NFT-კოლექციონერების ყველაზე პოპულარული ანგარიშები

ფოტო - NFT-კოლექციონერების ყველაზე პოპულარული ანგარიშები
NFT-ების ყველა მყიდველის დაყოფა, პირობითად, სამ ჯგუფად შეიძლება: დამწყები, ტრეიდერები და კოლექციონერები. პირველები საავტორო ტოკენების სამყაროში შესვლის პროცესში არიან. მათი შესყიდვები ემოციური ხასიათისაა და ხშირად ფინანსურ ზარალს იწვევენ.
მყიდველ-ტრეიდერები მიზანმიმართულად ეძებენ ტოკენებს, რომელთა გადაყიდვა, შემოსავლის მომტანი იქნება. ზოგჯერ ისინი შესყიდვებს FOMO-ს გავლენით ახდენენ და ფულის გამომუშავებას ცნობადი, მაგრამ ცარიელი პროექტით ცდილობენ. მათ გამოცდილებაზე ორიენტაცია არ ღირს. 

ჩვენ გთავაზობთ დააკვირდეთ პროფესიონალ კოლექციონერებს. საბედნიეროდ, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ახალბედებს რარიტეტული NFT-ების სწორად არჩევის საიდუმლოებებს აქტიურად უზიარებენ. ამ ადამიანების შემოსავალი კი ადასტურებს, რომ მათ უნიკალური არტ-ობიექტების ბაზრის ნამდვილად გაეგებათ. 

კოლექციონერების Twitter-ანგარიშების მცირე ანალიზი ჩავატარეთ და ავარჩიეთ საუკეთესო ვარიანტები, რომელთა გამოწერაც შეგიძლიათ.

შეფასებისთვის რამდენიმე პარამეტრის მონიტორინგი მოხდა:

1. კოლექციონერის მიმართ ინტერესი გავლენიანი ადამიანების მხრიდან (საფონდო ბირჟებისა და VR მუზეუმების ხელმძღვანელობა, კურატორები, მხატვრები, დიზაინერები, კრიპტოლეგენდები).

2. გამოქვეყნებული კონტენტის ხარისხი.

3. მკითხველთა რაოდენობის ზრდის ტემპი. რაოდენობა არც ისე მნიშვნელოვანია, რადგან ყველამ იცის, რომ გამომწერთა რიცხვის ხელოვნურად გაბერვა შესაძლებელია. 

4. ნახვებისა და კომენტარების რაოდენობა. განხილვებში ჩართული გამომწერები "ცოცხალი" ანგარიშის კარგი ნიშანია. 

ჩვენ შევარჩიეთ ტოპ-5 არხი, რომელიც უნდა გამოიწეროთ, რათა თაღლითობისგან თავისუფალი, სანდო ინფორმაცია მიიღოთ. შესაძლებელია, სადღაც რაღაც კოლექციის ფარულ რეკლამას გადააწყდეთ. ამ შემთხვევაში 100%-იან გარანტიას ვერ მოგცემთ.

CozomoMedici

წყარო: Twitter

წყარო: Twitter

CozomoMedici CozomoMedici ანონიმური კოლექციონერი, ინვესტორი და ფილოსოფოსია. ის NFT-საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გამორჩეული ფიგურა გახდა. ანგარიში 2021 წლის აგვისტოში გაააქტიურა და დიდი რაოდენობით გამომწერი მიიზიდა (ახლა უკვე 272 000). ფსევდონიმის გამოყენებით, ის აქტიურად აქვეყნებდა საიდუმლოებით მოცულ ტვიტებს, აზიარებდა სელფებს ცნობილ ადამიანებთან და თავს ლეგენდარულ რეპერ სნუპ დოგად ასაღებდა, რითაც NFT საზოგადოებას ტროლინგს ახდენდა. ცხადია, კოზომოს ამერიკული მუსიკალური ინდუსტრიის ბევრ ცნობილ ადამიანთან აქვს კავშირი, ამიტომ NFT ფორმატის მუსიკალურ ტრეკებს დიდი სიამოვნებით ყიდულობს. გარდა ამისა, მან ისეთი ადამიანის რეპუტაცია შეიქმნა, რომელიც კრიპტობაზარს მხარს უჭერს, ცნობილი შემქმნელების ტოკენებს აგროვებს და Medici Group-ის მეშვეობით ინვესტორების ფართო ქსელი შექმნა. Twitter-ის გარდა, ის ბევრ ანალიტიკურ და ფილოსოფიურ სტატიას თავის ვებგვერდზე აქვეყნებს.

Batsoupyum

წყარო: Twitter

წყარო: Twitter

Batsoupyum-ს Kozomo-სავით ბევრი გამომწერი არ ჰყავს, მაგრამ უფრო ინფორმაციულ კონტენტს უშვებს, ახალი კოლექციის ხარისხიან მიმოხილვას აკეთებს და ახალბედებს გონივრულ რჩევებს აძლევს. 

გარდა ამისა, ის პლატფორმა SuperRare-ის ერთ-ერთი უმსხვილესი კოლექციონერია. მართალია, რომ მას ათასობით NFT  კოლექციაში არა აქვს, როგორც უმეტეს საჯარო ინფლუენსერს, თუმცა აქვს მცირე კოლექცია, სადაც ეგზემპლარის საშუალო ფასი $25 000 შეადგენს. ის ნამდვილად რარიტეტულ, გაციფრულ ფოტოებს, ცნობილი მხატვრების ნახატებსა და ხარისხიან ციფრულ არტ-პანკს აგროვებს.

