მზად ხართ ზეგონიერი ხელოვნური ინტელექტისთვის?

icon FOR
ფოტო - მზად ხართ ზეგონიერი ხელოვნური ინტელექტისთვის?
ხელოვნური ინტელექტი დღეს უფრო და უფრო მეტ განხილვასა და კამათს იწვევს. თუმცა, ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ტექნოლოგიის სარგებელი მის რისკებს აღემატება.
Open AI-ს ახალ ბლოგში, სახელწოდებით "ზეგონების მართვა", სემ ალტმანი, გრეგ ბროკმანი და ილია სუცკევერი მოგვიწოდებენ, დავფიქრდეთ  ხელოვნური ინტელექტის დარგის რეგულირებაზე, რათა მომავალში სერიოზული პრობლემები ავიცილოთ თავიდან.

მათი აზრით, შემდეგი ათი წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის სისტემები პროდუქტიულობითა და უნარებით გადაუსწრებენ არა მხოლოდ წარსულის ანალოგიურ ტექნოლოგიებს, არამედ ექსპერტებსა და უმსხვილეს კორპორაციებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ავტორები ამტკიცებენ, რომ AI-ს ჩვენთვის აყვავებული მომავლის უზრუნველყოფა შეუძლია, ტექნოლოგია გარკვეულ რისკებს მაინც შეიცავს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის შესაძლო საფრთხეების პრევენცია და სიფრთხილე ზეგონიერი მანქანებთან დაკავშირებით.

ავტორები თვლიან, რომ ეფექტური გადაწყვეტილებები საკვანძო პროექტებს შორის კოორდინაციის გარკვეულ დონეს მოითხოვს. მსოფლიოს მსხვილი ქვეყნების მთავრობებს შეუძლიათ შექმნან პროექტი, სადაც მრავალი მიმდინარე ინიციატივა გაერთიანდებოდა ან, მაგალითად, შესაძლებელია კოლექტიური შეთანხმება წელიწადში AI-ის განვითარების მისაღებ ტემპზე და კომპანიის დავალდებულება, დაიცვან პასუხისმგებელი ქცევის მაღალი სტანდარტები.

გარდა ამისა, აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო გამოყენების ტექნიკური შესაძლებლობების შემუშავება, რაზეც ამჟამად მკვლევარები მუშაობენ.

ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი ზედამხედველობა ყველა შემთხვევაში არ არის საჭირო, კონტროლის გარეშე არაფრით შეიძლება, როდესაც საქმე ზემძლავრ სისტემებს ეხება:

"ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანებმა მთელ მსოფლიოში დემოკრატიულად უნდა გადაწყვიტონ AI სისტემების დასაშვები საზღვრებისა და პარამეტრების საკითხები".

ავტორები ასევე ამტკიცებენ, რომ ტექნოლოგია ძალიან სასარგებლოა. მას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება მთელ მსოფლიოში და დაეხმაროს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრას. უფრო მეტიც, მათი აზრით, ხელოვნური ინტელექტი ეკონომიკურ ზრდასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

ტექნოლოგიის განვითარების სრულად აკრძალვა შეუძლებელია, რადგან მას უზარმაზარი უპირატესობები გააჩნია, ხოლო მისი შემუშავების ხარჯები ყოველწლიურად მცირდება. ამიტომ ბლოგის ავტორები მოგვიწოდებენ, ყველაფერი სწორად გავაკეთოთ.

ადრე ვწერდით ევროკავშირის მიღწევებზე ხელოვნური ინტელექტის რეგულირების სფეროში.