მეტავერსის ტოპ 5 ტოკენი ფულის გამომუშავებისთვის

ფოტო - მეტავერსის ტოპ 5 ტოკენი ფულის გამომუშავებისთვის
მეტავერსების ტოკენები ციფრული ვალუტაა, რომლის ემიტირებას მეტავერს-პროექტები იმისთვის ახდენენ, რომ მომხმარებლებს მიწის ნაკვეთით დაწყებული, ტანსაცმლით დამთავრებული, ვირტუალური რაღაცები იყიდონ. ზოგიერთი ტოკენი მხოლოდ მეტავერსებში გამოსაყენებლად არის ხელმისაწვდომი, ხოლო სხვებით ვაჭრობა კრიპტობირჟებზეც შესაძლებელია.
P2E ("ითამაშე ფულის გამოსამუშავებლად") ტოკენები უფრო მეტია, ვიდრე თამაშშიდა ვალუტა. მათ ღირებულება არა მხოლოდ VR-ის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც აქვს. პირველ რიგში, ტოკენებად შეიძლება, უნიკალური ნივთები იქცეს: იარაღი, აღჭურვილობა, შინაური ცხოველები და საზოგადოების/გილდიის წევრობაც კი. ამ ტოკენების გამოყენებას შეუძლია, მომხმარებლებს VIP ფუნქციებზე მისცეს წვდომა და სხვა მოთამაშეებისთვის ტურნირებზე წვდომა განბლოკოს. მეორეც, მეტავერსის ტოკენების კონვერტაცია ფიატურ ფულშია შესაძლებელი. 

თქვენთვის Metaverse P2E საუკეთესო ტოკენების ხუთეული შევარჩიეთ, რომელსაც შეუძლია, იმოქმედოს როგორც ფინანსური ინსტრუმენტი, კრიპტობირჟებზე იყიდება და ვირტუალური სამყაროს ცხოვრებაში სავალდებულო მონაწილეობას არ საჭიროებს.

ტოკენი MANA (Decentraland)

MANA Decentraland-ის 3D სამყაროს მთავარი ტოკენია, რომელზე წვდომის მიღება მომხმარებლებს ბრაუზერის საშუალებით, უფასოდ შეუძლიათ. ამ მეტავერსში მომხმარებლები მუზეუმებსა და საკონცერტო დარბაზებიდან დაწყებული, მთელი ქალაქებით დამთავრებული, ყველაფერს ქმნიან. ტოკენის MANA (ERC-20) გამოყენებით, მომხმარებლებს ვირტუალური ბარათების LAND (ERC-721 სტანდარტის არაჩანაცვლებადი ციფრული აქტივი) ყიდვა, გაყიდვა და გადაცვლა შეუძლიათ. Decentraland-ის აპლიკაცია  Ethereum-ის ქსელის თავზეა აგებული, რათა LAND-ის საკუთრების უფლების მონიტორინგი ხდებოდეს.

Decentraland კრიპტო ახალი ამბების სათაურებში ხშირად ხვდება, რადგან ამ სამყაროში ყველაზე ცხელი მოვლენები ხდება. მაგრამ ძირითად ღირებულებას ტოკენს NFT-ის ფუნქციონალური თავისებურებების მიმართ არსებული დიდი ინტერესი ანიჭებს. NFT-ების მრავალი მფლობელი პლატფორმას თავისი კოლექციების გამოფენისთვის იყენებს. თუმცა, NFT არ არის ერთადერთი, რასაც ტოკენი ბლოკჩეინ Ethereum-ზე სთავაზობს. მისი საკვანძო თავისებურება ვირტუალური თამაშებისა და ციფრული საქონლის შექმნის შესაძლებლობაა.

დათვურ ბაზარზე MANA-ს ფასის შენარჩუნებას შეზღუდული ემისიაც უწყობს ხელს. თავდაპირველად პროექტი 2,8 მილიარდიანი საერთო მოცულობით ამოქმედდა, მაგრამ LAND აუქციონის დროს ტოკენების დაწვის ხარჯზე შემცირდა. ტოკენების MANA საერთო რაოდენობა ახლა 2.19 მილიარდია.
ტოკენ MANA-ს ფასის ცვლილება. წყარო: coinmarketcap

ტოკენ MANA-ს ფასის ცვლილება. წყარო: coinmarketcap

MANA-ს ფასმა მკვეთრი მატება და ვარდნა განიცადა, მაგრამ თავდაპირველ ღირებულებაზე დაბლა არასდროს ჩამოსულა.

MANA-ს შეძენა თითქმის ყველა ძირითად CEX-ბირჟაზეა შესაძლებელი. 

