ტრეიდერის ჰოროსკოპი: დათვური თევზები და ხარული ლომები

ფოტო - ტრეიდერის ჰოროსკოპი: დათვური თევზები და ხარული ლომები
ახალი წლის წინ ყველა ცდილობს, საკუთარ ჰოროსკოპს ჩახედოს. ისინიც კი, ვისაც ამ სისულელეების არ სჯერა. კრიპტოტრეიდერები პრაგმატული, მაგრამ ცრუმორწმუნე ადამიანები არიან, ამიტომ მათთვის ზოდიაქოს მიხედვით ტრეიდინგის სახუმარო ნაკრები მოვამზადეთ.
Disclaimer: ყველა აღწერა სუბიექტური და სახუმარო ხასიათისაა, სავაჭრო გადაწყვეტილების მიღებისას ჰოროსკოპის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ მკითხველს ეკისრება.

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

თუ გსურთ, საკუთარ შეცდომებში ყველაზე თანმიმდევრული ტრეიდერი ნახოთ, ახლომახლო ვერძი მოძებნეთ. მისი ყველაზე საყვარელი ინდიკატორი იმავე  ფოცხზე ისევ და ისევ დაბიჯებაა. ის, მთელი თავისი სიჯიუტით, ერთსა და იმავე სტრატეგიის მომხრე იქნება და რამდენიმე მონეტის ერთგული დარჩება, რომლებითაც ვაჭრობა პირველად დაიწყო. არც ბირჟების შეცვლა უყვარს.  

ვერძთან კამათი წყლის ნაყვაა, რაღაცის დამტკიცება კი - ამაო, სხვა ფინანსური ინსტრუმენტებისკენ თავის მიბრუნების მცდელობა - უაზრო. ის თავისი თავის სატოში ნაკამოტოც არის და ჯასტინ სანიც. 

ის ასევე საშინელი იდეალისტია და შეუპოვრად სჯერა, რომ დეცენტრალიზაცია სინათლეა, ცენტრალიზაცია კი - სიბნელე. ამიტომ, ის უპირატესობას DEX-პლატფორმებს ანიჭებს. ზოგადად, ის ყველანაირი წესების წინააღმდეგ იბრძვის, გარდა იმ წესებისა, რომელთაც თავად ადგენს. 

ვერძ ტრეიდერს ერთი უდავო უპირატესობა აქვს. მისი აყოლიება FUD-ზე რთულია. ვერძი პანიკაში არასოდეს ვარდება, ის უბრალოდ კედელს ანგრევს თავით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კარი მარჯვნივ, ნახევარ მეტრშია.

კრიპტოლეგენდა ვერძი: როს ულბრიხტი.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

კურო ტრეიდერი ვერძზე ჯიუტიც კი არის. მაგრამ ის ერთი მნიშვნელოვანი დეტალით გამოირჩევა: კურო საშინლად ძუნწია. ის ბალანსზე ყველასთვის უსარგებლო, მკვდარ შითკოინებს ინახავს და ღრმად სწამს, რომ ისინი ოდესმე მაინც გამოადგება. თუნდაც სხვა ნაგავ პროექტში ჩასადებად. 

კურო ეჭვიანი და ფრთხილია, არავის ენდობა (ზოგჯერ საკუთარ თავსაც კი), არ არის მიდრეკილი ნოვატორობისკენ, მაგრამ ზოგადად, ცხოვრებაში ხალისიანი პესიმისტია. კუროს საყვარელი ფრაზა: „ანაბარი სწორედ dump-ინგისთვის არის საჭირო". ამიტომ, როდესაც მისი PnL პაწაწინა პლუსსაც კი აჩვენებს, ძალიან უკვირს და თვლის, რომ საშინლად გაუმართლა.

