კრიპტოზამთრის გადატანა: Coinbase One მსოფლიო ბაზარზე გადის

ფოტო - კრიპტოზამთრის გადატანა: Coinbase One მსოფლიო ბაზარზე გადის
ერთ-ერთი წამყვანი კრიპტობირჟის მუშაობა სულ უფრო აქტიური ხდება. "Coinbase One"-ზე შესვლის უფლების მქონე ქვეყნების ჩამონათვალს 35 ახალი პოზიცია დაემატა. სერვისის ექსპანსიის მიზანია მომხმარებელთა შენარჩუნების დონის აწევა და კრიპტოვალუტის ბაზარზე დაძაბული სიტუაციის ფონზე სტაბილური შემოსავლის უზრუნველყოფა.
სერვისის ბეტა-ვერსია 2021 წლის შემოდგომაზე ამოქმედდა.  უკვე დღეს Coinbase One გამოჩნდება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და ირლანდიაში, ხოლო პერსპექტივაში მისი   წარმოდგენა ევროპის კიდევ 31 ქვეყანაში იგეგმება.

პროდუქციის შექმნის საკითხებში Coinbase-ის უფროსი დირექტორის, ფილ მაკდონელის თქმით, ამ  სერვისს მთელი რიგი უპირატესობა გააჩნია. კერძოდ, ვაჭრობის ნულოვანი საკომისიო, მაღალი მოგება სტეიკინგისგან, კლიენტების 24-საათიანი მხარდაჭერა და საგადასახადო აღრიცხვიანობის მომზადებაა. 

ცვალებადი ბაზრის პირობებში Coinbase თავისი შემოსავლის ნაკადების დივერსიფიცირებას ცდილობს. ბაზრისთვის წარმატებულ პერიოდში კომპანია მოგებას, ძირითადად, ტრანზაქციების საკომისიოებიდან  იღებდა. დღეს, ხანგრძლივი დათვური ბაზრის პირობებში,   Coinbase ძირითად ყურადღებას კლიენტების შენარჩუნებაზე და სხვა მიმართულებების განვითარებაზე ამახვილებს.

„ჩვენი ყურადღების ცენტრი შეიცვალა და ახლა ის  მხოლოდ ტრანზაქციებით არ შემოიფარგლება“, - განაცხადა მაკდონელმა, - ახლა ჩვენი მიზანი კლიენტებთან ხანგრძლივი, მომგებიანი უერთიერთობების დამყარებაა“. 

ეს ნაბიჯი სრულიად გამართლებულად ჩანს, რადგანაც ხელმოწერისა და სერვისების უზრუნველყოფისგან  Coinbase-ის შემოსავალი თითქმის 140%-ით გაიზარდა და 2023 წლის 1-ელ კვარტალში მან  $361,7 მლნ. შეადგინა, გასული წლის $152 მლნ-თან შედარებით. თუ კომპანიის აქციონერთა ანგარიშს დავუჯერებთ, 2023 წლის მე-4 კვარტალში ამ სექტორებში ჯამური შემოსავალი 2020 წლის  $50 მლნ-დან 2022 წლის $793 მლნ-მდე გაიზარდა. 

„ვაჭრობა ნულოვანი საკომისიოთი  არის ინვესტიციები ჩვენს კლიენტებში, - თქვა მაკდონელმა. - ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მოგვიტანს სარგებელს გრძელვადიან პერსპექტივაში“. 

Coinbase განსაკუთრებით ევროპაში მოღვაწეობის განვითარებით არის დაინტერესებული. აღნშნული სტრატეგიული გადაწყვეტილება შემთხვევითი არ არის: მიმდინარე წლის მარტში    Coinbase-მა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიისგან (SEC) შეტყობინება მიიღო.

GC
GN Crypto
ავტორი