ხელოვნური ინტელექტის მონეტების ბუმი

ფოტო - ხელოვნური ინტელექტის მონეტების ბუმი
ChatGPT-ის პოპულარობის აფეთქებამ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული თითქმის ყველა მონეტის ღირებულების ზრდა გამოიწვია.

ხელოვნური ინტელექტის მონეტების ბუმი

30 ნოემბერს, OpenAI-ის კვლევითმა ლაბორატორიამ წარმოადგინა ხელოვნური ინტელექტის მოდელი, სახელწოდებით ChatGPT. Transformer ალგორითმზე მომუშავე ნეიროქსელს ტექსტური მოთხოვნების აღქმა და მონაცემების უზარმაზარი რაოდენობის დამუშავების საფუძველზე პასუხების გენერირება შეუძლია. ChatGPT-ს მრავალი შესაძლებლობა გააჩნია. მთავარი მიზანი  ადამიანსა და მანქანას შორის ურთიერთქმედების უზრუნველყოფაა.

მიუხედავად იმისა, რომ ცნება "ხელოვნური ინტელექტი" არახალია, ამ ტექნოლოგიისადმი ინტერესის აფეთქება სწორედ ChatGPT-ის გამოჩენამ გამოიწვია. ამოქმედებიდან სულ რაღაც ერთ კვირაში ნეიროქსელი მილიონზე მეტ მომხმარებელს ითვლიდა, ორი თვის შემდეგ კი - 100 მილიონზე მეტს. ეს ფეთქებადი ზრდა ChatGPT-ს ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ ინტერნეტ სერვისად აქცევს. სხვათა შორის, TikTok–ს 100 მილიონი მომხმარებლის მისაღწევად 9 თვე დასჭირდა, Instagram–ს კი - 2,5 წელი.
რა დროში მიაღწიეს პლატფორმებმა 1 მილიონ მომხმარებელს

რა დროში მიაღწიეს პლატფორმებმა 1 მილიონ მომხმარებელს

2022 წელს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ბაზრის მოცულობა $119,78 მლრდ-ად  შეფასდა. Precedence Research-ის პროგნოზების მიხედვით, 2030 წლისთვის ის $1 591,03 მილიარდს მიაღწევს.

ყოვლისმომცველი დიგიტალიზაცია ხელოვნური ინტელექტის ბაზრის ზრდას აქტიურად უწყობს ხელს. ასე რომ, მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიცაა Google, Microsoft, IBM, Amazon და Apple, ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა აპლიკაციის მოდერნიზაციასა და განვითარებაში ინვესტიციებს ზრდიან.
ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ბაზრის მოცულობა

ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ბაზრის მოცულობა

მომავალში, მოსალოდნელია, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია ბლოკჩეინთან ურთიერთქმედებას წარმატებით შეძლებს. ამიტომ, ChatGPT-ის ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა AI-თან დაკავშირებული ტოკენების ზრდა გამოიწვია. სურათზე ნაჩვენებია 8 საუკეთესო მონეტის დიაგრამები კაპიტალიზაციის მიხედვით, AI & Big Data კატეგორიიდან. 2023 წლის 1 იანვრიდან ყველა ტოკენმა სწრაფი ზრდა აჩვენა.
ტოპ მონეტები ხელოვნური ინტელექტით. წყარო: tradingview

ტოპ მონეტები ხელოვნური ინტელექტით. წყარო: tradingview

ტოპ 5 მონეტა ხელოვნური ინტელექტით

1. The Graph

The Graph არის დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომელიც Web3 ინდექსაციისა და მოთხოვნებისთვისაა შექმნილი. Graph აანალიზებს და აგროვებს ბლოკჩეინის მონაცემებს, შემდეგ კი ინახავს მათ სხვადასხვა ინდექსში (ე.წ. ქვეგრაფებში). ამის წყალობით, ნებისმიერ აპლიკაციას შესაბამის პროტოკოლში მოთხოვნის გაგზავნა და მყისიერი პასუხის მიღება შეუძლია. 

ვინაიდან Web3-ის გამოყენება და სარგებლიანობა კვლავ იზრდება, ბლოკჩეინის მონაცემების დეცენტრალიზებული გზით ინდექსირებისა და მოთხოვნის შესაძლებლობა უმთავრეს ამოცანად რჩება. დეველოპერების თქმით, მსოფლიო ღია მონაცემებზე წვდომა უნდა იყოს საზოგადოებრივი სიკეთე და არა იზოლირებული პრივილეგია.
The Graph

The Graph

ამჟამად Graph მხარს უჭერს მონაცემთა ინდექსირებას 39-ზე მეტი ქსელიდან , რომელთა შორისაა Ethereum, NEAR, Arbitrum, Optimism, Polygon, Avalanche, Celo, Fantom, Moonbeam, IPFS, Cosmos Hub და PoA. დღეისათვის, განთავსებულ სერვისში 63 000-ზე მეტი ქვეგრაფია განლაგებული. ათიათასობით დეველოპერი იყენებს Graph-ს ისეთი აპლიკაციებისთვის, როგორიცაა Uniswap, Synthetix, KnownOrigin, Art Blocks, Gnosis, Balancer, Livepeer, DAOstack, Audius, Decentraland და მრავალი სხვა.