რეინვესტირება არ უყვარს, ანგარიშზე დიდი თანხები დიდხანს არ უჩერდება. არა იმიტომ, რომ მათ ქველმოქმედებაში ხარჯავს, არამედ იმიტომ, რომ ჯიუტია და ერთსა და იმავე შეცდომებს იმეორებს. 

სამაგიეროდ, კურო სიგნალებით არ ვაჭრობს და "ჰაიპური" ახალი ამბების ნაკლებად სჯერა.

კრიპტოლეგენდა კურო: კრის ლარსენი

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ჩვენ სერიოზულად ეჭვი გვეპარება, რომ ტრეიდერი ტყუპები ნამდვილად ვაჭრობენ. მათთვის ხომ უფრო მნიშვნელოვანია, პროცესზე ისაუბრონ, ვიდრე ინდიკატორებს ადევნონ თვალი. თუ ფორუმზე აქტიური მოლაყბე გაიცანით, რომელიც ნებისმიერ საკითხზე რჩევებს დაუღალავად გასცემს და დეტალებს გიზიარებთ, როგორ მიიღო წარმატებით პროფიტი შემობრუნებამდე წამით ადრე, ეჭვიც არ შეგეპაროთ, თქვენს წინაშე ტყუპებია. სხვათა შორის, თუ ის ჩატში ასეთი ერთია, ამას კაცი კიდევ აიტანს, მაგრამ თუ ორნი არიან, მოსვენებას არავის მისცემენ.

ტყუპები გიგაბაიტობით ინფორმაციის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ და ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ეძებენ. ისინი ყველა მომავალი ტოკენსეილისა და სხვადასხვა სახის დროპების შესახებ საქმის კურსში არიან. ნებისმიერ საკითხში ექსპერტები, ნებისმიერ დავაში კი გამარჯვებულები არიან. მაგრამ არა იმიტომ, რომ მართლები არიან, არამედ იმიტომ, რომ მათთან კამათით დაიტანჯებით.

ამასთან, ყველა ტყუპები ოპტიმისტია და უკლებლივ ყველაფრის ნათელი მომავლის სჯერა: იმისაც, რომ ბიტკოინი მილიონი ეღირება, იმისაც, რომ DeFi-ს წარმატება ელის და იმისაც, რომ სულ მალე Lamborghini-ს ფული ექნებათ.

კრიპილეგენდა ტყუპები: ტიმ დრეიპერი

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ყველაზე უნდობელი ტრეიდერი, რა თქმა უნდა, კირჩხიბია. მას ყველგან სკამები და მარკეტმეიქერების შეთქმულებები ელანდება. ის სხვის შემოსავალზე ეჭვიანობს, ხშირად საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის, FOMO-სკენ მიდრეკილია. ამასთან, ვერძივით ჯიუტია და კრიტიკისადმი მორიელივით მგრძნობიარე. 

კირჩხიბი საკუთარ დაუფასებლობას განიცდის და ამიტომ ცდილობს, თავისი წარმატებების შესახებ ყველას უამბოს. მართალია, თავადაც არ სჯერა, რომ მისი სჯერათ, რადგან სინამდვილეში თავის თავს ზაზუნად თვლის, რომელიც თავს ვეშაპად ასაღებს.

აღქმის ასეთი ორმაგობა ტრეიდერ კირჩხიბს მტკიცე მელანქოლიკად აქცევს, რომელიც მწუხარებას სიცილის ნიღბის ქვეშ მალავს. ხომ არ დაიბენით ამ წინააღმდეგობებში? ახლა კი წარმოიდგინეთ, როგორია საწყალი კირჩხიბისთვის საკუთარი თავის შეცნობა. 

