AI - რევოლუცია საჯარო მართვაში

ფოტო - AI - რევოლუცია საჯარო მართვაში
რუმინეთის მთავრობამ წარმოადგინა რობოტი, სახელად Ion, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი (AI) გააჩნია. მანქანა დაეხმარება საჯარო მოხელეებს, უკეთ გაერკვნენ საზოგადოების პრობლემებში. ინოვაციურ მიდგომას უწოდებენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პირველ ექსპერიმენტს, მოქალაქეებსა და საჯარო მოხელეებს შორის კავშირების გასაძლიერებლად. ეს მხარს დაუჭერს დემოკრატიასა და ხელისუფლების ლეგიტიმურობას განმტკიცებას.
Ion პროექტი, რომელსაც ადგილობრივი სტარტაპი Humans.ai ახორციელებს, აგროვებს მონაცემებს სოციალური ქსელების ავტომატური ანალიზის, ცალკე პლატფორმაზე განთავსებული გარკვეული ჰეშთეგებისა და შეტყობინებების მეშვეობით. შემდგომში, მონაცემების საფუძველზე, ახდენს ანგარიშების ფორმირებას საჯარო პირების საჭიროებებისთვის. რუმინეთის ინოვაციების მინისტრმა, სებასტიან ბურდუჯამ აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, საზოგადოებისგან მიღებული მონაცემების საფუძველზე ხელოვნური ინტელექტი პოლიტიკური  რეკომენდაციების გაცემას შეძლებს. 
 
ამ ზაფხულს ბოტს მოდერნიზაციას გვპირდებიან. განახლება პასუხის გენერირების შესაძლებლობებს გააფართოებს და აღჭურავს Ion-ს ინსტრუმენტების პანელით, რომელიც საჯარო მოხელეებს, სხვადასხვა პარამეტრის გათვალისწინებით, მონაცემების გაფილტვრის საშუალებას მისცემს. მარტში Ion-მა ადრე შეგროვებული მასალებიდან მინიმუმ ერთი ანგარიშის მომზადება მოახერხა. 
 
ამგვარ პროექტებს თან ერთვის კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელსაც ევროკავშირი ამზადებს. ეს არის ევროკავშირში ხელოვნური ინტელექტის სისტემების შემუშავებისა და დანერგვის ნორმებისა და ინსტრუქციების პირველი ყოვლისმომცველი კრებული. რუმინეთი, როგორც ევროკავშირის 27 ქვეყნიდან ერთ-ერთი, ვალდებული იქნება ამ კანონის ყველა დებულებას დაემორჩილოს.

GC
GN Crypto
ავტორი