილიონის ღირებულების, 4,17 მილიონი ტოკენი მთლიანი ემისიის 0,83%).

02.03:

  •    Blockchain Economy Dubai Summit
    •  2-დან 5 ოქტომბრამდე გაიმართება მე-8 Blockchain Economy Summit დუბაიში. ეს ორდღიანი ღონისძიება უმასპინძლებს 3000-ზე მეტ სტუმარს 70 ქვეყნიდან. წინა კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ მაიკლ სეილორი (MicroStrategy), სანდიპ ნეილვალი (Polygon Technology), ალექსანდრე ლემარჩანდი (Ledger), ალექსანდრე ბორნიაკოვი (უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მოადგილე) და სხვები.
  • Advancing Bitcoin Developer Conference
    • კონფერენცია Advancing Bitcoin Conference ღონისძიებაა ბლოკჩეინის გამოცდილი დეველოპერებისთვის, რომლის მიზანია ცოდნის გაზიარება 25 წუთიანი მოხსენებებისა და პანელური დისკუსიების დროს. ვორქშოპები, ნეტვორკინგი, ტრენინგები - ყველაფერი, რაც გვიყვარს.

04.03:

  • VeChain's “The HiVe” Summit
    • უფასო ერთდღიანი ღონისძიება, რომელიც 4 მარტს ლას-ვეგასში Red Rock Resort-ში VeChain პროექტის მხარდაჭერით გაიმართება. The Hive არის პლატფორმა Web3-თან დაკავშირებული იდეების განხილვისა და სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. საინტერესოა, რომ ამ თვეში ღონისძიებას დაესწრება ორი ნობელის პრემიის ლაურეატი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბლოკჩეინის განვითარებაში.
  • Near Protocol-ის ტოკენების ანლოქი
    • ($24,25 მილიონის ღირებულების, 9,86 მილიონი ტოკენი, მთლიანი ემისიის 0,99%).

09.03:

  • STEPN პროექტის ტოკენების ანლოქი
    • ($36,5 მილიონის ღირებულების 87,92 მილიონი ტოკენი, მთლიანი ემისიის 1,47%).

10.03:

  • აშშ-ში უმუშევრობის დონე
    • მაღალი პროცენტი მოწმობს შრომის ბაზრის სისუსტეზე. დაბალი პროცენტი დადებითი მაჩვენებელია აშშ-ს შრომის ბაზრისთვის და უნდა იქნას აღქმული, როგორც პოზიტიური/ხარული ფაქტორი USD-სთვის.

12.03:

  • პროექტ Apto-ს ტოკენების ანლოქი
    • ($22,16 მილიონის ღირებულების, 3,31 მილიონი ტოკენი, მთლიანი ემისიის 0,45%).
  • 24 block rollback.  2013 წელს ამ დღეს თითქმის მოხდა ბიტკოინის დაუგეგმავი ფორკი.
    • ბიტკოინის საკლიენტო პროგრამული უზრუნველყოფის 0.7 და 0.8 ვერსიებმა მოულოდნელად დაიწყეს ერთმანეთისგან განსხვავება შეცდომის გამო, რამაც გამოიწვია ძირითადი ქსელის დროებითი ფორკი. დეველოპერების, საზოგადოებისა და მაინერების სწრაფმა პასუხმა საშუალება მისცა ქსელს დაბრუნებულიყო 24 ბლოკით უკან, რითაც თავიდან იქნა აცილებული ქსელის შემდგომი განტოტება.

13.03:

  • პროექტ WhiteBIT-ის ტოკენების ანლოქი
    • ($42,16 მილიონის ღირებულების, 10,8 მილიონი ტოკენი, მთლიანი ემისიის 2,7%).

14.03:

  • Filecoin Virtual Machine's EVM (FEVM)-ის რელიზი
    • ეს იქნება ქსელ Filecoin-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი განახლება . პირველად, დეველოპერებს შეეძლებათ განათავსონ მომხმარებლის მიერ განსაზღვრული სმარტ კონტრაქტები ძირითადი Filecoin ქსელის თავზე. განახლებას ელოდნენ  უკვე თებერვალში, მაგრამ ოფიციალურმა გამოშვების თარიღმა 14 მარტამდე გადაიწია.
  • აშშ სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI)
    • სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) ასახავს საქონლისა და მომსახურების ფასების ცვლილებას. ეს არის აშშ-ში შესყიდვების და ინფლაციის ტენდენციების ცვლილებების გაზომვის საკვანძო ხერხი. მოსალოდნელზე მაღელი მაჩვენებლები მიიჩნევა დადებით/ხარულ ტენდენციად, ხოლო მოსალოდნელზე დაბალი მაჩვენებლები - უარყოფით/დათვურ ტენდენციად.

15.03:

  • ქსელ Optimism-ში Bedrock-ის განახლება
    • განახლება Bedrock დაეხმარება Optimism-ს შეამციროს საკომისიოები, გაზარდოს ტრანზაქციის სიჩქარე და შექმნას საფუძველი მომავალი გაუმჯობესებისთვის, როგორიცაა დეცენტრალიზებული თანმიმდევრობა (decentralized sequencing),  რაც Arbitrum-თან კონკურენციაში დაეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროტოკოლის უსაფრთხოების გაძლიერებას.

