სატოში ნაკამოტოს ბოლო გზავნილი
posted 24 აპრ 2023
2011 წლის 23 აპრილს სატოში ნაკამოტო კრიპტოვალუტების სამყაროს დაემშვიდობა და ტექნოლოგია რამდენიმე კრიპტოენთუზიასტის ხელში დატოვა. ბიტკოინის დეველოპერ მაიკ ჰერნისადმი მიწერილ წერილში მან დაწერა: ”მე სხვა საქმით დავკავდი. ის [ბიტკოინი] ახლა კარგ ხელშია გევინთან და სხვებთან“. ეს ციფრული ვალუტის ახალი ეპოქის დასაწყისი იყო.
სატოშიმ Bitcoin Core-ის კურატორს, გევინ ანდრესენს მოუწოდა, იდუმალი შემქმნელი დაევიწყებინა და ფოკუსირება პროექტზე, მის განვითარებასა და დეველოპერების ერთგულ გუნდზე მოეხდინა.
მან ასევე გამოხატა თავისი იმედგაცრუება პრესის მიმართ, რომელიც მას ჩრდილოვან ფიგურად წარმოაჩენდა, ბიტკოინს კი - მეკობრულ ვალუტად. სატოშიმ ინოვაციური ტექნოლოგიებისა და დეველოპერების საზოგადოების კოლექტიური ძალისხმევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ელექტრონული წერილები ბიტკოინის იდუმალი შემქმნელის ბოლო ცნობილი გზავნილებია, ინტერესი სატოში ნაკამოტოს ნამდვილი ვინაობის მიმართ წლების განმავლობაში მხოლოდ იზრდება. სანამ კრიპტოსაზოგადოება აგრძელებს ვარაუდებს, ბიტკოინის შემქმნელის ნამდვილი ვინაობა იდუმალებით არის მოცული.
გავიგებთ კი ოდესმე სიმართლეს იმის შესახებ, თუ ვინ დგას ამ ფსევდონიმის უკან? ამას მხოლოდ დრო აჩვენებს.