ამბასადორული პროგრამები. რისთვის იღებენ ადამიანები ჯილდოებს?

icon NFT
ფოტო - ამბასადორული პროგრამები. რისთვის იღებენ ადამიანები ჯილდოებს?
სხვადასხვა დავალების შესრულებით, შენ ეხმარები პროექტს მის განვითარებაში, ის კი ამისთვის გაჯილდოებს. ჯილდო შეიძლება იყოს გადახდები სტეიბლკოინებში, NFT-ებში, პროექტის ტოკენებში, ან ალოკაცია ტოკენსეილზე.
ამბასადორული პროგრამა არის აქტივობის სახეობა, რომლის მეშვეობითაც პროექტი იძენს თაყვანისმცემლებს, რომლებიც მის განვითარებას და მარკეტინგს ეხმარებიან.

ამბასადორების დავალებები სხვადასხვა პროექტში შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ, როგორც წესი, მოიცავს შემდეგი სახის სამუშაოს:

1) ოფიციალური დოკუმენტების, სტატიების, კონტენტის თარგმნა სხვა ენებზე;

2) გრაფიკული კონტენტის შექმნა (ინფოგრაფიკა, მიმები, ფან არტი, სტიკეროაკეტი, ემოჯი და ა.შ.);

3) პროექტისა და მისი განვითარების ვიდეომიმოხილვები;

4) რეგიონული საზოგადოების შექმნა ტელეგრამში;

5) საზოგადოების მოდერაცია (ჩატებში დამწყების დახმარება);

6) AMA სესიების ჩატარება;

7) საზოგადოებისთვის ღონისძიებების გამართვა;

8) სტატიების წერა.

რა თქმა უნდა, ეს სია უსასრულოა: რაც უფრო მეტ კრეატიულობას გამოიჩენთ, მით მეტად გამორჩეული იქნებით სხვა მონაწილეებს შორის. შესაძლოა, გუნდმა დაამტკიცოს თქვენი სწრაფვა პროექტის განვითარებისკენ და თქვენ მიიღებთ მეტ ჯილდოს, ან სულაც  გუნდში გაწევრიანების შეთავაზებას.

თქვენ შეგიძლიათ, იპოვოთ ყველა დავალება პროექტის დისკორდში, ან ბლოგში.

როგორ ხდება ამბასადორულ პროგრამებში შერჩევა

როგორც წესი, შერჩევა ხდება ფორმის შევსებით, რომელშიც უნდა მიუთითოთ:

• სახელი და გვარი (მომავალში შეიძლება დაგჭირდეთ KYC-ის გავლა);

• ელ.ფოსტა;

• სოციალური ქსელებისა და პორტფოლიოს ბმულები;

• ენები, რომლებსაც ფლობთ;

• როგორ გაიგეთ პროექტის შესახებ?

• თქვენი გამოცდილება სხვა პროექტებში;

• რა მიზნები გაქვთ;

• რა სახის სამუშაოს შესრულება შეგიძლიათ;

• ამ პროექტისთვის უკვე შესრულებული სამუშაოს ბმულები.

თუ თქვენ ხართ აუდიტორიის მქონე ინფლუენსერი ხართ, ეს მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ფორმა იხურება და ყველა განაცხადი განიხილება გუნდის მიერ. თუ თქვენი კანდიდატურა  მათ შეესაბამება, თქვენ მიიღებთ წერილს ფოსტით, ან შეტყობინებას თქვენს ერთ-ერთ სოციალურ ქსელში შემდგომი ინსტრუქციებით. შეიძლება დაუყოვნებლივ მიგიღონ, ან გასაუბრებაზე დაგიბარონ. გუნდთან მთელი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე იმართება, ამიტომ ინგლისური ენის ცოდნა ძალიან დაგეხმარებათ. თუ კარგად არ საუბრობთ ინგლისურად, ჩართეთ კრეატიულობა, გამოიყენეთ კარგი თარჯიმანი, ან მოიწვიეთ თარჯიმანი გასაუბრებაზე. იყო შემთხვევა, როდესაც გუნდი ამან მონუსხა.

რამდენის გამომუშავებაა შესაძლებელი?

ყველაზე ხმაურიანი იყო პროექტ Moonriver-ის ამბასადორული პროგრამა..

ამბასადორების ძირითადი მუშაობა დაახლოებით 5 თვე გაგრძელდა. აგვისტოში, აქტიურ ამბასადორებს პროექტის 250 ტოკენი ჩაერიცხა, რომელიც გაყიდვისას (დროიდან გამომდინარე)  $18,000-დან $120,000-მდე შეადგენდა. გარდა ამისა, ამბასადორებს ინვესტირების საჯარო რაუნდზე $5000-ის ოდენობის ალოკაცია მისცეს. 

პროექტიდან გამომდინარე, რომელშიც ტარდება ამბასადორული პროგრამა, არსებობს რამდენიმე სახის ჯილდო:

• სტეიბლკოინები, ან ტოკენები, რომლებიც უკვე ივაჭრება

• NFT (თუ პროექტს ისინი აქვს)

• ალოკაცია ტოკენების ადრეულ შესყიდვაზე 

• პროექტის არავაჭრობადი ტოკენები

დასკვნა

დათვურ ბაზარზე, უფრო მიმზიდველია ჯილდოები, რომელთა გადაყვანა ფიატის ფულში ეგრევე არის შესაძლებელი, რადგან თქვენ გესმით, რამდენის შოვნა შეგიძლიათ ამ მომენტში.

მაგრამ ასევე არ უნდა გამოვრიცხოთ პროექტების ამბასადორული  პროგრამები, რომლებმაც ბევრი ინვესტიცია მოაგროვეს. მაშინაც კი, თუ პროექტი მცირე რაოდენობით ელჩებზე მთლიანი მოზიდული სახსრების 0.5%-ს, ამან შეიძლება თქვენი ცხოვრება შეცვალოს.

რბ