ყველაზე გულწრფელი NFT უკრაინელი ფოტომხატვრისგან

icon NFT
ფოტო - ყველაზე გულწრფელი NFT უკრაინელი ფოტომხატვრისგან
როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს ომი და ხელოვნება? როგორ მივიღოთ შანსი, არა მხოლოდ ვიშოვოთ, არამედ ვიპოვოთ ფული მოხალისეებისთვის განკუთვნილი შემოწირულებებისთვის? აღმოჩნდა, რომ ახალი ტექნოლოგიების მიმდევარი ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია.
დღეს გვინდა, ვისაუბროთ უკრაინელ ფოტოგრაფზე, რომელმაც თავისი ციფრული პროექტი NFT-ების გაყიდვის პლატფორმებზე წამოიწყო. 

როდესაც არტემ გუმილევსკის ნამუშევრებს თვალი მოვკარით, გადავწყვიტეთ, რომ ეს მორიგი ჰაიპ-პროექტი იყო. ერთ-ერთი მრავალთაგანი. მაგრამ მას შემდეგ, რაც უკეთ გავეცანით ფოტოსურათების ციკლს "ფესვები", რომელიც მან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შექმნა, ჩვენ აზრი შევიცვალეთ.
“სისხლიანი ხე”. კოლექცია “ფესვები”

“სისხლიანი ხე”. კოლექცია “ფესვები”

ეს ისტორია შიშველ ნატურაზე კი არა, არამედ საკუთარი თავის პოვნაზე, თვითიდენტიფიკაციაზეა. ადამიანის არაიდეალური სხეულის გამოსახულების გზით არტემი გამოხატავს იმას, თუ როგორ ხედავს ახლა უკრაინასა და უკრაინელებს. ეს არის ვიზუალიზირებული გულწრფელი საუბარი თვითანალიზზე, გახსნილობაზე, ტკივილსა და სამყაროსთან ერთიანობაზე. 
#50. კოლექცია “გოლიათი”

#50. კოლექცია “გოლიათი”

როგორ შეუძლია უკრაინის დახმარება ფოტოგრაფიის საერთაშორისო კონკურსების მონაწილესა და PinchukArtCentre Prize 2022-ის ნომინანტს, თუ მან არ იცის, როგორ დაიჭიროს იარაღი ხელში? რა თქმა უნდა, მოხალისეებისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარებით!

ჯერ კიდევ ომამდე არტემი NFT-ის შესაძლებლობებს ათვალიერებდა, როგორც ინსტრუმენტს მისი ნამუშევრების პოპულარიზაციისთვის. მაგრამ მას შემდეგ, რაც მის მშობლიურ ნიკოლაევს რაკეტები დაეცა და შემოსავლის სივრცის საზღვრები თითქმის ერთ წერტილამდე შემცირდა, მან გადაწყვეტილება მიიღო.

აი, როგორ აღწერა მან თავისი გამოცდილება ახალ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით:
ყველაფერში საკმაოდ სწრაფად გავარკვიე. ამ საკითხში უფრო გამოცდილი მეგობარი დამეხმარა. ერთ საათში, სატელეფონო საუბარში მან შეძლო, ჩემთვის მოქმედებების ალგორითმი აეხსნა. მერე ყველაფერი საათივით აეწყო. ჩემი ნამუშევრებს Foundation-ზე ყიდულობენ, მე კი ყველაფერი კრიპტობირჟის საშუალებით გამაქვს
პლატფორმებთან Foundation.app და Superrare.com თანამშრომლობის დაწყებიდან, არტემმა მოხალისეებისთვის $10 ათასზე მეტის გადარიცხვა მოახერხა. ეს NFT-ფოტოების გაყიდვით მიღებული თანხის მხოლოდ ნაწილია.
“პურის ყანა”. კოლექცია “ფესვები”

“პურის ყანა”. კოლექცია “ფესვები”

NFT-ში საკუთარი თავის პოვნა ყველა მხატვარს შეუძლია, თუმცა საჭიროა, გახსოვდეთ: თქვენი ნამუშევრის ციფრულ ფორმატში განთავსება საკმარისი არ არის. საჭიროა იდეა. 

თითოეულ შემოქმედებით პიროვნებას თავში საკუთარი სამყარო აქვს და თავისი ნამუშევრების გაციფრულება ყველასთვის მნიშვნელოვანი არ არის. მაგრამ ბლოკჩეინი არის სივრცე, სადაც ხელოვანებს თავიანთი შემოქმედებით ფულის გამომუშავება შეუძლიათ.

ახალგაზრდა კოლექციონერები ციფრული ხელოვნების შეძენისკენ უფრო მიდრეკილები არიან, რადგან გლობალური სამყაროს ფარგლებში შემოქმედსა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის ახალ სისტემებს იჭერენ. 

ხელოვნებაც კომუნიკაციაა, ნებისმიერი ფოტო, ან ნახატი კი ვიზუალური ფორმით შეფუთული მესიჯია. ამიტომ თანამედროვე ხელოვანმა ახალი ტენდენციები უნდა აკონტროლოს და უპასუხოს მათ. 

მხატვრებისთვის, ფოტოგრაფებისთვის, დიზაინერებისა და მუსიკოსებისთვის, რომლებსაც ოფლაინიდან ონლაინში გადასვლა სურთ, მნიშვნელოვანია, ექსპერიმენტების არ შეეშინდეთ. 

შემოქმედებას ფული სჭირდება, ბიზნესს - შთაგონება, უკრაინას კი -  გადასახადები და მოხალისეობრივი მოძრაობის მხარდაჭერა. ოქროს თანამშრომლობა NFT-ის წყალობით ხორციელდება.

დარწმუნებულები ვართ, რომ მხატვრული თვითგამოხატვა საყოფაცხოვრებო უსიამოვნებასა და საკრედიტო ბარათზე უარყოფით ბალანსს ცუდად ეგუება. თქვენ სრულმასშტაბიანი შემოქმედება და კრეატიულობა მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ, თუ  საკუთარი თავისთვის საიმედო ფინანსურ ზურგს უზრუნველყოფთ. 

როგორ მივაღწიოთ ამას საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედების გარეშე? როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს კრეატიულობა და ფინანსური წარმატება კონიუნქტურაში გადავარდნის გარეშე?

გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორც ამას უკვე ბევრი უკრაინელი შემოქმედი აკეთებს. მოიზიდეთ თქვენს ნამუშევრებთან დამატებითი აუდიტორია, რომელიც თქვენი რეალობის მისაღებად მზად არის. 

და გახსოვდეთ - მუშაობამ სიხარული და ფული უნდა მოიტანოს. თუ პირველი არ არის, ეს კატორღაა, თუ მეორე არ არის, ეს ჰობია.