კრიპტოვალუტის უმსხვილესი ფონდების ტოპ-7
საინვესტიციო ფონდები კომპანიებია, რომლებიც კრიპტოვალუტის პროექტების ადრეულ მხარდაჭერას ახორციელებს, რისთვისაც განვითარებისთვის სასტარტო კაპიტალს სთავაზობს.
ყველაზე ხშირად, ფონდები ახალგაზრდა სტარტაპის ტოკენების ნაწილს Seed-, Strategic- და Private-რაუნდებში ყიდულობს. ამ სეგმენტს მონეტების 20%-მდე, ყველაზე დაბალ ფასად, მაგრამ ასევე ყველაზე ხანგრძლივი დაბლოკვით ერგება.
ფონდების მიხედვით, რომლებმაც პროექტში ინვესტიცია ჩადეს, ირიბად მისი ხარისხის დადგენაა შესაძლებელი: პროექტის რენტაბელურობასა და პოტენციურ მომგებიანობას დიდი გუნდი სწავლობს, რომელიც განსაზღვრავს, ღირს თუ არა მასში ფულის ჩადება.
ადრე, უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი, რომელიც ბლოკჩეინსა და Web3 სტარტაპებს მხარს უჭერდა, Alameda Research იყო. ბირჟა FTX-ის დაცემამ ყველა შვილობილი კომპანიის, მათ შორის Alameda-ს გაკოტრება გამოიწვია. ჩვენ 7 უმსხვილესი კომპანია შევკრიბეთ, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს და საინვესტიციო საქმიანობის ფლაგმანებად გამოდს.
Pantera Capital
პირველი ამერიკული საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2013 წლიდან მხოლოდ ბლოკჩეინის ტექნოლოგიითაა დაკავებული. პორტფოლიოში 135 პროექტია, რომელთა შორისაა XRP, Cosmos, Near Protocol, Maker DAO, 1INCH. ფონდის ინვესტიციების მესამედი DEFI ეკოსისტემაზე წავიდა, მეორე მესამედი - ყველა სახის ბლოკჩეინ-სერვისსა და ინფრასტრუქტურაზე. დანარჩენი GameFi-ს, კრიპტობირჟების ტოკენებსა და სტეიბლკოინებს შორისაა განაწილებული.
პროექტების მთლიანი კაპიტალიზაცია, რომელთა მონეტებს Pantera Capital ფლობს, $32 მილიარდია, ხოლო მათი დღიური ვაჭრობის მოცულობა $607 მილიონს აჭარბებს.
Capital-ის ვებ-გვერდი, პორტფოლიოს განყოფილება
Multicoin Capital
ფონდის დამფუძნებლების თქმით, Multicoin გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე პროექტებს აქტივების სწრაფად გაყიდვის სურვილის გარეშე ეძებს. ამ კომპანიისგან ინვესტიციები 90 კომპანიამ მიიღო. მათგან ყველაზე მსხვილია Solana, Internet Computer, Aptos, Coin98. პრიორიტეტი DEFI-სექტორს ენიჭება, შემდეგ კი, სიის მიხედვით, ახალი ტექნოლოგიური ბლოკჩეინები, სოციალური ქსელები და NFT მოჰყვება.
პორტფოლიოს კაპიტალიზაცია $59 მილიარდია, მთლიანი ვაჭრობის მოცულობა $404 მილიონი. სერვის Cryptorank-ის მიხედვით, ინვესტიციების მოცულობით, დომინაციის მაჩვენებლით 6,62%, Multicoin-ს ლიდერი პოზიციები უკავია. ამაზე მაღალი ინდიკატორი მხოლოდ Alameda Research-ს ჰქონდა, რომელიც, როგორც მივხვდით, ჩამონათვალს გამოეთიშა.
Multicoin Capital-ის პორტფოლიო
Andreessen Horowitz (a16z)
ვენჩურული ფონდი, რომელიც ინვესტირებას კრიპტო და Web3 სტარტაპებში ახდენს. ინვესტიციების ჯამური მოცულობა $7 მილიარდს აჭარბებს, ამასთან ფონდის ყველაზე დიდი, $4.5-მილიარდიანი განყოფილება ახლახან შეიქმნა. ბლოკჩეინ-ინფრასტრუქტურა და ინტერნეტ-სერვისები, ინვესტიციების კუთხით, საკვანძო პოზიციებს იკავებს. ოდნავ ნაკლები ყურადღება DeFi-ს, GameFi-სა და NFT-ს ეთმობა.