მიუხედავად იმისა, რომ ტოკენის საბაზრო კაპიტალიზაცია ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა, მთლიანობაში, პროექტში დიდ პოტენციალს ვხედავთ. ბოლოს და ბოლოს, დათვური ბაზარი ადრე თუ გვიან დასრულდება,  Decentraland-ის მეტავერსი კი უკვე ახლა იწვევს დიდ ინტერესს სავაჭრო ნიშნებისა და ბრენდების მხრიდან, რომლებსაც ვირტუალური შოპინგის სამყაროში მოხვედრა სურთ.

ტოკენი ILV (Illuvium)

Illuvium ღია 3D სამყაროს მქონე როლური თამაშია (RPG), რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. მომხმარებლები თამაშის ლანდშაფტში მოგზაურობენ და არსებებს ეძებენ, სახელწოდებით "ილუვიალები", რათა მათგან ჯარი შექმნან. თამაშში ტოკენიზირებული ვალუტა ILV გამოიყენება, რომლის გამომუშავება მოთამაშეებს რთული ამოცანებისა და PVP ბრძოლების შესრულებისას შეუძლიათ. ტოკენი ILV ასევე მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, Illuvium DAO საზოგადოების მართვაში მონაწილეობა მიიღონ და სათამაშო სტრატეგიების არჩევისას ხმის უფლებასაც ანიჭებს. 

გარდა ამისა, ეს არის NFT, რომელიც ივაჭრება და მისი გამოყენება სტეიკინგისთვის შეიძლება. 

ILV-ს შეძენა შესაძლებელია ვებგვერდებზე:

● Coinbase
● Binance 
● BTCEX
● OKX
● Bitrue 
● Bitget
ILV-მ 2021 წელს დიდ პროგრესს მიაღწია. წყარო: coinmarketcap

ILV-მ 2021 წელს დიდ პროგრესს მიაღწია. წყარო: coinmarketcap

პროექტმა Illuvium რამდენიმე ინვესტორისგან $5 მილიონი მოაგროვა პლატფორმის შესაქმნელად, რომელიც Ethereum-ის ბლოკჩეინზე დაფუძნებულ NFT-ებსა და საბრძოლო თამაშებს აერთიანებს. მისი ერთ-ერთი წამყვანი სპონსორი ვენჩურული  კაპიტალის კომპანია Framework Ventures არის.

ტოკენი ILV შეიძლება, ჩაითვალოს საინვესტიციო ობიექტად, იმ პირობით, რომ პროექტის მარკეტინგული მხარდაჭერა იმავე დონეზე დარჩება და და Illuvium-ის სამყაროდან მოთამაშეების გადინება არ მოხდება.

ტოკენი AXS (Axie Infinity)

Axie Infinity კრიპტოთამაშების მეტავერსია, სადაც არის პერსონაჟები, სახელად Axies, რომლებიც არაჩანაცვლებად ტოკენს წარმოადგენს. მომხმარებლებს პოკემონის მსგავსი ამ არსებების შეძენა, შეჯვარება (0.005 ETH-ად), გაცვლა და უძლიერეს AXS-ს შორის ორთაბრძოლების გამართვა შეუძლიათ. თამაშში არის  ვირტუალური უძრავი ქონებაც, რომელიც პლატფორმაზე რეკლამით დაინტერესებულ არამოთამაშე მომხმარებლებს იზიდავს. ტოკენ AXS-ის გამოყენებით, მოთამაშეებს შეუძლიათ, თამაშშიდა შესყიდვები მოახდინონ და საზოგადოების მართვაში მონაწილეობა მიიღონ.

Axie Marketplace ბლოკჩეინ თამაშების სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია. 2022 წლის სექტემბრისთვის პროექტს მთელს მსოფლიოში დაახლოებით 1,5 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, ხოლო ტოკენების შიდა წლიურმა ბრუნვამ $2 მილიარდს გადააჭარბა. მაგალითად, სულ რაღაც ერთი ვირტუალური მიწის ნაკვეთი პლატფორმაზე $2,5 მილიონად გაიყიდა. შეგიძლიათ, ტოკენები შეაგროვოთ, ან თამაშშიდა ბაზარზე P2P Axie გაყიდოთ.
ტოკენ AXS-ის ფასის მოძრაობის ისტორია. წყარო: coinmarketcap

ტოკენ AXS-ის ფასის მოძრაობის ისტორია. წყარო: coinmarketcap

ყველაზე პოპულარული პლატფორმები AXS ტოკენით ვაჭრობისთვის:

  • Binance
  • BTCEX
  • OKX
  • CoinTiger
  • CoinW

Axie Infinity-ს სამყაროს საკვანძო თავისებურება გეიმპლეის მართვასა და შექმნაში თითოეული მოთამაშის მონაწილეობაა. Axies-ის ფართო არჩევანი, ატრიბუტების სხვადასხვა კომბინაციის ხარჯზე, მოთამაშეებსა და იშვიათი NFT-ების კოლექციონერებს შორის დამატებით მოთხოვნას ქმნის. ამიტომ, მოკლევადიან პერსპექტივაში, ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ პროექტმა პოზიციები დაკარგოს.

