Aave: რა არის ეს? პროექტისა და ტოკენის მიმოხილვა

ფოტო - Aave: რა არის ეს? პროექტისა და ტოკენის მიმოხილვა
ბოლო დროს დეცენტრალიზებულმა ფინანსებმა მომხმარებლებისა და კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაკადი მოიზიდა. ეს კრიპტოვალუტის ბაზრის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია და ლენდინგ პროტოკოლი Aave მასზე დიდი წილს იკავებს.

რა არის Aave?

Aave არის დეცენტრალიზებული ფინანსური პროტოკოლი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ისესხოთ და გაასესხოთ კრიპტოვალუტები KYC-ის, ან საკრედიტო რეიტინგის გარეშე, ასეთი გარიგებების უსაფრთხოების შენარჩუნებით. კომპანიის დამფუძნებელმა, სტანი კულეშოვმა 2017 წელს შექმნა პროექტი, სახელწოდებით Ethland, რომელსაც შემდეგ 2018 წელს Aave ეწოდა.

ICO-ზე $16,5 მილიონზე მეტი შეგროვდა, შემდეგ კი დაფინანსების სამი რაუნდის წყალობით, კიდევ $32,5 მილიონის მოზიდვა მოხერხდა. პროექტში ინვესტიცია განახორციელეს სხვადასხვა ვენჩურულმა ფონდებმა, როგორიცაა Blockchain Capital, Standard Crypto და Pantera Capital. თუმცა, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც გაკოტრდნენ, მაგალითადThree Arrows Capital და Alameda Research.

დღეს არსებული პროტოკოლი 2020 წლის დასაწყისში ამოქმედდა და უკვე არსებობს მესამე ვერსია, რომელიც მხარს უჭერს ბევრ ქსელს, რომელთა შორისაა Ethereum, Avalanche, Polygon, Optimism, Arbitrum, Fantom და Harmony. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ  მთლიანი დაბლოკილი სახსრების (TVL) მიხედვით, Aave ერთ-ერთი უდიდესი DeFi პროტოკოლია.
დეცენტრალიზებული ფინანსური პროტოკოლების TVL წყარო: DefiLlama

დეცენტრალიზებული ფინანსური პროტოკოლების TVL წყარო: DefiLlama

როგორ მუშაობს Ave

Aave პროტოკოლი ჭარბი გირაოს ეკონომიკის საფუძველზე მუშაობს, რაც მის გადახდისუნარიანობას ინარჩუნებს. 

იმისთვის, რომ კრიპტოვალუტა ვისესხოთ, საჭიროა შევიტანოთ სხვა კრიპტოვალუტა, რომლის ჯამური ღირებულება დოლარის ეკვივალენტში უფრო მეტი უნდა იყოს. გარდა ამისა, თქვენ იხდით საპროცენტო განაკვეთს, რომელიც განისაზღვრება ნასესხებ აქტივზე მიწოდებისა და მოთხოვნის თანაფარდობით.

მსესხებლები მუდმივად უნდა აკვირდებოდნენ, რომ მათი გირაოს ლიკვიდაცია არ მოხდება. ეს შეიძლება მოხდეს, თუ მისი ღირებულება, დარიცხულ პროცენტებთან ერთად, ნასესხები კრიპტოვალუტის ღირებულებაზე ნაკლები იქნება.
პლატფორმა Aave წყარო: app.aave.com

პლატფორმა Aave წყარო: app.aave.com

როგორ გამოიყენება Aave ტოკენი?

მრავალი კრიპტოპროექტისგან განსხვავებით, Aave საზოგადოების მიერ მართული პროტოკოლია, რითაც აიხსნება მართვის ტოკენის არსებობა. არსებითად, ეს არის ERC-20 სტანდარტის ტოკენი, რომელიც მის მფლობელებს საშუალებას აძლევს, პროექტის მუშაობის კორექტირება და განვითარება ხმის მიცემის გზით განახორციელონ. 

ასევე, AAVE შეიძლება განთავსდეს სტეიკინგზე, რაც პროცენტების მიღების საშუალებას იძლევა. თუმცა, არსებობს ტოკენების გარკვეული ნაწილის დაკარგვის რისკი, რადგან მათი გამოყენება პლატფორმაზე ნასესხები სახსრების დეფიციტის დასაფარად შეიძლება. ეს პროტოკოლის ეკონომიკაში უსაფრთხოების მეორე გარანტია, ჭარბი უზრუნველყოფის შემდეგ.

AAVE-ს ემისია შეზღუდულია და მიმოქცევაში გამოშვებული ტოკენების მთლიანი მოცულობის 88% არის, რაც გრძელვადიანი ინვესტორების მიერ დადებით ფაქტორად აღიქმება.
Aave-ის ეკოსისტემის დიაგრამა წყარო: docs.aave.com

Aave-ის ეკოსისტემის დიაგრამა წყარო: docs.aave.com

პროექტის პერსპექტივები და რისკები

დეცენტრალიზებული ფინანსების ინდუსტრია საკმაოდ პერსპექტიული არის, ხოლო თავად კრიპტოლენდინგ პლატფორმა Aave მოთხოვნადია. თუმცა, იმის გამო, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მწვავედ დგას კრიპტოინდუსტრიის რეგულირების საკითხი, ანალოგიური პლატფორმები შეიძლება შევიწროების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, ან მათთვის შეიძლება დაწესდეს წესები, რამაც შეიძლება მომხმარებლების უმრავლესობა დააფრთხოს.

არსებობს სხვა რისკებიც, რომლებიც დაკავშირებულია დეცენტრალიზებული სტეიბლკოინ GHO-ს შექმნასთან. ამჟამად, ასეთი სტაბილური მონეტები თავს კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს, რაც შეიძლება სავალალო იყოს როგორც Aave პროტოკოლისთვის, ასევე მისი ტოკენისთვისაც.

გუნდი ასევე მუშაობს სხვა პროექტების შემუშავებაზე, მაგრამ მათი უმეტესობა უშუალოდ პლატფორმასთან დაკავშირებული არაა, თუმცა საკმაოდ თვალსაჩინო პერსპექტივები აქვს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი თავად ტოკენის ფასის ზრდას ხელს შეუწყობს.