16.03:

  • Blockchain Africa Conference
    • კონფერენცია ,   რომელსაც მასპინძლობს Bitcoin Events დაბრუნდება თავის მე-9 ღონისძიებაზე 16 მარტს იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკაში. წელს ელიან 1000 სტუმარს, მათი ყურადღება გამახვილდება ბლოკჩეინის გამოყენებაზე საჯარო და კერძო სექტორში გლობალური ბიზნეს-ლიდერების, ორგანიზაციებისა და ინოვატორების მიერ, და უკან ჩამოიტოვებს აჟიოტაჟსა და სპეკულაციას.

17.03:

  • პროექტ ApeCoin-ის ტოკენების ანლოქი
    • ($221,97 მილიონის ღირებულების, 40,58 მილიონი ტოკენი, მთლიანი ემისიის 4,06%).

18.03:

  •  Blockchain International Scientific Conference ISC 2023
    • კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის მკვლევარები, ინდუსტრიის ექსპერტები, ინოვატორები და აზრის ლიდერები მთელი მსოფლიოდან წარადგენენ თავიანთ პროექტებს და თემატურ კვლევებს მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც მანჩესტერში 18 მარტს გაიმართება.

19.03:

  • Crypto Expo Europe 2023
    • Crypto Expo Europe ბუქარესტში არის უდიდესი B2B- და B2C-კრიპტო ღონისძიება, ორიენტირებული ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კრიპტობაზარზე, რომელიც აერთიანებს დეველოპერებს და საუკეთესო Web3 ექსპერტებს, რათა ხელი შეეწყოს ბლოკჩეინისა და ფინტექს სტარტაპების ბუმს.

20.03:

  • Paris Blockchain Week Summit 2023
    • პარიზული სამიტი Blockchain Week ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოვლენად ბლოკჩეინის ინდუსტრიის სამყაროში. მომხსენებლები იქნებიან ჯოზეფ ლუბინი (Ethereum), სილვიო მიკალი (Algorand), დენელ დიქსონი (Stellar), პაოლო არდოინო (Tether) და მრავალი სხვა.
  • Outer Edge (NFT LA Сonference)
    • ღონისძიება განკუთვნილია NFT ხელოვნების კოლექციონერებისთვის, ინვესტორებისთვის, არაჩანაცვლებადი ტოკენების შემქმნელებისთვის და ყველასთვის, ვისაც სურს შეუერთდეს Web3-ის ახალ სამყაროს. კონფერენციაზე პრეზენტაციას 250 ექსპერტი, ლიდერი და პროექტების დამფუძნებელი გააკეთებს.

22.03:

  • FRS-ის გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთზე
    • FRS იკრიბება წელიწადში რვაჯერ, რათა განიხილოს მონეტარული პოლიტიკის ცვლილებები, ეკონომიკური და ფინანსური პირობების გადახედვა, ფასების სტაბილურობისა და დასაქმების ზრდის შეფასება აშშ-ში. შეხვედრის რიტორიკამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სარისკო აქტივებზე და დოლარის სიძლიერეზე.

27.03:

  • ქსელ Helium-ის გადასვლა Solana-ს ბლოკჩეინზე
    • დაგეგმვისა და ტექნიკური განვითარების თვეების შემდეგ, Helium Foundation-მა სიამაყით გამოაცხადა 2023 წლის 27 მარტი, როგორც Solana-ს ბლოკჩეინზე გადასვლის თარიღი. გადასვლის მთავარი მიზანია Helium-ის  ქსელის მასშტაბირება და დაჩქარება, ირწმუნებიან დეველოპერები. დეტალები Helium-ის ოფიციალურში ბლოგში .
  • ·სიყვარულით Ethereum-სთვის: Polygon zkEVM Mainnet -ის ბეტა-ვერსიის ანონსი
    • Polygon zkEVM Mainnet ბეტა უზარმაზარი ნაბიჯია როგორც Polygon-ისთვის, ასევე Ethereum-სთვის. Polygon-ი ემზადება გამოუშვას თავისი დიდი ხნის ნანატრი roll-up ტექნოლოგია Ethereum-ის ქსელის მასშტაბირებისთვის. დეტალები Polygon-ის ოფიციალურ ბლოგში.

28.03:

  • The Billion Dollar Day
    • 2013 წლის ამ დღეს ბიტკოინის მთელი ქსელის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

29.03:

  • WOW Summit (AsiaWorld-Expo)
    • WOW Summit არის პირველი ფართომასშტაბიანი Web3-ღონისძიება ჰონგ კონგში საზღვრების აღდგენისა და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ. ძირითადი თემები მოიცავს მეტავერსს, Web3 ინფრასტრუქტურას, NFT-ებს, ბლოკჩეინის მიღებას, კიბერუსაფრთხოებას და ციფრულ იდენტიფიკატორებს.
  • Crypto Assets Conference 2023
    • ინდუსტრიის ექსპერტების, ბიზნეს-ლიდერების და მეწარმეების გაერთიანების მიზნით, Crypto Assets Conference გაიმართება ფრანკფურტში 29-30 მარტს. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან DLT-ის (Distributed Ledger Technology), ბლოკჩეინისა და კრიპტო აქტივების უახლეს ტენდენციებს.