პორტფოლიოში პროექტების რაოდენობა 113-ია, ჯამური კაპიტალიზაცია კი - $44 მილიარდი. აღსანიშნავია, რომ დათვის ბაზარზე პროექტებიდან, რომლებშიც Andreessen Horowitz-მა ინვესტიცია ჩადო, მომგებიანი მხოლოდ 30% რჩება.
Andreessen Horowitz-ის პორტფოლიო
Arrington XRP Capital
სპეციალური ვენჩურული ქვედანაყოფი, რომელიც ბლოკჩეინ-პლატფორმასთან Ripple არის დაკავშირებული. მთავარი აქცენტი DEFI-სერვისებზე კეთდება, რომლებშიც სახსრების 40%-ია ინვესტირებული. ასევე ფონდი ბლოკჩეინ-ინფრასტრუქტურა GameFi-ის პროექტებითა და სტეიბლკოინებით არის დაინტერესებული. პორტფოლიოში 92 სტარტაპია, რომელთა შორისაა Algorand, Fantom, ImmutableX, Moonbeam, KAVA.
პორტფოლიოს კაპიტალიზაცია $30 მილიარდს აღწევს, 24 საათიანი ვაჭრობის მოცულობა - $450-ს. კრიპტოვალუტის ფონდების ბაზრის წილი 2,97%-ია.
Arrington XRP Capital-ის პორტფოლიო
Coinbase Ventures
საინვესტიციო ფონდი, რომელიც აშშ-ის კრიპტოვალუტის უმსხვილესი ბირჟა Coinbase Exchange-ის მიერაა შექმნილი და მართული. პროექტებს შორისაა - Polygon, Flow, Aptos, Mina Protocol, Celo.
ინკუბირებული პროექტების რაოდენობით სხვა კომპანიებს აღემატება, ზურგს უკან 250-ზე მეტი საინვესტიციო რაუნდი აქვს.
მონეტების სავაჭრო მოცულობა, რომლებშიც Coinbase-მა ინვესტიცია ჩადო, $450 მილიონია, კაპიტალიზაცია კი - $30 მილიარდი.
Coinbase Ventures-ის პორტფოლიო
Polychain Capital
დიდი საინვესტიციო ფონდი, რომლის მთავარი ოფისი სან-ფრანცისკოში მდებარეობს. პრიორიტეტი DEFI-პროექტებს ენიჭება, ასევე ფონდი Web3 სერვისებითა და ზოგადი კრიპტოგრაფიული ინფრასტრუქტურით არის დაინტერესებული. სულ 112 ინვესტიცია განხორციელდა, რომელთა შორისაა Uniswap, Avalanche, Tezos, Zilliqa, Compound. ბოლო მსხვილი ინვესტიციებიდან აღსანიშნავია Fleek ($25 მილიონი) და Tharsis Labs ($55 მილიონი).
პორტფოლიოს კაპიტალიზაცია $23 მილიარდია, 24 საათიანი ვაჭრობის მოცულობა - $351 მილიონი.
Polychain Capital-ის საინვესტიციო საქმიანობის დეტალები (Cryptorank.io)
Sequoia Capital
ამერიკული ვენჩურული ფირმა, რომელიც უახლესი ციფრული ტექნოლოგიებითა და ბლოკჩეინით არის დაკავებული. Sequoia-მ მხარი მრავალი დიდი სტარტაპის განვითარებას დაუჭირა - Filecoin, STEPN, Hooked Protocol, Band Protocol, pSTAKE. ჯამში კომპანიას 55 ინვესტიცია აქვს. ძირითადი აქცენტი ბლოკჩეინ-სერვისებსა და ინფრასტრუქტურაზე კეთდება, ასევე პროექტების სიაში მრავალი ცენტრალიზებული ბირჟა, აპლიკაცია და NFT არის.
კრიპტოვალუტის კომპანიების დომინაციაში ფონდი 5,5%-იანი მაჩვენებლით მესამე ადგილზეა. პორტფოლიოს საბაზრო კაპიტალიზაცია $51 მილიარდია.
Sequoia Capital-ის საინვესტიციო საქმიანობის დეტალები (Cryptorank.io)