Unspent тransaction оutput. მნიშვნელობა ბლოკჩეინისთვის

ფოტო - Unspent тransaction оutput. მნიშვნელობა ბლოკჩეინისთვის
Unspent тransaction оutput (UTXO) — ტერმინი, რომელიც ბლოკჩეინში მომხმარებლების მიერ მიღებული თანხები აღრიცხვას გულისხმობს.
ეს შეიძლება იყოს ის თანხა, რომელიც კრიპტობირჟიდან თქვენს საფულეში გადარიცხეთ, ან შეიძლება იყოს "ხურდა", რომელიც სხვა მისამართთან გარიგების შემდეგ შემოვიდა.

UTXO გამოიყენება Bitcoin-ის ბლოკჩეინში, მის ჰარდფორკებსა (Bitcoin Cash, Litecoin) და სხვა განაწილებულ რეესტრებში, სადაც ტრანზაქცია მონაცემების input-ისა და output-ისგან შედგება.

Input მონაცემები არის თანხა, რომელსაც მომხმარებელი აგზავნის (ხარჯავს), ის მისი ანგარიშიდან იშლება, ხოლო output არის მიღებული თანხები, ანგარიშის ბალანსი, რომელიც მომავალი ტრანაზაქციის input-ს წარმოადგენს. თითოეული კრიპტოსაფულის ბალანსი ამ შემთხვევაში განუყოფელი UTXO-ებისგან შედგება.

Unspent тransaction оutput-ის მეშვეობით ხდება ციფრული ვალუტების დათვლა და მონიტორინგი ბლოკჩეინში. UTXO ღირებულია იმით, რომ შესაძლებელია ნახვა, სად მდებარეობს კრიპტოვალუტა, რა რაოდენობითაა ის და თითოეული ტრანზაქციის წარმოშობის მონიტორინგი. ელემენტი ასევე საშუალებას გაძლევთ, განსაზღვროთ თითოეული ტრანზაქციის დასაწყისი და დასასრული ბლოკების ჯაჭვში.

ყველა UTXO, რომელიც ბლოკჩეინში იწერება, ერთად კომპილირდება, რათა ნოდებს მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად არის დაუხარჯავი ნაშთები, რომლებიც შეიძლება ტრანზაქციის input-ად იყოს გამოყენებული. ეს ცნობები ჯაჭვის სრულ კვანძებში ინახება და ხელს უწყობს მხოლოდ იმ მონაცემების დამუშავებას, რომლებიც output-ს წარმოადგენს, რათა თავიდან იქნას აცილებული მთელი ბლოკჩეინის ანალიზი.

ჯაჭვში მორიგი ბლოკის დამატებისას, ხდება სისტემის მდგომარეობის განახლება. მაშინ ირკვევა, თუ რომელი UTXO გახდა input მონაცემები, რომელი ახალი ნაშთები ჩამოყალიბდა და რომელ მისამართებს ეკუთვნის.

ბლოკჩეინში კრიპტოვალუტების მონიტორინგის კიდევ ერთი მეთოდი ანგარიშის მოდელია (Account Model). ის დამახასიათებელია Ethereum-ის ქსელისთვის, სადაც ტოკენებს ითვლიან ქსელის კვანძებში და არა ტრანზაქციებში.

როგორ მუშაობს UTXO

UTXO-ის მუშაობის მექანიზმის ყველაზე მარტივად მაგალითზეა გასაგები.  ვთქვათ, თქვენი ბიტკოინ საფულის ბალანსი 0.7 BTC-ს შეადგენს. მოდით ეს იყოს წინა ტრანზაქციების ისეთი განუყოფელი ნაშთების ჯამი, როგორიცაა 0.6 BTC და 0.1 BTC.

თუ თქვენ გჭირდებათ 0.4 BTC-ის გაგზავნა სხვა მისამართზე, საფულე ტრანზაქციის input-ისთვის ავტომატურად იყენებს UTXO-ს 0.6 BTC-ის ოდენობით. გარიგების დასრულების შემდეგ კრიპტოსაფულიდან იშლება 0.6 BTC და იქმნება ორი ახალი Unspent оutput - 0.4 BTC და 0.2 BTC. პირველი თანხა მაგრდება ახალ მომხმარებელზე, მეორე კი დაგიბრუნდებათ მაინინგის საკომისიოს გამოქვითვით.

UTXO-ს მეთოდის უპირატესობები

თანხების დათვლა Unspent тransaction оutput-ის მეშვეობით ხელს უწყობს დეცენტრალიზაციას. ციფრული ვალუტების ასეთი მონიტორინგის საშუალებით, ხელმისაწვდომია ერთრანგიანი გადარიცხვები, რომლებიც მესამე მხარის არსებობას გამორიცხავს. კონტრაქტები და ცენტრალიზებული ანგარიშები საჭირო აღარაა.

UTXO-ს შეუძლია, დაიცვას ბლოკჩეინი ორმაგი ხარჯვის შეტევისგან, რაც უფრო დამახასიათებელია ქსელებისთვის, სადაც ტრანზაქციის ელემენტს არ იყენებენ.

ტრანზაქციების გამჭვირვალობა ვინაობის გამჟღავნების გარეშე ასევე UTXO-ს მეშვეობით მიიღწევა. ის შეიცავს კრიპტოვალუტის საჯარო გასაღებს, რომელიც გვიჩვენებს, რომელ ბიტკოინ მისამართზეა მიბმული თანხები.

საბოლოოდ, მექანიზმის მეშვეობით კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება მიიღწევა. ეს UTXO-ს გამოყენების ყოველ ჯერზე ახალი მისამართების შექმნითაა გამოწვეული.

UTXO-ის ნაკლოვანებები

ახალი ტრანზაქციის განსახორციელებლად რამდენიმე Unspent оutput-ის გაერთიანება საკომისიოს ზრდის. ეს იმიტომ ხდება, რომ თითოეული UTXO მფლობელისგან ცალკე ხელმოწერას მოითხოვს.

UTXO იწვევს მონეტების მცირე ნაშთების დაგროვებას, რომელთა დახარჯვა, ტრანზაქციის მინიმალური ზომაზე დადგენილი ლიმიტის გამო, შეუძლებელია. ამ "ნამცეცების" გამოყენება  კიბერკრიმინალებს "მტვრის იერიშების" მიზნით შეუძლიათ. თუმცა, ამის პრევენციის მიზნით, ზოგიერთი კრიპტოსაფულე მცირე UTXO-ებს ერთ თანხაში ავტომატურად აერთიანებს.

UTXO-ების დიდი რაოდენობა ბლოკჩეინზე დიდ ადგილს იკავებს. თუმცა, პრობლემის დაძლევა გარკვეული მონაცემების მყარ დისკზე, ან SSD დისკზე გადატანით არის შესაძლებელი.

ზოგიერთი დეველოპერი UTXO-ს გაუმჯობესებაზე მუშაობს. მაგალითად, Cardano-ს გუნდმა შექმნა Extended UTXO (EUTXO) მოდელი. ის სმარტ კონტრაქტებს Unspent оutput-ის მონიტორინგისთვის იყენებს და სახსრების ტრადიციული აღრიცხვის ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს წყვეტს.