ტრეიდერი კირჩხიბი სტაბილურობით არ გამოირჩევა. მას შეუძლია, თავის ბნელ კუთხეში კვირებით იჯდეს, შემდეგ კი ბირჟას ეცეს, რათა ერთდროულად რამდენიმე გარიგება გახსნას. თუ სტოპით ითიშება, ისევ თავის ჯავშანში დიდი ხნით იმალება, საკუთარ თავს, მონეტების დეველოპერებს და ზოგადად კრიპტობაზარს წყევლის. 
კირჩხიბებს შორთინგში ბადალი არ ეყოლებათ: სხვა ნიშნებზე უკეთ შეუძლიათ მომენტის დალოდება, რათა კლებაზე ითამაშონ.

კრიპტოლეგენდა კირჩხიბი: ჯოზეფ ლუბინი

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ვინ არის ის, ვინც მუდმივად "ჰაიზე" ყიდულობს? რა თქმა უნდა, ლომი! ის ხომ ვიღაც ზაზუნა არაა, რომელიც პორტფელში იაფ აქტივებს აწყობს! და თუ იყიდა და მიხვდა, რომ ფასში ასცდა, შეცდომას არასოდეს აღიარებს. პირიქით, პირზე დუჟით დაიწყებს მტკიცებას, რომ ახლა ხარული ტრენდი დგება და ყველა ნახავს, როგორ აბიბინდება ჩარტები. ამიტომაც, დარწმუნებულები ვართ, რომ ბაზარს ზედა მიმართულებით სწორედ ლომები ამოძრავებენ, რომლებმაც, შტერულად, პიკზე მოახდინეს ინვესტიცია. 

ლომი მლიქვნელობას ხარბდება, ამიტომ ადვილია, მას ყველაზე არაგონივრული ქმედებებისკენ უბიძგოთ. მაგალითად, თუ მიანიშნებთ, რომ ტოკენ ABC-ს ახლა ინსტიტუციონალები ყიდულობენ და შესასვლელი პირადი მოწვევით მხოლოდ მისთვის იქნება გახსნილი, ლომმა, შესაძლოა, pump-ში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ცხოველური ინსტინქტი დაეხმარება, დროულად, პროფიტით ამოხტეს. 

თუმცა, ცოდვა გამხელილი სჯობს, ლომები უფრო ხშირად YouTube არხებზე ჰყვებიან, როგორ უნდა ივაჭროთ სწორად, ვიდრე პრაქტიკაში თავად აკეთებენ ამას. ისინი ძლიერი მედიასპეციალისტები არიან, რომლებსაც ყველაზე სუსტი პროექტის პოპულარიზაციას კი შეუძლიათ. გრაფიკებსა და ინდიკატორებთან ყოველდღიური მუშაობა მათთვის მოსაწყენად გამოიყურება.
2023 წელს ჩვენ კრიპტობაზარზე ლომები ნამდვილად გვჭირდება. Მეთანხმებით?

კრიპტოლეგენდა ლომი: ჯასტინ სანი

ქალწული (24 აგვისტო - 22 სექტემბერი)

ქალწული ბაზარზე ყველაზე სკრუპულოზური, თანმიმდევრული და მშვიდი ტრეიდერია. ის პედანტია და ყველაფერში წესრიგი უყვარს. როგორც ჩანს, მისი თანდასწრებით ელიოტის ტალღებიც პატარა ტალღოვანებად იკატუნებს თავს, "სიკვდილის ჯვარი" კი თავის მუვინგებს პარალელურ სწორ ხაზებად ასწორებს. 

ქალწულს shitcoin-ით ვერ შეაცდენთ. ის არ ჩადებს ინვესტიციას აქტივებში, რომლებიც დროში გამოცდილი არაა. მისი პორტფელი რისკის პროფილისა და საინვესტიციო პერიოდის მიხედვითაა დაბალანსებული. ყოველი მონეტა სკამდე 3-ჯერ არის შემოწმებული, ყოველი NFT კი რარიტეტულობის თვალსაზრისით შეფასებული. 

ამბობენ, რომ ყველა პატარა ქალწული ბავშვობაში სამყაროს მმართველობაზე ოცნებობს და ასაკთან ერთად არ კარგავს იმედს, რომ ეს ახდება. 

