ყველაზე პოპულარული NFT- ფოტოგრაფები

ფოტო - ყველაზე პოპულარული NFT- ფოტოგრაფები
არაჩანაცვლებადი ტოკენების სივრცეში ბევრი ნიჭიერი მხატვარია, მაგრამ NFT-ფოტოგრაფების შესახებ გაცილებით ნაკლებია ცნობილი. შემოქმედების ეს ნიშა დღემდე ნახევრად ცარიელია.
თუ თქვენ გაქვთ დაუძლეველი სურვილი, შექმნათ თქვენი საკუთარი ტოკენი, მაგრამ ღმერთმა იმის ნიჭით არ დაგაჯილდოვათ, რომ ლამაზად დახატოთ, შეგიძლიათ სცადოთ თქვენი ძალები ფოტო NFT-ს მოჭრაში. როდესაც ამ მიზანს მიაღწევთ, თქვენმა ჰობიმ შეიძლება კოლექციონერებისგან ღირსეული ანაზღაურება და ათასობით თაყვანისმცემლის აღიარება მოგიტანოთ.

ოღონდ, თავდაპირველად დააკვირდით მარკეტპლეისებზე მოთხოვნად ფოტოგრაფებს. წაიკითხეთ მათი პოსტები, შეხედეთ მათ ნამუშევრებს, შეაფასეთ ფოტოების სტილი და თემატიკა. შესაძლოა, სხვისი შემოქმედების შესწავლა თქვენი შემოქმედების სურვილის კატალიზატორი გახდეს.

ჩვენ შემოგთავაზებთ ყველაზე საინტერესო  NFT-ფოტოგრაფების ანგარიშების ჩამონათვალს

ჯასტინ ავერსანო

ჯასტინ ავერსანო არის ამერიკული სავაჭრო მოედნის, Quantum Art-ის თანადამფუძნებელი, რომელიც  NFT ფოტოების გაყიდვაზეა სპეციალიზირებული. გარდა ამისა, ჯასტინი არის SaveArtSpace-ის, არაკომერციული ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, რომელიც საჯარო სივრცეებში ხელოვნების ნიმუშების დემონსტრირებით არის დაკავებული. მისი ნამუშევრების კოლექციებმა მყიდველებს მილიონიანი მოგება მოუტანა NFT-ს მეორად ბაზრებზე.

ციფრული ობიექტების შესაქმნელად ჯასტინი იყენებს ქანდაკების, ფერწერის, პორტრეტის ფოტოების ელემენტების თავისუფალი ასოციაციისა და მულტიშრეების ტექნიკას.

მაგრამ, არის ბევრი ნამუშევარი, რომელთა ტოკენიზაციას ის არ ახდენს. ძირითადად, ეს არის რიგითი მოქალაქეების პორტრეტები. ავერსანო ჰუმანისტია და იზიარებს სიკვდილის წინაშე ყველა ცოცხალი არსების თანასწორობის იდეას. ამიტომ, მის პორტრეტებზე ხშირად გამოსახულია არა ვარსკვლავები, არამედ შემთხვევითი გამვლელები: მოხუცები, მოზარდები, შეყვარებული წყვილები.
ფოტოგრაფის საავტორო ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია მის პერსონალურ საიტზე.

ფოტოგრაფის საავტორო ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია მის პერსონალურ საიტზე.

კეიტ სიმარდი

კეიტ სიმარდი  არის NFT ფოტოგრაფიის პიონერი და მოგზაური. ის კანადაში დაიბადა და იქ ზოგჯერ ჩადის, მაგრამ ცხოვრების უმეტეს ნაწილს მოგზაურობაში ატარებს. კეიტი მუშაობს  პეიზაჟის ჟანრში, ამიტომ მისი ნამუშევრების უდიდესი ნაწილი  ნეპალის, პერუს, ისლანდიის, ახალი ზელანდიის ბუნების უნიკალური კადრებია. მისი მხატვრული სტილი აერთიანებს რეალობასა და ფანტაზიას კომპოზიტურ ფოტოგრაფიაში.

კეიტს ძალიან ნაყოფიერ შემოქმედს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ის წელიწადში ათზე ნაკლებ ტოკენიზებულ ნამუშევარს ყიდის, რადგანაც დიდ დროს უთმობს  ფოტოების ფილიგრანულ დამუშავებას. ისინი ხელოვნების სრულფასოვან ნიმუშებად იქცევიან. SuperRare პლატფორმაზე,  კეიტ სიმარდის  ყველაზე იაფი NFT ფოტო 7 ETH ღირს, ხოლო ყველაზე ძვირი -100 ETH.

