Defrost სახსრებს დააბრუნებს

ფოტო - Defrost სახსრებს დააბრუნებს
Defrost-მა ჰაკერების თავდასხმის შემდეგ თანხის დაბრუნების დეტალური გეგმა გამოაქვეყნა.
Defrost-ის ხელმძღვანელობამ, რომელიც თავის პროექტს აღწერს, როგორც შემდეგი თაობის სტეიბლკოინისთვის განკუთვნილ პლატფორმას, განაცხადა, რომ V1 ჰაკერული თავდასხმისას მოპარული სახსრები დაბრუნდა.

 Medium-ზე გამოქვეყნებულ ახალ პოსტში Defrost-ის გუნდმა განაცხადა, რომ მფლობელებისთვის თანხის დაბრუნებას მალე დაიწყებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროცესი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. 

დასაწყისისთვის, მისამართებზე არსებული ყველა ETH სტეიბლკოინში, კონვერტაციის მომენტში მიმდინარე საბაზრო კურსით იქნება კონვერტირებული. 

ამის შემდეგ, სტეიბლკოინებს Ethereum-დან Avalanche-ზე გადაიტანენ და ონჩეინ მონაცემების მიხედვით დაადგენენ, ვის ეკუთვნოდა მონეტები თავდასხმამდე. დეტალები მონაცემთა ანალიზის ეტაპის შემდეგ გასაჯაროვდება. განცხადებაში აღნიშნულია: 

"შემდეგ ჩვენ გავშლით სმარტ კონტრაქტებს, რომლებიც სახსრებს გაანაწილებს. კანონიერი მფლობელები საკუთარი აქტივების წაღებას იმავე მისამართებზე არსებულ სტეიბლკოინებში შეძლებენ". 
23 დეკემბერს ჰაკერმა flash loan (მომენტალური სესხი) გამოიყენა, რათა პლატფორმა Defrost V2-დან ფული გაეტანა. თავის ტვიტერში კომპანიამ განაცხადა:

”იგივე, ან სხვა ჰაკერმა პრივატული გასაღები მოიპარა, რათა შეტევა ბევრად უფრო დიდ პლატფორმაზე - Defrost V1-ზე განეხორციელებინა. ამჟამად ვარკვევთ, კონკრეტულად როგორ შეძლეს ბოროტმოქმედებმა გასაღების ხელში ჩაგდება და პროტოკოლის გატეხისთვის მისი გამოყენება".
წყარო: Defrost-ის Twitter

წყარო: Defrost-ის Twitter

მანამდე Gagarin News ჩესტერ სტოიანოვიჩზე წერდა, რომელიც 2019 წლიდან 2022 წლამდე ნიუ-იორკში ცხოვრობდა. კრიპტოვალუტის მაინინგის თაღლითური სქემებით მან, სულ მცირე, 12 ადამიანი მოატყუა. მიმდინარე წლის აპრილში ის დააკავეს, 29 ნოემბერს კი დანაშაული აღიარა.

ჩვენ ასევე 2022 წლის 10 საუკეთესო DeFi-თავდასხმა შევარჩიეთ.