რატომ იქნება აზია შემდეგი ბულრანის დრაივერი

icon TRX
ფოტო - რატომ იქნება აზია შემდეგი ბულრანის დრაივერი
როგორც ჩანს, აშშ და ევროკავშირის ქვეყნები კრიპტოვალუტის ბაზარზე ლიდერობას კარგავენ. მარეგულირებლების ხისტი ქმედებების გამო, კრიპტოინვესტორები აზიის რეგიონისკენ იხრებიან.
აშშ არა მხოლოდ მომავალი გლობალური ფინანსური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის, არამედ ზოგადად მის ნაწილად ყოფნის შესაძლებლობას ხელიდან უშვებს. ამის შესახებ თებერვლის ბოლოს Facebook-ის დამფუძნებელმა და კრიპტობირჟა Gemini-ის თანადამფუძნებელმა, კემერონ უინლკვოსმა განაცხადა.
ჩემი სამუშაო თეზისი არის ის, რომ შემდეგი ხარების გარბენი აღმოსავლეთში დაიწყება. ეს იქნება დამამცირებელი შეხსენება, რომ კრიპტოვალუტა არის აქტივების გლობალური კლასი და რომ დასავლეთს, უფრო სწორად აშშ-ს, ყოველთვის ჰქონდა მხოლოდ ორი ვარიანტი: მიეღო ის, ან უკან დარჩენილიყო
, – წერს უინლკვოსი Twitter-ზე.
თავიდან ეს ხისტი სიტყვები აღიქმებოდა, როგორც უბრალოდ ბიზნესმენის რეაქცია კრიპტოვალუტის დახრჩობის პოლიტიკაზე, რომელსაც თანმიმდევრულად ახორციელებს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელი კომისია (SEC). თუმცა, სულ რამდენიმე საათის შემდეგ, ინდუსტრიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰონგ-კონგი კრიპტოვალუტის ლეგალიზაციისთვის ემზადება.

რა პირობებში გახდება ჰონგ-კონგი გლობალური კრიპტოჰაბი

უკვე 1 ივნისს, ჰონგ-კონგი საცალო ინვესტორებს კრიპტოვალუტებით ვაჭრობის უფლებას მისცემს. საუბარია მონეტებზე, რომლებიც საბაზრო კაპიტალიზაციის გლობალურ რეიტინგში ლიდერობენ. მათი ზუსტი სია ჯერ არ ხმაურდება. 

კრიპტობირჟების ლიცენზირება სავალდებულო გახდება. ერთ-ერთი პირველი, ვინც ლიცენზიის მისაღებად განაცხადი წარადგინა, არის კრიპტოპლატფორმა Huobi, რომელსაც Tron-ის ბლოკჩეინის დამფუძნებელი ჯასტინ სანი ხელმძღვანელობს. ის დარწმუნებულია, რომ შემდეგ ხარულ ციკლს უზრუნველყოფს ჩინეთი, ამიტომაც გადადის ჰონგ-კონგში, რათა უფრო ახლოს იყოს მოვლენების ეპიცენტრთან.
ამიტომაც გადავდივარ ჰონგ-კონგში. კრიპტოვალუტების ჩინური ბაზარი იზრდება! ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ჩინეთი კრიპტოვალუტების მომდევნო ხარულ ბაზარზე დომინანტი იქნება, TRON და HuobiGlobal კი უხელმძღვანელებენ ჰონგ-კონგის განვითარებას
, – წერს ჯასტინ სანი.

კრიპტოს ლეგალიზაცია ჰონგ-კონგში: ჩინეთის პოზიცია

ამასთან, პეკინი, რომელმაც კრიპტოთი ვაჭრობა 2021 წელს აკრძალა, ფარულად უჭერს მხარს ჰონგ-კონგის ინიციატივებს. ამის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ კრიპტოკომპანიები, რომლებმაც ჩინეთი მანამდე დატოვეს. ახლა ასეთი მოთამაშეები რეგიონში დასაბრუნებლად ემზადებიან.

ჰონგ-კონგში ლიცენზიის მოპოვების გეგმები უკვე დააანონსეს პლატფორმებმა Bitget, Gate.io და OKX. ამ იურისდიქციაში მუშაობის მსურველთა სია თითქმის ყოველდღიურად ახლდება.

თუმცა, ჯერ არ არსებობს სიგნალები იმისა, რომ ჩინეთი მზად არის, გააუქმოს კრიპტოვალუტის აკრძალვა ქვეყნის კონტინენტურ ნაწილში. აქ ჩვენ ვხედავთ ჩინეთის პოლიტიკის, „ერთი ქვეყანა - ორი სისტემის“ რეალიზაციას. ჰონგ-კონგს მიეცა თავისი კრიპტოჰაბის განვითარების უფლება. ამასთან, პეკინი განზე დგას  და აკვირდება, აბა რა გამოვა.

აზიის კრიპტოამბიციები

აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგი არ არის ერთადერთი ქალაქი აზიაში, რომელიც მზად არის, ფსონი კრიპტოსექტორის პოპულარიზაციაზე დადოს. არაბთა გაერთიანებული საამიროები აპირებს, გახდეს ტექნოლოგიების ლეგალური გამოყენების გლობალური ცენტრი.  ისევე, როგორც მისი მეზობლები, დუბაი და ბაჰრეინი, აბუ დაბიც  თავდაუზოგავად მუშაობს კრიპტოვალუტების ლეგალიზაციის ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზაზე. მის შექმნაში აქტიურად არიან ჩართულნი ინდუსტრიის წარმომადგენლებიც.

დღეს ჩვენ ასევე ვხედავთ გაჭიანურებული კრიზისისგან რეგიონის კრიპტობაზრის აღდგენის ნიშნებს. მაგალითად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კრიპტობირჟა Zipmex გასულ წელს საკრედიტო კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. თებერვლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ Zipmex საინვესტიციო გარიგების დასრულების შემდეგ, მომხმარებელთა მიერ სახსრების მოხსნის განახლებისთვის ემზადებოდა.

კრიპტობირჟამ DBS კი, რომელიც სამი წლის წინ სინგაპურის უმსხვილესმა ბანკმა აამოქმედა, სულაც განაცხადა, რომ 2022 კრიპტოვალუტით მისი ვაჭრობის მოცულობა 2-ჯერ გაიზარდა. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ აშშ კარგავს შანსს, გახდეს ინდუსტრიული რევოლუციის მეოთხე ძრავა. ინიციატივას ხელში აქტიურად იგდებენ აზიის ქვეყნები.