ხოსე რამოსი

ხოსე რამოსი პეიზაჟის კიდევ ერთი ფოტოგრაფი პორტუგალიიდან. ის ექიმი-ფსიქიატრია, მაგრამ უკვე 18 წელია ფოტოგრაფიით პროფესიონალურად არის დაკავებული.

მისი ნამუშევრები რამდენჯერმე დაიბეჭდა National Geographic-ში და სხვა საერთაშორისო ფოტო ჟურნალებში.

მისი სურათები და მათთან დაკავშირებული თხზულებები  ფოკუსირებულია ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაზე. ეკოლოგია, ცნობიერება, სულიერება, ემოციები და ჭვრეტა არის ის თემები, რომელთა შესწავლას ხოსე ცდილობს თავის ფოტოებში.

რამოსმა თავისი ნამუშევრების ტოკენიზირება ორი წლის წინ დაიწყო. ის ათავსებს მათ SuperRare და OpenSea პლატფორმაზე. მყიდველებს მიაჩნიათ, რომ მათ უდავოდ აქვთ სამკურნალო ეფექტი. თავად ფოტოგრაფი კი თავის ჰობის ფსიქოთერაპევტულ სეანსს ადარებს.

ხოსე რამოსის ფოტოების სრული კატალოგის ნახვა მის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი.

გვიდო დი სალიე

გვიდო დი სალიე არის ყველაზე მოთხოვნადი კანადელი NFT ფოტოგრაფი. მისი ნამუშევრების უმეტესობა 50 ETH-ად ან მეტ ფასად გაიყიდა. ის  80-იანი წლების სტილში მუშაობს და თავის ნამუშევარს ასე აღწერს: „ ფოტოაპარატი  ხელში პირველად 1982 წელს დავიჭირე, მაგრამ მხოლოდ 33 წლის შემდეგ დავიწყე ციფრული სურათების, ფოტოების, ნახატებისა და კოლაჟების შექმნა.  ჩემი ხელოვნება ემყარება ერთ მარტივ წესს:  მაგარი ადამიანების, ადგილებისა და ნივთების საკულტო გამოსახულებების შექმნა“.

ჩვენ გვიდოს NFT ფოტოების სტილს, “brutal fashion”-ს ვუწოდებდით.. ამაში შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ SuperRare-ზე მისი ტოკენების კოლექციას დაათვალიერებთ.

მისი ნამუშევრების სრული კატალოგის ნახვა შესაძლებელია აქ.

დეივ კრუგმანი

დეივ კრუგმანი, ფოტოგრაფი ბრუკლინიდან, ერთ-ერთი პირველი ფოტოგრაფია, რომელმაც street-ფოტოს  ჟანრის სურათების ტოკენიზირება მოახდინა. მისი ძირითადი მიმართულებებია ურბანისტიკა, არქიტექტურა, ქალაქის პეიზაჟები და ტრანსპორტი. ის თავის ნამუშევრებს OpenSea-სა და Nifty Gateway-ზე  ფასების საშუალო კატეგორიაში წარმოადგენს.

DRIVE არის 111 ავტომობილის სურათებისგან შემდგარი NFT-ფოტოების კოლექცია, რომლებიც ქუჩის ფოტოგრაფიის 10 წლის განმავლობაშია გადაღებული.

დეივზე თვალის დევნება Instagram-შიც არის შესაძლებელი.

შესაძლებელია ნებისმიერი ფოტოს არაჩანაცვლებად ტოკენად გადაქცევა. მაგრამ იმისათვის, რომ მან მოწონება დაიმსახუროს, გამოსახულებამ ემოციური რეაქცია უნდა გამოიწვიოს. ამისთვის არ არის აუცილებელი იყო პროფესიონალი ფოტოგრაფი და გყავდეს გამომწერების დიდი რაოდენობა სოციალურ ქსელებში. საკმარისია იყო დაკვირვებული, კრეატიული და ყოველთვის თან გქონდეს კარგი კამერა.

ასეთი მოყვარულის მაგალითი, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს,  ჩვენი ერთ-ერთი სტატიის გმირი არტემ გუმილევსკია. მან თავისი ციფრული პროექტი NFT-ების გასაყიდ პლატფორმებზე აამოქმედა და არა მხოლოდ ფულის გამომუშავება  შეძლო, არამედ უკრაინელ მოხალისეებსაც დაეხმარა.