Three Arrows Capital-ის NFT-ების ნაწილი ლიკვიდაციისას გაიყიდება

ფოტო - Three Arrows Capital-ის NFT-ების ნაწილი ლიკვიდაციისას გაიყიდება
2022 წელს გაკოტრებული ჰეჯფონდის, Three Arrows Capital-ის ლიკვიდაციის პროცედურა გრძელდება. ამჯერად, ლიკვიდატორმა კომპანიამ Teneo3AC-ის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი NFT-ის გაყიდვის შესახებ განაცხადა.
შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებულია სალიკვიდაციო ვებგვერდზე 3acliquidation.com. მასში, ერთ-ერთმა ერთობლივმა ლიკვიდატორმა, Teneo-ის უფროსმა მმართველმა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, კრისტოფერ ფარმერმა გარკვეული არაჩანაცვლებადი ტოკენების დაგეგმილი გაყიდვის შესახებ განაცხადა, რომლებიც Teneo-ს მიერ კონტროლდება და Three Arrows Capital-ის ბენეფიციურ საკუთრებაშია. 

გაყიდვის პროცედურა დაიწყება შეტყობინების გამოქვეყნებიდან 28 დღის ვადაში და გარემოებების მიუხედავად, 2023 წლის 23 მარტის შემდეგ. Three Arrows Capital-ის კოლექციიდან NFT გაყიდვის მიზანი აშკარაა - ასეთი ნაბიჯის დახმარებით ლიკვიდატორები აპირებენ რაც შეიძლება მეტი დამატებითი თანხის მიღებას კრედიტორების გასასტუმრებლად. წერილობითი ჩვენებების თანახმად, რომლებიც ჰეჯფონდის გაკოტრებისა და ლიკვიდაციის შესახებ დოკუმენტაციაში შედის,  3AC-ს $3,5 მილიარდის ოდენობის ვალი 27 ფირმის წინაშე აქვს.

აღსანიშნავია, რომ NFT-ების გაყიდვა ჯერჯერობით არ შეეხება ლეგენდარულ ფონდს Starry Night Capital, რომლის შექმნაშიც უშუალოდ ვინსენტ ვან დაფი იყო ჩართული. შეგახსენებთ, რომ ეს პროექტი 3AC-ის მიერ 2021 წელს ამოქმედდა და მას ჰქონდა ამბიციური მიზანი - მსოფლიოში საუკეთესო არაჩანაცვლებადი  ტოკენების შეგროვება.
ეჭვების გასაფანტად ავღნიშნავთ, რომ გაყიდვა არ ვრცელდება NFT-ების სიაზე, რომელსაც არაოფიციალურად მოიხსენიებენ, როგორც "Starry Night Portfolio", რომელიც ამჟამად ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების უმაღლეს სასამართლოში არსებული აღმოსავლეთ კარიბის ზღვის კუნძულების უზენაეს სასამართლოში განიხილება ("Starry Night Application")
, - აღნიშნულია ლიკვიდატორების განცხადებაში.
ექსპერტების შეფასებით, ამჟამად, Starry Night Capital-ის არაჩანაცვლებადი ტოკენების მინიმალური ღირებულება $6.4 მილიონს შეადგენს. კოლექცია მოიცავს სხვადასხვა იშვიათობის მქონე 300 NFT-ს, რომელთა შორისაა - დმიტრი ჩერნიაკის The Golden Goose, NFTs-ები Art Blocks-ის კოლექციებიდან Ringer, Fidenza და Subscape, ასევე CryptoPunk, Autoglyphs, Chromie Squiggles და Bored Ape Kennel Club.