კრიპტო არბიტრაჟი: მისი მახასიათებლები და უარყოფითი მხარეები

ფოტო - კრიპტო არბიტრაჟი: მისი მახასიათებლები და უარყოფითი მხარეები
სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს კრიპტოვალუტით ფულის გამომუშავების საკუთარ გზას. მოდით განვიხილოთ კრიპტო-არბიტრაჟი, როგორც ერთ-ერთი სავაჭრო სტრატეგია.
ჩვენ უკვე განვიხილეთ კრიპტოვალუტაში შემოსავლის მიღების რამდენიმე ვარიანტი, შეგიძლიათ იპოვოთ ისინი აქ. დღეს ჩვენი ვარიანტების ჩამონათვალს კრიპტო-არბიტრაჟებს დავამატებთ. ამ სტატიაში ჩვენ გავერკვევით რა არის ეს, განვიხილავთ მის თავისებურებებსა  და აქტუალობას 2022 წელს.

რას წარმოადგენს კრიპტო-არბიტრაჟი?

კრიპტოვალუტის არბიტრაჟი არის ფინანსური სტრატეგია კრიპტოაქტივების მომენტალური ყიდვითა და გაყიდვით სხვადასხვა ბირჟებზე, სადაც ფასების სხვაობებია დაფიქსირებული. ამ სტრატეგიის გამოყენებით ფულის გამომუშავების შესაძლებლობები, როგორც წესი,  საბაზრო ფასების მკვეთრი ცვლილების დროს ჩნდება, რაც ზოგჯერ იწვევს იმას, რომ ბირჟაზე კოტირებები ჩამორჩება აქტუალურ ფასებს სხვა მოედნებზე.

სიჩქარე არის არბიტრაჟის საკვანძო ფაქტორი. როგორც წესი, ბირჟებზე კოტირებებში გარღვევა (ფასებში განსხვავებები) დიდხანს არ გრძელდება. მაღალი მოგება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არბიტრაჟის ტრეიდერმა  აქტივის დროულად ყიდვა და მომენტალურად გაყიდვა მოახერხა.

კრიპტო-არბტიტრაჟის არსი. როგორ მუშაობს ის?

არბიტრაჟი მხოლოდ კრიპტოვალუტის ბაზარზე არ ვრცელდება. მსგავსი სტრატეგია შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი საბირჟო აქტივისთვის, მათ შორის აქციების, ობლიგაციების და ფიატის ვალუტების ჩათვლით. აი იმის მაგალითი, თუ როგორ მუშაობს ის: მომხმარებელი ყიდულობს ერთ WBT ტოკენს 100 დოლარად პირობით  A ბირჟაზე. ამის შემდეგ მომხმარებელი ხედავს, რომ ბირჟა B მზად არის იყიდოს ეს ტოკენი 110 დოლარად. მომხმარებელი გადადის B ბირჟაზე, წარმატებით ყიდის თავის ტოკენს და 10 დოლარს თავისთვის იტოვებს.

საინტერესო ფაქტი: საარბიტრაჟო ტრეიდერები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ფასების დასტაბილურებაში. არბიტრაჟები ბუნებრივად აბალანსებენ აქტივის შეთავაზების  დონეს სხვადასხვა ბირჟებზე, რითაც ხელს უწყობენ ყიდვა/გაყიდვის ფასის გათანაბრებას.

ადრე უკვე აღვნიშნეთ, რომ წარმატებული არბიტრაჟისთვის ძალზე მნიშვნელოვანია სწრაფი რეაგირება. 2022 წელს არბიტრაჟზე ფულის გამომუშავებისთვის, თქვენ უნდა გქონდეთ წვდომა მაქსიმალურად ახალ, რეალურ დროში მონაცემებზე ერთდროულად რამდენიმე ბირჟიდან. ამ ყველაფრის ხელით გაკეთება ძალიან რთულია, ამიტომ ბევრი საარბიტრაჟო მოვაჭრე სპეციალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს. ეს საშუალებას აძლევთ თვალყური ადევნონ ყველა გარიგებას, რაც შეიძლება ოპერატიულად და სწრაფად შეასრულონ ყიდვისა და გაყიდვის ორდერები სხვადასხვა ბირჟის პლატფორმებზე. ამ გზით ტრეიდერი მაქსიმალურ სარგებელს იღებს ფასების დროებითი განსხვავებიდან.

კრიპტო-არბიტრაჟის რა სახეობები არსებობს?

