ტიმ დრეიპერი: გამოუსწორებელი ოპტიმისტი

icon XTZ
icon PEOPLE
icon ONE
ფოტო - ტიმ დრეიპერი: გამოუსწორებელი ოპტიმისტი
ტიმოთი კუკ დრეიპერი იმ ადამიანთაგან ერთ-ერთია, რომლებსაც "ოქროს ახალგაზრდობას" უწოდებენ. ის სილიკონის ველის ინვესტორების მდიდარი დინასტიის შთამომავალი და Tezos-ის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია.

ტიმ დრეიპერი 64 წლისაა. მამამისი უილიამ ჰენრი დრეიპერ III დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ის ექსპორტისა და იმპორტის ბანკის (EXIM) თავმჯდომარე იყო, ხოლო ბაბუამ, უილიამ ჰენრი დრეიპერ II-მ ერთ-ერთი პირველი ვენჩურული კომპანია "Draper, Gaither and Anderson” დააარსა. ტიმის დიდი ბაბუა, ჰენრი დრეიპერ-უმცროსი, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ერთ-ერთი მრჩეველი იყო.

დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მხოლოდ ტიმის ქალიშვილი წავიდა: ჯესიკა დრეიპერი მსახიობი და ტელეწამყვანია. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ოჯახი იმედებს ახლა მომავალ შვილიშვილებზე დაამყარებს. 

დრეიპერის პრეციფრული წარსული აშშ-ის ნებისმიერი მსხვილი ვენჩურული კაპიტალისტის მსგავსია: 

● სტენფორდის უნივერსიტეტი

● ჰარვარდის ბიზნეს სკოლა

● ბანკში მუშაობა

● ვენჩურული ფირმის მესამე (შემდეგ - მეორე) პარტნიორი

● ინვესტიციები ტექნოლოგიურ პროექტებში. 

დიდი ალბათობით, ყველაფერი გაკვალული გზით წავიდოდა, 2014 წელს დრეიპერს BTC-ის ნაწილი რომ არ გამოესყიდა, რომლებიც Silk Road-ის დამფუძნებლების დაპატიმრების შემდეგ აუქციონზე გაიტანეს.

ტიმ დრეიპერი და ციფრული მომავალი

პირად საფულეში არსებული კრიპტოვალუტა უცნაურ გავლენას ყველაზე კონსერვატიულ ფინანსისტებზეც კი უდავოდ ახდენს. 

უკვე 2015 წელს, დრეიპერმა  თავისი ახლობლები და კოლეგები შოკში ჩააგდო, როდესაც $400 000-იანი ფსონი იმაზე გააკეთა, რომ  BTC, ბოლოდროინდელი ჩაზნექის შემდეგ, გაიზრდებოდა. ეკონომისტთა დინასტიისთვის ასეთი საქციელი განსაცვიფრებელი მოვლენა იყო. მაგრამ ტიმის ფსონმა გაამართლა და მან ფული საკმაოდ კარგი პროცენტით დაიბრუნა. 

სხვათა შორის, დრეიპერმა ასობით ვენჩურული ინვესტიცია განახორციელა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Tesla, Apple, SpaceX, Twitch და Skype, მაგრამ თავისი ძირითადი კაპიტალი კრიპტოვალუტებზე იშოვა.
სილიკონის ველის ცოცხალი ლეგენდა. წყარო: draperuniversity

სილიკონის ველის ცოცხალი ლეგენდა. წყარო: draperuniversity

დრეიპერის კაპიტალი, რომელიც ინვესტიციებზე, ბიზნესსა და ფინანსურ აქტივებზეა დაფუძნებული, დაახლოებით $1,5 მილიარდს შეადგენს. ამასთან, მილიარდი მან კრიპტოპროექტებში Tezos, Ledger, Robinhood და Coinbase ჩადებული წარმატებული ინვესტიციებიდან მიიღო. 

დრეიპერი ოპტიმისტია. 2022 წლის ივნისში მან განაცხადა, რომ 2023 წლის ბოლოსთვის კრიპტოვალუტების კაპიტალიზაცია 10-ჯერ მეტად გაიზრდება. ბიტკოინი კი დაახლოებით მეოთხედი მილიონი დოლარი ეღირება. კრიპტობაზრებზე არსებული მოვლენების გათვალისწინებით ყველაზე გამოუსწორებელი კრიპტო-ენთუზიასტებიც ასეთ წინასწარმეტყველებას სკეპტიკურად უყურებენ. მაგრამ ტიმი საკუთარი სიტყვები უკან არ მიაქვს და გულს არ იტეხს. 
ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ტიმის ყველა პროგნოზი, კრიპტობიზნესში ჩადებული ფულის გათვალისწინებით, წინდახედულია. ხარის ეპოქაში ციფრული საზოგადოების იმედების გაღვივებაში ის ფრიად დაინტერესებულია. ამიტომ გამოცდილი ტრეიდერები ამბობენ: 
თუ დრეიპერმა ზრდა იწინასწარმეტყველა, მაშინ დროა, სათლები მოამზადოთ. შესაძლებელი იქნება ფსკერზე მყოფი კრიპტას შესყიდვა

ტიმ დრეიპერის ციტატები

მე სილიკონის ველში გავიზარდე მაშინ, როდესაც ეს გარგარის კორომები იყო, ახლა კი წარმოუდგენელი აქტივობის ცენტრია. ამიტომ, მაქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რა გააკეთა ტექნოლოგიებმა ამ რეგიონისთვის და მინდა, ეს მთელს მსოფლიოში გავრცელდეს
მთავრობა ერთადერთი დარგია, სადაც არჩევანი არ გვაქვს. თუ სადმე ცხოვრობ, მაშინ მთავრობას ეკუთვნი. ამგვარად, თქვენ მაღალი ფასში ცუდ მომსახურებას იღებთ. ასე არ უნდა ხდებოდეს
ბიტკოინი ინფლაციის ჰეჯირების საშუალებად იქნება აღიარებული. მახსოვს, რომ მამაჩემმა კონფედერაციის 1 000 000 დოლარი მომცა. მე ვკითხე: "რა ღირს ეს?". მას გაეცინა: "ახლა აღარაფერი ღირს
მე ინვესტიციას ვაკეთებ იმ მომავალში, რომლის ნახვაც მსურს. მე ყველაფრის დეცენტრალიზაციის მჯერა, რისი დეცენტრალიზაციაც შეიძლება. ბიტკოინი და ბლოკჩეინი დეცენტრალიზაციის შესაძლებლობას სთავაზობს. გარდა ამისა, მე მხარს ვუჭერ მისიონერებს და არა დაქირავებულებს. მე მხარს ვუჭერ მისიონერებს, და არა მოჯამაგირეებს, რომლებიც იმდენად მიზანდასახულები არიან, რომ ეს მათი ცხოვრების აზრადაა ქცეული