ბაზარზე შესვლისას ქალწული, უპირველეს ყოვლისა, კონკურენტებს აკვირდება და მათ ურცხვად „ცხრილავს“.

რა თქმა უნდა, მოგვიანებით მათ დაინდობს. ქალწული კეთილია, როდესაც მაძღარია. მისი დევიზია: "ნუ მასწავლი როგორ ვიცხოვრო, სჯობს ფინანსურად დამეხმარო!"

კრიპტოლეგენდა ქალწული: ჩანლენგ ჩჟაო

სასწორი (23 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

სასწორს კვირაში შვიდი პარასკევი აქვსო. თუ ბაზარზე ასეთი ტრეიდერის მდგომარეობას ორი სიტყვით აღვწერთ, ეს ჟღერს როგორც: "non-stop storm”.

ის ერთი სტრატეგიიდან მეორეში დახტის, მონეტებსა და პლატფორმებს იცვლის. დღეს სასწორი ყველას უყვება, რომ სიგნალებით ვაჭრობა იოლი შემოსავალია, ხვალ კი უკვე დარწმუნებულია, რომ ყველა, ვინც სიგნალზე ვაჭრობს, თაღლითია და ლიკვიდურ სტეიკინს არაფერი სჯობს.

სასწორ ტრეიდერს სტოპების დაყენება და ხანდახან, გარიგების გახსნამდე საკუთარი დეპოზიტის შემოწმებაც კი ავიწყდება. ამასთან, ღამის განმავლობაში შეუძლია, ტელეფონს სამჯერ დახედოს, რათა დარწმუნდეს, რომ ფასი მისთვის საჭირო მიმართულებით მოძრაობს.

სასწორები საკუთარ თავთან მუდმივ კოგნიტიურ დისონანსში არიან. როგორ ახერხებენ ამავდროულად ფულის გამომუშავებას, მხოლოდ ნაკამოტომ იცის. მაგრამ მათი დეპოზიტი არასოდეს ნულდება: ფსკერზე რაღაც ყოველთვის რჩება. ამ წვეთებიდან იღბლიანი სასწორი ღირსეულ თანხას კვლავ აკოწიწებს.

კრიპტოლეგენდა სასწორი: კრეიგ რაითი

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მორიელი ტრეიდერი თავის კვერცხებს ერთ კალათაში არასოდეს აწყობს, "ჰაიზე" არასოდეს ყიდულობს, სტოპების დაყენება არასოდეს ავიწყდება და სავაჭრო ბოტებს არ იყენებს. ეს შემოქმედებითი ადამიანია, რომელიც ყოველთვის ახალ იდეებს აფრქვევს. ის თავად ამუშავებს საკუთარ სტრატეგიებს, ირჩევს ინდიკატორების რთულ კომბინაციებს და, ალბათ, ყველასგან მალულად, უკვე წერს ტექნიკური ანალიზის განახლებულ სახელმძღვანელოს.

მას ძალიან უყვარს ფული და არ უყვარს ადამიანები, რომლებიც მისგან სესხულობენ. 

მას შეუძლია, ვერძს შუბლით კედლის განგრევაში შეეჯიბროს. მაგრამ ის ფრთხილად ურტყამს, თანაც მანამდე კედელზე ბალიშს იმაგრებს. 

მორიელი წესრიგისა და პროგნოზირებადობის მომხრეა. DEX-პლატფორმებზე თავს არაკომფორტულად გრძნობს, რადგან, პრინციპში, არავის ენდობა. მისთვის უფრო ადვილი CEX-ბირჟებზე ვაჭრობაა. მაღალი ვოლატილობის პერიოდში ის კომაში ვარდება, რადგან ფასის მიმართულებაში მტკიცედ ვერ იქნება დარწმუნებული.

