რა მიქსერები მოქმედებს Tornado Cash-ის დახურვის შემდეგ?

ფოტო - რა მიქსერები მოქმედებს Tornado Cash-ის დახურვის შემდეგ?
Tornado Cash კრიპტოვალუტების ყველაზე პოპულარული მიქსერი იყო. მისი გავლით ყოველთვიურად ასობით ათასი მომხმარებლის ფული გადიოდა. პროტოკოლსა და მასთან დაკავშირებულ საფულეებზე სანქციების დაწესების შემდეგ, ზოგიერთი კლიენტი დაიბნა.
მაგრამ არსებობს კიდევ ათეული პროტოკოლი, რომელიც Tornado Cash-ის ალგორითმის მიხედვით მოქმედებს და სამართალდამცავი ორგანოების რისხვის ობიექტი ჯერ არ გამხდარა.

რა არის კრიპტომიქსერი?

კრიპტომიქსერი არის სერვისი, რომელიც მომხმარებელთა დიდი ჯგუფის ციფრულ აქტივებს ერთმანეთში ურევს, რათა სახსრების მიღების წყარო დამალოს. მარეგულირებლები კრიპტომიქსერის მფლობელებს ადანაშაულებენ იმაში, რომ მათი პროტოკოლებით უკანონო საქმიანობით მიღებული ფულის გათეთრება ხდება, რომელიც შემდეგ ტერორიზმის დაფინანსებასა და იარაღის შეძენაზე მიემართება. 

ასეთ ბრალდებებს თავისი მიზეზი აქვს. თუმცა, თავად სამართალდამცავების ინფორმაციით, უკანონო წარმომავლობა მიქსერებში მოხვედრილი ფულის მხოლოდ 23%-ს აქვს. ძირითადად ეს იმ მომხმარებელთა ფულია, რომლებიც სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან არიან: ჩრდილოეთ კორეა, ირანი, რუსეთი. მისი უმეტესი ნაწილი ეკუთვნის კრიპტოვალუტის მფლობელებს, რომლებსაც სურთ, კრიპტოვალუტებით ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლის კონფიდენციალურობა შეინახონ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს იმ ტრეიდერების სახსრებია, რომლებსაც გადასახადების გადახდა არ სურთ. ეს ფაქტი, თავისთავად, მარეგულირებლებისთვისაც არ არის სასიამოვნო, თუმცა ობიექტურად, ნარკოტიკებით, იარაღით ვაჭრობასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან საერთო არაფერი აქვს.

როგორ მუშაობს კრიპტომიქსერები?

მიქსერები ტრანზაქციების კვალს რევს, რისთვისაც მომხმარებლის მიერ შეტანილ და მის მიერ გამოტანილ სახსრებს შორის დიდ სხვაობას ქმნის. ამასთან, ირევა არა მხოლოდ მთლიანი თანხები, არამედ კრიპტოვალუტებიც. ამისთვის მიქსერები ტრანზაქციებს აერთიანებს და მათ შემთხვევითობის პრინციპით ერთმანეთში ურევს. 

მაგალითად, შეგიძლიათ, სერვისის საფულეში 1 BTC შეიტანოთ და ის ნაწილ-ნაწილ, 2-10 მისამართით, სხვადასხვა დროის ლაგით და უკვე "სუფთა" ისტორიით გაიტანოთ: ფული მისამართებზე შემთხვევითი ლიკვიდობის პულიდან ხვდება და ბლოკჩეინის დამკვირვებლებისთვის მათი ტრაფიკის დადგენა თითქმის შეუძლებელია. 

თითოეულ მომხმარებელს შეუძლია, მთელი შეტანილი თანხა მომსახურების საფასურის გამოკლებით გამოიტანოს. 

არ შეიძლება, მიქსერის გამოყენებას არაეთიკური ქმედება ეწოდოს. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ადვილია BTC-ს, ან ETH-ის  მოძრაობის დადგენა, შეიძლება არსებობდეს კონფიდენციალურობის შენარჩუნების საკმაოდ კანონიერი მიზეზებიც. მართლაც, ბლოკჩეინზე ის კიდევ უფრო ნაკლებია, ვიდრე ნებისმიერ ბანკში, სადაც არსებობის ისეთი ცნება, როგორიცაა "საბანკო საიდუმლოება".