არბიტრაჟი თავიდან შეიძლება ძალიან მარტივი და ბანალური ჩანდეს: ერთ ბირჟაზე ყიდვას და მეორეზე გაყიდვას ბევრი ტვინი არ უნდა. მაგრამ, მოდით შევხედოთ მთავარ საარბიტრაჟო მეთოდებს ცოტა უფრო დეტალურად:

Cross-exchange arbitrage: ეს მეთოდი არის „სტანდარტული“ არბიტრაჟის ტაქტიკა. ამ სტრატეგიის დახმარებით მომხმარებელი ყიდულობს ტოკენს ერთ ბირჟაზე დაბალ ფასად და ყიდის მას უფრო მაღალ ფასად მეორე ბირჟაზე. ბირჟათაშორისი არბიტრაჟი შეიძლება განხორციელდეს როგორც CEX-ზე, ასევე DEX-ზე.

Triangular arbitrage: ის გულისხმობს აქტივის ყიდვასა და გაყიდვას ერთ და იგივე ბირჟაზე, სხვადასხვა კრიპტოვალუტებს შორის ფასის სხვაობის გამოყენებით. მაგალითად, ბიტკოინის ყიდვა USDT-ით, შემდეგ ბიტკოინის გამოყენება ეთერიუმის შესაძენად და შემდეგ ეთერიუმის გაყიდვა კვლავ USDT-ს საყიდლად.

Spatial arbitrage: ამ ტაქტიკის მომხრეებს სურთ ისარგებლონ ერთი და იგივე აქტივის ფასის სხვაობით სხვადასხვა რეგიონში. საარბიტრაჟო მოვაჭრეებმა უნდა გაითვალისწინონ უცხოური ტრანზაქციების საკომისიო და ფიატის ვალუტის კონვერტაციის კურსები.

რას უნდა ვუფრთხილდეთ კრიპტო-არბიტრაჟის დროს?

სავაჭრო საკომისიო: თითოეული ბირჟა იღებს თავის საკომისიოს ყიდვის, გაყიდვისა და გაცვლის ტრანზაქციებზე. არბიტრაჟის მოვაჭრეებმა უნდა იცოდნენ ყველა დამატებითი ხარჯის შესახებ.

გასხლეტის რისკი: გასხლეტა არის ფასის მნიშვნელოვანი გაუარესება, რომლითაც ბირჟას შეუძლია შეასრულოს კლიენტის შეკვეთა აქტივის ყიდვის ან გაყიდვის შესახებ. ეს მოვლენა, როგორც წესი,  მცირე და არალიკვიდურ ბირჟებზე ან მცირე კაპიტალიზაციის მქონე ტოკენებზე ხდება. თუ საარბიტრაჟო ტრეიდერს არ შეუძლია სწრაფად დახუროს თავისი გარიგებები არჩეულ ბირჟაზე, არსებობს რისკი, რომ საარბიტრაჟო გარიგებამ მას არა მხოლოდ მოგება არ მოუტანოს, არამედ შეიძლება ზარალიც გამოიწვიოს.

ნელი სიჩქარე: უახლესი პროგრამული უზრუნველყოფის მქონე ტრეიდერების დიდი რაოდენობა მთელს მსოფლიოში ნადირობს შესაძლო გარიგებებზე. თუ ტრეიდერი ცდილობს ხელით ვაჭრობას და არ არის საკმარისად სწრაფი, იქნება დიდი ალბათობა, რომ სხვამ ისარგებლოს  ფასში არსებული სხვაობით მასზე ადრე.

დასკვნა:

კრიპტო-არბიტრაჟს შეიძლება ვუწოდოთ შესანიშნავი ალტერნატივა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ სურთ დიდი რისკის გაწევა, განსაკუთრებით არასტაბილურ 2022 წელს. გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, არბიტრაჟი  ფულის გამომუშავების კარგ საშუალებად კვლავ რჩება. ისეთი გიგანტებიც კი, როგორიცაა Uniswap ან Sushiswap, ძნელად თუ იმუშავებდნენ ასე შეუფერხებლად და სწრაფად, არბიტრაჟის მოვაჭრეების სახით არსებული „დამაბალანსებელი ძალის“ გარეშე.

არასოდეს დაივიწყოთ DYOR-ის (Do Your Own Research) წესის დაცვა, რადგან მის გარეშე არბიტრაჟმაც კი შეიძლება გამოიწვიოს ზარალი!