ზოგჯერ გაუგებარია, რა ქარმა შემოაგდო მორიელი კრიპტობაზარზე? მას უფრო საფონდო ბირჟაზე აქციებით ვაჭრობა შეშვენის. 

კრიპტოლეგენდა მორიელი: ჩარლზ ჰოსკინსონი

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

მშვილდოსანი ცხოვრებაში იღბალაა. მხოლოდ ასე შეგვიძლია ავხსნათ, როგორ ახერხებს ის ფულის გამომუშავებას ვაჭრობისადმი აბსოლუტურად გულგრილი მიდგომით. სავარაუდოდ, მას მეგობრები ეხმარებიან, რომლებიც ყოველთვის უხვად ჰყავს.

მშვილდოსანი ტრეიდერი მინიმუმ 1:100-ის ლევერიჯით ვაჭრობს, ხშირად margin call-ში ხვდება, ინდიკატორებს უგულებელყოფს და Pancake-ზე ყველანაირ ნაგავსა და OpenSea-ზე მოპარულ NFT-ებს დიდი სიამოვნებით ყიდულობს. ფინანსური ინსტრუმენტების არჩევის მხრივ, მშვილდოსანი "ყველაფერშიკია". 

მისი დევიზია "მაშინაც მართალი ვარ, როცა ვცდები!" თავის აზრს გამოხატავს მაშინაც კი, როდესაც ენაზე კბილის დაჭერას სთხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პირადად შეხვედრისას თავპირის განგრევით ემუქრება, სერიოზულ სკანდალამდე საქმე არასდროს მიდის. მშვილდოსანს არ ჰყავს მტერი, გარდა საკუთარი დაუდევრობისა.
მაგრამ მას ყოველთვის უმართლებს. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია.
დარწმუნებული ვართ, რომ ის იღბლიანები, რომლებმაც FTX-დან ფულის გამოტანა მის კრახამდე მოასწრეს, სწორედ მშვილდოსნები იყვნენ. როგორ იოლადაც მოდის ფული მშვილდოსანთან, ისევე ადვილად მიდის მისგან. თუმცა, ეს მას დიდად არ აღელვებს. ის მხიარული ოპტიმისტია და დარწმუნებულია, რომ ფულის გამომუშავებას ყოველთვის შეძლებს: ალტკოინების სია ვრცელია და უნდა, ყველაფერი სცადოს.

კრიპტოლეგენდა მშვილდოსანი: ჩარლი შრემი

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

თხის რქა დიდი შრომისუნარიანობით გამოირჩევა. თხის რქა ტრეიდერს შეუძლია, სავაჭრო ფანჯარა დღეების განმავლობაში არ დახუროს. ყველაზე უკეთ თავს მაშინ გრძობს, როდესაც PnL პლუს ნიშნით, სულ მცირე, ორნიშნა რიცხვს აჩვენებს. მზადაა, ტელეფონს ჩახუტებულს ეძინოს და თვალი ადევნოს, როგორ იზრდება მისი დეპოზიტი. 

ამასთან, ყოველთვის საღი აზროვნებით ხელმძღვანელობს და სტეიკინგში არც ერთ ტოკენს არ გაყინავს, თუ პოტენციურ შემოსავალს კალკულატორით წინასწარ არ დათვლის. 

თუ ტელეფონსა და ლეპტოპს წაართმევთ, მაშინვე იპოვის პარტნიორებს, რომლებიც საკუთარი დესკტოპიდან წვდომას მისცემენ. ამ ნიშნის ადამიანები საქმიან პარტნიორებს მარსზეც კი იპოვიან. რა თქმა უნდა, კოპიტრეიდინგისთვის მასზე უკეთეს მენტორს ვერ ნახავთ. თხის რქამ ვაჭრობის შესახებ ყველაფერი იცის. ასეთი ძუნწი რომ არ ყოფილიყო, არა მხოლოდ პარტნიორები, არამედ მეგობრებიც ეყოლებოდა.