Batsoupyum-ის ფორმალობა და პროფესიონალიზმი ჩანს პოსტებსა და პოდკასტებში, რომლებიც საზოგადოებისთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან ობიექტურ ინფორმაციას შეიცავს და აქ ჰაიპის ნატამალიც კი არ არის. 

თუ გაინტერესებთ სერიოზული ანალიზი და არა მაიმუნებზე ფულის სწრაფი შოვნა, თამამად გამოიწერეთ ეს ანგარიში.

Collin Dyer

წყარო: Twitter

წყარო: Twitter

Collin Dyer თანამედროვე კრიპტოარტის მთავარი კოლექციონერი პლატფორმა SuperRare-ზე და NFT პროექტებისთვის DAO-ს დამფუძნებელი. პერსპექტიული მხატვრების ციფრული ნამუშევრების შესყიდვა ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო, როდესაც არაჩანაცვლებადი ტოკენების შესახებ ცოტა ადამიანმა იცოდა და მათ გადაყიდვაზე კარგი ფული გამოიმუშავა. 

ეს ერთ ეგზემპლარში არსებული 8 NFT იყო. ისინი საკულტო მხატვრებმა MattiaC, MightyMoose, LuchoP, Yeli და RafaelM შექმნეს.

კოლინი ხედავს მზარდ მოთხოვნას NFT-ებზე, რომლებიც გამოიცა მანამდე, სანამ მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ამ ტექნოლოგიის შესახებ გაიგებდა. ეს ჰგავს ხელოვნების ნიმუშის ყიდვას იქამდე, სანამ მხატვარი ცნობილი გახდება. ვინაიდან NFT-ის შესახებ 2021 წლამდე ცოტამ თუ იცოდა, შემოქმედთა მცირე რაოდენობა, რომლებიც იმ დროს გამოჩნდნენ, ახლა თავიანთი პირველი ნამუშევრებისთვის დიდ შეთავაზებებს იღებს. 

Collin Dyer სახვითი ხელოვნების პროფესიონალი კურატორია. ამიტომ, სასურველია, მის რჩევებს ყური უგდოთ, თუ გრძელვადიანი შენახვისთვის მართლაც უნიკალური ნამუშევრების კოლექციის შეგროვება გსურთ. კოლინის სტატიების წაკითხვა შესაძლებელია მის ბლოგში Medium-ზე.

Keyboard Monkey

წყარო: Twitter

წყარო: Twitter

Keyboard Monkey (ასევე ცნობილი, როგორც KBM) NFT-ების სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტრეიდერია. მას აქციებითა და კრიპტოვალუტებით ვაჭრობის ათწლიანი გამოცდილება აქვს. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც არაჩანაცვლებადი ტოკენების ტრენდი შეკაზმა და ვაჭრობის პროცესი მეცნიერებად აქცია, რითაც პლატფორმა OpenSea-ზე უზარმაზარ წარმატებას მიაღწია.

KBM იძლევა მუშა რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორ ვითამაშოთ NFT-ბაზარზე და იშვიათ ნამუშევრებზე მაღალი დონის მონადირედ ითვლება. გარდა ამისა, ის  პერსპექტიულ შემოქმედებს რეგულარულად უჭერს მხარს და შემოსავლის ნაწილს დებს იმ კოლექციების პოპულარიზაციაში, რომლებიც პირადად მოსწონს. თავისი სტრატეგიების გასაზიარებლად, ის ხშირად ჩნდება პოდკასტებში და NFT საზოგადოებისთვის YouTube-ზე ვიდეობლოგიც აქვს. 

თუ ციფრული მაიმუნებით აქტიურ ვაჭრობას გეგმავთ, Keyboard Monkey-ს მიმართეთ!

DCinvestor.eth

წყარო: Twitter

წყარო: Twitter

DCinvestor.eth NFT-ების სფეროში არსებული პროექტების ერთ-ერთი წამყვანი ინვესტორი და მრჩეველია. ზოგი მას NFT-ების მსოფლიოში ყველაზე დიდი პორტფელის მფლობელს უწოდებს. ის ერთ-ერთი პირველი ბლოკჩეინ-ენთუზიასტი იყო და როგორც კი NFT-ებმა ტემპი აკრიფა, კრიპტოპანკზე ვაბანკზე წავიდა. მის კოლექციაში წარმოდგენილია NFT-სივრცის ყველაზე გახმაურებული სახელები: Beeple, Hackatao, Pak, CryptoPunks და Art Blocks.

ითვლება გამოცდილ და მცოდნე კოლექციონერად. ხშირად ავრცელებს ინსაიდერულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება NFT-ების სივრცეში. ის პლატფორმა OpenSea-ს კოლექციებში ყველაზე უკეთ ერკვევა.

გამოიყენოთ თუ არა მისი რეკომენდაციები ყიდვისას, ეს ყველა ადამიანის პირადი საქმეა. მაგრამ ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას შეუძლია, რჩევები მოგცეთ იმ პროექტებზე, რომლებშიც თავად ჩადო ინვესტიცია.

უფრო გონივრულია, ენდოთ კოლექციორენებსა და ტრეიდერებს, ვიდრე ინვესტორებს.