რა კრიპტომიქსერების გამოყენებაა შესაძლებელი?

ყველა მიქსერი ბრაუზერ Tor-ზე მუშაობს და ყველას ერთი სუსტი წერტილი აქვს: დიდი ტრანზაქციები მათ არაეფექტურს ხდის. ვინაიდან მომხმარებლები კრიპტოვალუტის კოქტეილს იღებენ, თუ ერთ მომხმარებელს სხვებზე გაცილებით მეტი შეაქვს, გამოვა, რომ უმეტესი ნაწილი იმისა, რასაც მიიღებს, მისი პირადი სახსრებისგან შემდგარი იქნება. ეს ფული გამომგზავნამდე არსებული გზის დადგენის საშუალებას იძლევა. ანუ, მიქსერები სრული გარანტიის ანონიმურობას იძლევა, თუ მათ ბევრი მომხმარებელი ჰყავს, რომელთაგან თითოეულს დაახლოებით თანაბარი რაოდენობით თანხა შეაქვს. 

1. Anonymix

მიქსერის უპირატესობები:
● რეგისტრაციის არარსებობა;
● გადახდებისთვის 10-მდე საფულის დაკავშირების შესაძლებლობა;
● სახსრები მიღება ერთი დადასტურების შემდეგ;
● დაყოვნების ინტერვალის შერჩევა, კონტროლის გართულების მიზნით;
● ჩაშენებული ბიტკოინ-ლატარია;
● ტრანზაქციების ჟურნალების ავტომატური წაშლა.

ნაკლოვანებები:
● გატანის მინიმალური ზღვარი - 0.035 BTC
● მაღალი საკომისიო - 0.3% + 0.0001 BTC

2. Bitcoin Laundry

უპირატესობები:
● რეგისტრაციის არარსებობა;
● შერევის სწრაფი პროცესი;
● თანხის მიღების 24 საათამდე გადავადების შესაძლებლობა;
● ტრანზაქციის მინიმალური ლიმიტი - 0.002 BTC;
● დაბალი საკომისიო - 0.00002 BTC.

ნაკლოვანებები:
● ჟურნალების ხელით წაშლა;
● საგარანტიო წერილის არარსებობა;
● იყო საჩივრები შერევის შემდეგ დაგვიანებული გადახდების შესახებ.

3. Mixer.money

უპირატესობები:
● რეგისტრაციის არარსებობა;
●  სრული ანონიმურობის მიზნით ფარული პულების გამოყენება;
● ნებისმიერ CEX-ბირჟაზე ფულის გაგზავნის შესაძლებლობა;
● ტრანზაქციის მინიმალური ლიმიტი - 0.003 BTC;
● მომხმარებელთა დიდი რაოდენობა.

 ნაკლოვანებები:
● მიკშირების სერვისის მაღალი საკომისიო - 5% + 0,0007 BTC;
● გადავადებული გადახდა არა უმეტეს 6 საათისა; 
● მაქსიმალური დეპოზიტი - 50 BTC.

4. PrivCoin

უპირატესობები:
● რეგისტრაციის არარსებობა;
● სახსრების სხვა მონეტებში (BTC, ETH, LTC BCH) კონვერტაციის შესაძლებლობა;
● დაყოვნების დიდი ინტერვალი (36 საათამდე);

ნაკლოვანებები:
● ანონიმურობის დონის დამოკიდებულება კომისიის ზომაზე;
● მინიმალური ტრანზაქციის ლიმიტი - 0.01 BTC.

მიაქციეთ ყურადღება, რომ ზოგიერთი კრიპტომიქსერის მისამართებზე გადასვლისას ჩნდება MetaMask-ის გაფრთხილება, რომ რესურსი, სავარაუდოდ, ფიშინგური, ან გატეხილია. 

Tornado Cash-ის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემდეგ, ასეთი გაფრთხილებები Tor-ის თითქმის ყველა რესურსზე ჩნდება, ამიტომ ისინი სინამდვილეს ყოველთვის არ შეესაბამება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგიძლიათ, ბრმად ენდოთ ნებისმიერ კრიპტომიქსერს, რომელიც BTC-ის კრისტალურ ბზინვარებამდე გაწმენდას გპირდებათ.