SAND (Sandbox)

The Sandbox-ის მეტავერსმა, რომელიც ბლოკჩეინ Ethereum-ზეა დაფუძნებული, კრიპტობაზარზე შესანიშნავი სტარტი აიღო. ეს ვირტუალური სათამაშო სამყაროა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ, შექმნან ციფრული ელემენტები და თავისი შინაარსის მონეტიზაციაც მოახდინონ. ამ VR პლატფორმაზე ყოველ წუთში ასობით ასეთი გაყიდვა ხდება. მოთამაშეებს შეუძლიათ, ტოკენები SAND მეტავერსში ციფრული საქონლის შესაძენად და P2E-ში მონაწილეობის მისაღებად გამოიყენონ. 

ტოკენი SAND საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც ვირტუალური უძრავი ქონებით და მეტავერსში საკუთარი ბრენდის პოპულარიზაციითაა დაინტერესებული. ათობით სავაჭრო ნიშანმა Sandbox-თან პარტნიორობის შესახებ გამოაცხადა, SoftBank-ი კი სახსრების მოზიდვას ჩაუდგა სათავეში, რომლის შედეგად პროექტმა $93 მილიონი მიიღო.
ტოკენ SAND-ის ფასის მოძრაობის ისტორია. წყარო: coinmarketcap

ტოკენ SAND-ის ფასის მოძრაობის ისტორია. წყარო: coinmarketcap

ამჟამად 3 000 000 000-იანი მთლიანი მიწოდებიდან მიმოქცევაშია 1 499 470 108 ტოკენი SAND. დღიური ბრუნვა, კრიპტოზამთრის პერიოდშიც კი, $83 მილიონზე დაბლა არ ჩამოდის. ტოკენი აქტიურად ივაჭრება CEX-ბირჟებზე, მათ შორის WhiteBIT-ზე.

თავიანთ ოფიციალურ წარმომადგენლობას Sandbox-ის მეტავერსში დუბაის შეიხებიც კი ხსნიან, მათ კი პერსპექტიული პროექტების შესახებ ბევრი იციან.

ტოკენი, რომელიც ჯერ არ არსებობს

2022 წლის ზაფხულში კრიპტოსამყაროში აგორდა სკანდალი Fortnite-ის მეტავერსის ტოკენებთან დაკავშირებით, რომლებიც ბაზარზე გამოჩნდა და სწრაფად ძვირდებოდა. კომპანია Epic Games-ის ხელმძღვანელი ტომ სუინი, რომელმაც პროექტი Fortnite აამოქმედა, სასამართლოთი დაემუქრა ტოკენ FORT-ის დეველოპერებს, რომელიც DEX-პლატფორმებზე 2021 წლის ბოლოს გამოჩნდა.

გაწევ-გამოწევისას გაირკვა, რომ ტოკენს თაღლითობის ნიშნები არ ჰქონდა. ის Fortnite-ის სამყაროს ყველაზე მგზნებარე თაყვანისმცემელთა ჯგუფმა შექმნა, რომლებსაც ამ გზით პლატფორმის მხარდაჭერა და მისი ცნობადობის გაზრდა სურდათ. გარდა ამისა, მათ განაცხადეს, რომ მეტავერსს საკუთარი ტოკენი სჭირდება, რათა მოთამაშეებმა თავიანთი საყვარელი VR სამყაროს მართვაში ხმის მიცემის უფლება მოიპოვონ.

მაშინ ტომ სუინიმ თავისი გაიტანა: ტოკენი FORT ყველა სავაჭრო პლატფორმიდან ამოიღეს. მაგრამ Epic Games-ის გუნდი მას შემდეგ მიანიშნებს, რომ თუ Fortnite-ის ტოკენი მოთამაშეებს სჭირდებათ, მაშინ ისინი ამ პრობლემის გადაჭრაზე იფიქრებენ.

აღსანიშნავია, რომ ამ მეტავერსის ვიზუალიზაციისა და გეიმპლეის ხარისხი უბადლოა. Fortnite-ის სამყაროში ყოველ დღე დროს სამ მილიონზე მეტი მოთამაშე ატარებს. თანაც, ამ მეტავერსის მონახულება უფასოა და ხელმისაწვდომია როგორც პერსონალური კომპიუტერიდან, ასევე სმარტფონიდან.
Fortnite-ის სამყარო დიდებული დეტალიზაციით გვაოცებს. წყარო: Fortnite

Fortnite-ის სამყარო დიდებული დეტალიზაციით გვაოცებს. წყარო: Fortnite

ამიტომ, დაველოდებით და სიახლეებს თვალს ვადევნებთ. თუ Epic Games Fortnite-ის მეტავერსისთვის ტოკენს გამოუშვებს, მისი წარმატება გარანტირებული იქნება.