FTX აშშ-ს საბანკო სისტემაში თავის დასაძვრენ საშუალებებს იყენებს?

icon FTT
icon FOR
ფოტო - FTX აშშ-ს საბანკო სისტემაში თავის დასაძვრენ საშუალებებს იყენებს?
FTX–ის შესახებ თქმულება გრძელდება: New York Times–მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნავარაუდებია, რომ FTX პატარა ბანკს იყენებდა, რათა ლიცენზიისთვის მიმართვა აეცილებინა თავიდან.
კრიპტოვალუტის ბირჟის  FTX-ის გაკოტრებამ კრიპტოსაზოგადოებაში და მის მიღმა ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.

ამან ასევე ნათელი მოჰფინა მის ზოგიერთ პოტენციურად არაეთიკურ ქმედებას, რაც  New York Times–ის ბოლო სტატიის თემა გახდა.

მასში გაზეთი იუწყება, რომ ვაშინგტონის შტატში მდებარე Farmington State Bank-მა, რომელსაც ახლა  Moonstone ეწოდა, და რომელიც "მომავალი თაობის ფინანსების ევოლუციას მხარს უჭერს", FTX-ისგან მისი ამჟამად გაკოტრებული შვილობილი კომპანიის, Alameda-ს მეშვეობით  ინვესტიცია მიიღო.

2022 წლის მარტში, ალამედამ, ვითომდა, ბანკში 11,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო, მაშინ როდესაც აშშ-ში ის  სიდიდით 26-ე  ბანკი  იყო, საერთო ღირებულებით 5,7 მილიონი აშშ დოლარი. ბანკი იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ 2010 წელს ადგილობრივმა გაზეთმა The Spekesman-Review-მ მას უწოდა " არაფრის მქონე ბანკი". მისმა მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯონ ვიდმანმა გაზეთს ისიც კი უთხრა, რომ ბანკმა  იპოთეკის გაცემა შეწყვიტა, რადგან დოკუმენტაცია ზედმეტად მომთხოვნი იყო.

მიყრუებულ ადგილას მდებარე  მცირე ბანკში ინვესტიციების ასეთმა  მაღალმა დონემ  გააჩინა  კითხვები Alameda-სა და FTX-ის მიზნების შესახებ. ერთ–ერთი ჰიპოთეზა ისაა, რომ ეს იყო აშშ-ში საბანკო ლიცენზიის მოპოვებისთვის მოთხოვნების გვერდის ავლის ხერხი, რაც ზოგიერთის მტკიცებით, საკმაოდ რთულია.

შესაბამისად, მთავარი კითხვა ახლა ისაა, მიიღო თუ არა FTX-მა ფედერალური ნებართვა  Farmington-ში წილის შესაძენად. The New York Times-ი იუწყება, რომ ეს ნაკლებსავარაუდოა, რადგან მარეგულირებლები კრიპტო ფირმას მსგავსი ქმედებების განხორციელების ნებას არ დართავდნენ.

FTX–ის კრახმა კრიპტობაზრის მასობრივი ჩამოშლა გამოიწვია,რომელიც ყველას შეეხო.

ადრე GNcrypto  კანადელი მასწავლებლის შესახებ იტყობინებოდა, რომელმაც  FTX–ის კრახის გამო უდიდესი ზარალი ნახა.