Graph-ის ქსელში შენახული მონაცემების მთლიანობის უზრუნველსაყოფად, გამოიყენება პროექტის ნატიური  კრიპტოვალუტა GRT. GRT ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული და Coinmarketcap-ის მონაცემებით, კაპიტალიზაციის მიხედვით, AI & Big Data-ს კატეგორიის ყველაზე მსხვილი ტოკენია. 

GRT-ის მაქსიმალური ფასი 2021 წლის 12 თებერვალს, $2.88-ის ნიშნულზე დაფიქსირდა. 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 7 თებერვლამდე პერიოდში კი ტოკენმა +332%-იანი ზრდა აჩვენა.
გრაფიკი  GRT/USDT 1d

გრაფიკი GRT/USDT 1d

2. SingularityNET 

SingularityNET არის დეცენტრალიზებული პლატფორმა, რომელიც AI-ზე მომუშავე სერვისების შექმნის, გაზიარებისა და მონეტიზაციის საშუალებას იძლევა. მანამდე კომპანია ჰუმანოიდური რობოტის, "სოფიას" შექმნაზე მუშაობდა, ამიტომ, SingularityNET-ის პარტნიორები არიან მსხვილი მსოფლიო კომპანიები, როგორიცაა Hanson Robotics, Ocean Protocol, Swae, Epik Protocol, რომლებიც ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის სფეროში მუშაობენ. კომპანია ასევე თანამშრომლობს ერთ-ერთ საუკეთესო ბლოკჩეინთან – Cardano-სთან.
SingularityNET

SingularityNET

AGIX არის პლატფორმა SingularityNET-ის ტოკენი. მისი სტეიკინგში გაშვებით, მომხმარებლები ქსელის მუშაობას უჭერენ მხარს, AI Marketplace-ის ტრანზაქციების შესრულებას ეხმარებიან, ასევე ხელს უწყობენ კომპანიებს ფიატური შლუზის მეშვეობით ბაზარზე შესვლაში. ამისთვის ისინი დამატებითი ტოკენებით ჯილდოვდებიან.  

2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე ტოკენმა +1445%-იანი ზრდა აჩვენა.
გრაფიკი AGIX/USDT 1d

გრაფიკი AGIX/USDT 1d

3. Fetch.AI

Fetch.AI არის დეცენტრალიზებული ინფრასტრუქტურა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების გაერთიანება, ავტონომიური ეკონომიკური აგენტების შესაქმნელად. ხელოვნური ინტელექტის მიერ მართულ აგენტებს შეუძლია მომხმარებლის პრობლემების ფართო სპექტრის გადაჭრა და ამავდროულად, Fetch.AI-ს ქსელში ერთმანეთთან ურთიერთქმედება, ვაჭრობა და თანამშრომლობა. პოტენციურად, პლატფორმას შეუძლია, ერთმანეთს დაუკავშიროს ინტერნეტ–ნივთების ტექნოლოგიები და ალგორითმები მათი სწავლებისთვის.

კომპანიის მიზანია ბიზნესის კეთებაში რევოლუციის მოხდენა, ხელოვნური ინტელექტის, Web3-სა და მულტიაგენტური სისტემების მოწინავე ტექნოლოგიების კოლექტიური სიმძლავრის გამოყენების გზით.  
Fetch.AI

Fetch.AI

FET ტოკენი Fetch.ai-ის ეკოსისტემაში გაცვლის მთავარი საშუალებაა. აგენტები მას ქსელის გარკვეული ფუნქციების დასაფინანსებლად იყენებენ. ამასთან, ის კარგი ქცევის სტიმულირების მნიშვნელოვანი საშუალებაა.

 FET-ის მაქსიმალური ფასი 2021 წლის 8 სექტემბერს $1.1985-ის ნიშნულზე დაფიქსირდა. 1 იანვრიდან 8 თებერვლამდე ტოკენის ზრდამ +590% შეადგინა.
გრაფიკი FET/USDT 1d. წყარო: tradingview

გრაფიკი FET/USDT 1d. წყარო: tradingview

4. Oasis Network

Oasis Network - Oasis Network არის ბლოკჩეინ პლატფორმა, რომელიც Web3-ისთვის კონფიდენციალურობის დონის უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. ადვილად ინტეგრირებადი და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი Oasis Privacy Layer-ის მეშვეობით, ეს ქსელი ნებისმიერ EVM (Ethereum Virtual Machine) ქსელში არსებულ dApps-ებს სძენს კონფიდენციალურობას. მასშტაბირება კი მიიღწევა კონსენსუსის გაყოფისა და შესრულების გაყოფის ხარჯზე. ამის წყალობით, ParaTimes-ს ტრანზაქციების პარალელურ რეჟიმში დამუშავება შეუძლია, მარტივი ტრანზაქციები კი უფრო რთულს არ ანელებს.  