ერთადერთი ნიშანი, რომელთანაც თხის რქა საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას ვერ შეძლებს, არის კურო. ისინი ერთმანეთს დასცხებენ, როგორც კი საქმე $7,13-ის ოდენობის შემოსავლის გაყოფას მიადგება.  

თხის რქა ტრეიდერის დევიზია: ”მსოფლიოს გაუმჯობესება მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ ჩემი ცხოვრება უნდა გავაუმჯობესო!”

კრიპტოლეგენდა თხის რქა: ჯედ მაკკალები

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მერწყული ტრეიდერი ზოდიაქოს ყველა სხვა ნიშანს შორის ყველაზე დიდი რეალისტია. მან ზუსტად იცის, რა უნდა, რამდენი წინაღობაა ოცნებამდე განლაგებული და სად დაიფინოს თივა, დაცემა მტკივნეული რომ არ იყოს. ის ყოველთვის ცოტათი მომავალში ცხოვრობს, ამიტომ ცდილობს, ვაჭრობისთვის რაღაც ეგზოტიკური მონეტა აირჩიოს, როგორიცაა NMR და ამასთან, მათზე ფულის გამომუშავებასაც კი ახერხებს. ამიტომ,  ნებისმიერი წამგებიანი სიტუაციისთვის, მას კრიზისის დაძლევის საგზაო რუკა გაწერილი აქვს.

ის შემოთავაზებულ სავაჭრო სტრატეგიას უმცირეს შემადგენლებად შლის და თითოეულ ინდიკატორს გამადიდებელი შუშით სწავლობს.

დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ტრეიდინგში მერწყულს პროცესი აინტერესებს და არა შედეგი. როგორც კი ნებისმიერ ბაზარზე მოქმედებების ალგორითმი გასაგები ხდება და რუტინად იქცევა, ვაჭრობის სურვილი უქრება.

შემდეგ მერწყულს, იგივე ენთუზიაზმით, შეუძლია, გიგანტური მფრინავი ციყვების მოშენებით, ან მარადიული ძრავის დამზადებით დაკავდეს.

მაგრამ ყველაზე პერსპექტიულ მონეტებს მაინც ცივ საფულეში, სამომავლოდ შეინახავს.

კრიპტოლეგენდა მერწყული: ვიტალიკ ბუტერინი

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

თუ მომავალში კრიპტობირჟები ზოგიერთი ტრეიდერისთვის ფულის გადახდას დაიწყებენ, რათა ამ უკანასკნელებმა მათ პლატფორმაზე არ ივაჭრონ, ეს თევზები იქნებიან. 

ინფანტილიზმი, საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღების ქრონიკული უუნარობა და კონკურენციის პანიკური შიში თევზების მთავარი თვისებებია. მახასიათებლების ასეთი ნაკრებით, ტრეიდერს უჭირს, მაგრამ ის ძალიან ცდილობს. 

თევზები მუდამ უსაფრთხო ფსკერს ეძებენ და გამოთვლებში ყოველთვის ცდებიან. იმიტომ, რომ თვლა ცუდად იციან. ისინი სათლით აქეთ-იქით დარბიან, რათა ლიკვიდურობას შეუშვირონ, რომელიც ფასდაკლებით მოედინება, თუმცა ვერც ერთხელ ვერ არტყამენ. იმასაც კი, რაც დეპოზიტზე დაწვეთებას ასწრებს, მშვიდობიანად გარეთ ღვრიან, რადგან ცდილობენ, ყველაფერი ერთად და უცებ მოასწრონ. 

თევზებისგან კარგ მხატვრები, მწერლები და მასწავლებლები, მაგრამ ცუდი ბიზნესმენები გამოდიან. თევზების დევიზი: "ისევე კარგად ვვაჭრობ, როგორც ვმღერი!"

კრიპტოლეგენდა თევზები: სემ ბენკმენ-ფრიდი