რა არის იმბალანსი ტრეიდინგის დროს და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის?

ფოტო - რა არის იმბალანსი ტრეიდინგის დროს და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის?
იმბალანსი (imbalance) – არის სიტუაცია, როდესაც არსებობს ყიდვის ან გაყიდვის ორდერების ჭარბი რაოდენობა, ამის გამო იქმნება გეპი, რომლის ხილვაც გრაფიკებზეა შესაძლებელი. ასეთი გეპის გამოყენება შესაძლებელია სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღებისას.
იმბალანსი - არის ყიდვის და გაყიდვის ორდერებს შორის წონასწორობის არარსებობა.  
იმბალანსის ვიზუალიზაცია

იმბალანსის ვიზუალიზაცია

მისი განსაზღვრა კლასტერული გრაფიკების ან ფუტპრინტების გამოყენებით ხდება, სადაც ფერი  bid-ის ან ask-ის მნიშვნელოვან გადაჭარბებას აჩვენებს. ამის ხელით გაკეთება არაეფექტური და შრომატევადია, ამიტომ ტრეიდერები შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებენ.

იმბალანს ფუტპრინტი დამატებით გამოჰყოფს ფერით ფასების იმ დონეს, რომლებზეც ბაზრის რომელიღაცა მონაწილე აგრესიულად იქცეოდა.

როგორ ხდება იმბალანსის აგება

ტრადიციულად ფასის ერთ დონეზე არის მოცულობა, რომლითაც ვაჭრობა bid-ით  და ask-ით მოხდა.

იმბალანსი bid-ს და ask-ს ერთმანეთს დიაგონალურად ადარებს და ერთის მეორეზე მნიშვნელოვან გადამეტებას აჩვენებს. ანუ, bid შედარებულია ask-თან, რომელიც ერთი დონით  ზევით მდებარეობს, ხოლო ask-ს ადარებენ bid-ს, რომელიც ერთი დონით ქვევით მდებარეობს.
იმბალანსის განსაზღვრა ფუტპრინტის მეშვეობით

იმბალანსის განსაზღვრა ფუტპრინტის მეშვეობით

ფასის შემობრუნება  – არის დაბალი რისკის მქონე იმბალანსის გამოყენების იდეალური მაგალითი. შემობრუნება მნიშვნელოვან დონეებზე უნდა ეძებოთ. ეს შეიძლება იყოს დღის მაქსიმუმი/მინიმუმი ან მხარდაჭერის/წინააღდეგონის დონე.

მნიშვნელოვან დონეზე შესაძლო შემობრუნების მაჩვენებელი შემდეგი რამ შეიძლება იყოს:

  • საპირისპირო იმბალანსის გამოჩენა. მაგალითად, უარყოფითი იმბალანსი დღის მაქსიმალურ დონეზე ან დადებითი იმბალანსი დღის მინიმალურ დონეზე. მრავალრიცხოვანი იმბალანსი ან იმბალანსები ზედიზედ მინიმუმ სამი ფასის დონეზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ის ჩნდება, როდესაც ბაზარზე შემოდიან დიდი მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ განათავსონ მთელი ორდერი მნიშვნელოვანი მოცულობით ერთსა და იმავე ფასის დონეზე;
  • იმავე ფერის იმბალანსის არარსებობა, რაც წინა ბარებზე იყი, ტრენდის მოძრაობის შემდეგ;
  • ბარი გრძელი ჩრდილით, ეს ფორმაცია მიუთითებს დიდი როდენობით მყიდველებსა და გამყიდველებს შორის ბრძოლის შესახებ;
  • მაქსიმალური მოცულობის ზონის  ტრენდის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა;
  • დიდი მოცულობა იმბალანსის არარსებობის დროს მყიდველებსა და გამყიდველებს შროის ბრძოლაზე მიუთითებს.

იმბალანსები ფასის ტრენდული მოძრაობისთვის აუცილებელ „საწვავს“ ქმნიან, რადგანაც ეს აგრესიული მოცულობაა.

მარკეტმეიკერებს სარეზერვო აქტივის გარკვეული მარაგი აქვთ. ამიტომ, როდესაც გეპის  დახურვაა აუცილებელი, ის  აქტივს, ლიკვიდურობას მატებს, რითაც ხურავს მას ისე, რომ ვაჭრობა  სამართლიანი ფასით გაგრძელდეს.

იმბალანსის ზონა ყოველ ჯერზე მაგიურ ნიშნად არ უნდა მიიჩნიოთ და დაუფიქრებლად არ უნდა შეხვიდეთ გარიგებაში. მიზანშეწონილია დააკვირდეთ მის მახლობლად ნებისმიერი პატერნის  ფორმირებას და გადაწყვეტილებები ფასის ქცევაზე დაყრდნობით მიიღოთ.  

იმბალანსი ნებისმიერ ბაზარზე შეიძლება მოხდეს მნიშვნელოვანი ამბების, მსხვილი მოთამაშეების მოგების ან ზარალის ანგარიშების გამოქვეყნების, ერთი კომპანიის მიერ მეორის გამოსყიდვის, რეზონანსული ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ და ა.შ. კრიპტობაზარი ერთ-ერთი ყველაზე ვოლატილურია, ამიტომ მნიშვნელოვანი წყვეტა “high”-სა და “low”-ს შორის იქ საკმაოდ ხშირად გვხვდება, თუმცა არავის გაუუქმებია ვეშაპების შეთქმულებები და ინსაიდერული ინფორმაციის გაჟონვა.

 როგორც წესი, იმბალანსის დახურვა რამდენიმე წუთის ან საათის  განმავლობაში ხდება იმ ტაიმფრეიმის გათვალისიწნებით, სადაც ტრეიდერი ვაჭრობს, ერთეულ შემთხვევებში ამას შეიძლება რამდენიმე სავაჭრო სესია დასჭირდეს.    

იმბალანსის გამოყენების უპირატესობები

  • შესვლის წერტილზე მიუთითებს;
  • ტრენდზე და მის დასაწყისზე მიუთითებს;
  • სწორი მხარის დაჭერის და ზარალის მინიმიზირების საშუალებას იძლევა;
  • მხარდაჭერის და წინააღმდეგობის დონეებს ადასტურებს;
  • სტანდარტული და ტრეილინგ  სტოპების დონეებს აჩევენებს;
  • ქმნის კონკურენტულ უპირატესობას ბარის შიგნით ინფორმაციის წაკითხვისას.

იმბალანსის გამოყენების უარყოფითი მხარეები

  • ავტომატიზირებული ინსტრუმენტარი მხოლოდ ყველაზე თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფას გააჩნია;
  • საჭიროებს სწრაფ რეაქციას;
  • საჭიროებს ბაზარზე მუდმივ ყოფნასა და სიტუაციის მონიტორინგს;
  • ინსტრუმენტი აჩვენებს უამღლეს ეფექტურობას მხოლოდ intraday ტრეიდინგის დროს;

დაკვნა

ფუტპრინტის გამოყენება იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას ჩაიხედოთ ბარის შიგნით და დაინახოთ რა ხდება ბაზარზე რეალური დროის რეჟიმში. ფუტპრინტ იმბალანსი არის ძლიერი, მაგრამ ელეგანტური და თანამედროვე ინსტრუმენტი კრიპტოვალუტური ბაზრის ტექნიკური ანალიზისთვის. თუ გსურთ ბაზარზე ბევრ ტრეიდერზე წინ იყოთ, გამოიყენეთ თანამედროვე სოფტი,  მიჰყევით ტრენდს და არ იმოძრაოთ მის წინააღმდეგ.