ხელოვნური ინტელექტი რევოლუციური ტექნოლოგიაა, მაგრამ ის შეიძლება საშიშიც იყოს, თუ მიკერძოებულ ინფორმაციას აწვდის და მომხმარებლის კონფიდენციალურობას არღვევს. იმის საგარანტიოდ, რომ AI სისტემები უსაფრთხო და ეთიკურია, Oasis Network პოტენციური პრობლემების გადასაჭრელად თავისი კონფიდენციალურობის ინფრასტრუქტურის გამოყენებას გეგმავს. 
Oasis Network

Oasis Network

ROSE არის Oasis-ის ქსელის ტოკენი. მისი გამოყენება შესაძლებელია სტეიკინგისთვის, ტრანზაქციების განხორციელებისა და კონსენსუსის დონეზე დელეგირებისთვის.

ROSE-ის მაქსიმალური ფასი 2022 წლის 15 იანვარს, $0.598-ის ნიშნულზე დაფიქსირდა. 1 იანვრიდან 16 თებერვლამდე პერიოდში ტოკენი 157%-ით გაიზარდა.
გრაფიკი ROSE/USDT 1d. წყარო: tradingview

გრაფიკი ROSE/USDT 1d. წყარო: tradingview

5. Ocean Protocol

Ocean Protocol არის დეცენტრალიზებული პლატფორმა, რომელიც ქმნის უსაფრთხო და გამჭვირვალე ბაზარს მონაცემთა გაცვლისთვის. პლატფორმა იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, როგორც მისი პლატფორმის ძირითად კომპონენტს.

Ocean Protocol-ის მიზანია, შექმნას ღია და სამართლიანი ეკოსისტემა, სადაც კერძო პირები და ორგანიზაციები ადვილად იღებენ და ერთმანეთს უზიარებენ მონაცემებს, რომლებსაც შემდეგ მანქანურ სწავლებასა და ხელოვნური ინტელექტის სხვა აპლიკაციებში გამოიყენებენ.

მომხმარებლებს თავიანთი მონაცემების უსაფრთხო გაყიდვა და მონეტიზაცია შეუძლია, Compute to Data ტექნოლოგია კი კონფიდენციალურობისა და კონტროლის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.
Ocean Protocol

Ocean Protocol

OCEAN არის ERC-20 ტოკენი, რომელიც Ocean Protocol-ის პლატფორმაზე არსებულ მონაცემებსა და სერვისებზე წვდომისთვის არის საჭირო. ტოკენი გამოიყენება, როგორც გადახდის საშუალება, ასევე ინსტრუმენტი ქსელში მონაწილეობის სტიმულირებისთვის, როგორიცაა გამოთვლითი რესურსების, ან მონაცემების მიწოდება.

OCEAN-ის მაქსიმალური ფასი 2021 წლის 10 აპრილს, $1.9414-ის ნიშნულზე დაფიქსირდა. 1 იანვრიდან 7 თებერვლამდე პერიოდში ტოკენი 265%-ით გაიზარდა.
გრაფიკი OCEAN/USDT 1d. წყარო: tradingview

გრაფიკი OCEAN/USDT 1d. წყარო: tradingview

დასკვნა

ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, შეცვალოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, გაგვათავისუფლოს რუტინული ამოცანებისგან და მოგვცეს საშუალება, ყურადღება უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე გავამახვილოთ. AI-ს პოტენციალი და მისი შერწყმა ბლოკჩეინთან ხსნის ახალ შესაძლებლობებს ქსელების მასშტაბირებისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციების შესაქმნელად.

შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების სფერო შემდეგი ტრენდი იყოს და მალე ვიხილავთ ახალი კომპანიებისა და გადაწყვეტილებების ბუმს. ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები ახლაც გამოიყენება ბევრ სექტორში, როგორიცაა თავდაცვა, მრეწველობა, მედიცინა, ტრანსპორტი და ა.შ. Web3-ზე აქტიური გადასვლა და მსხვილი ინვესტიციები AI-ში შეიძლება დადებითად აისახოს მონეტებზე.

ჩვენ უკვე ვნახეთ ICO-ს ბუმი, NFT ბუმი, მიმტოკენების ბუმი კრიპტობაზარზე. შემდეგი ხელოვნური ინტელექტის ბუმი იქნება?

AI Crypto Expert