რატომ ჩქარობს დიდი ბრიტანეთი Britcoin-ის დანერგვას
ხაზინამ და ინგლისის ბანკმა საზოგადოებას ციფრული გირვანქა სტერლინგის პროექტი წარუდგინეს. ვალუტას უკვე არაოფიციალურად Britcoin-ი ეწოდა. დიდი ალბათობით, ბრიტანული CBDC მიმოქცევაში 2025 წლის შემდეგ შევა.
მიუხედავად იმისა, რომ ნაღდი ფული არსად გაქრება, ციფრული გირვანქა სტერლინგი, რომელიც ინგლისის ბანკის მიერ იქნება გამოშვებული და უზრუნველყოფილი, შეიძლება გახდეს გადახდის ახალი სანდო, ხელმისაწვდომი და ადვილად გამოსაყენებელი მეთოდი, - განაცხადა ხაზინის კანცლერმა, ჯერემი ჰანტმა.
როგორი ხარ, Britcoin?
დიდი ბრიტანეთის ბანკი და ხაზინა გვპირდებიან, რომ 10 ციფრული გირვანქა სტერლინგის ღირებულება ყოველთვის ნაღდი ფულით 10 გირვანქა სტერლინგის ღირებულების ტოლი იქნება. CBDC უზრუნველყოფილია ტრადიციული ფულით და ურთიერთჩანაცვლებადია ნაღდი ფულითა და საბანკო დეპოზიტებით. „არავითარი ვოლატილობა, არაუზრუნველყოფილი კრიპტოაქტივებისგან განსხვავებით“, - გვიხსნის ხელისუფლება.
CBDC-ის მფლობელების მონაცემები მიიღებს კონფიდენციალურობის იმავე დონეს, როგორც ეს გირვანქა სტერლინგის საბანკო ანგარიშის მფლობელების შემთხვევაშია. რაიმე ანონიმურობაზე საუბარი არ არის. Britcoin-ზე წვდომა ორგანიზებული იქნება კერძო კომპანიების ციფრული საფულეების საშუალებით. მომხმარებლებს KYC-ის გავლა მოუწევთ, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს შეეძლებათ, ბანკებისგან CBDC მფლობელების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვონ.
გამოყენების შეზღუდვები
პირველ ეტაპზე, სურთ შეზღუდონ CBDC-ის ოდენობა, რომლის ფლობაც ინდივიდს შეუძლია. ერთის მხრივ, ხელისუფლებამ უნდა წაახალისოს ადამიანები ქეშთან დაშორებისა და Britcoin-ზე გადასვლისკენ. მეორეს მხრივ, არსებობს შიში, რომ საბანკო დეპოზიტებიდან ციფრულ გირვანქა სტერლინგში სახსრების სწრაფი გადინება მოხდება.
საუბარია 10- 20 ათასი გირვანქა სტერლინგის ლიმიტზე. ფინანსისტების თქმით, მსგავსი შეზღუდვებით, მოქალაქეების 75-100%, ხელფასის მიღებას Britcoin-ში შეძლებს.
გარდა ამისა, Britcoin არ არის განკუთვნილი დანაზოგვისთვის. ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ CBDC-ის ფინანსურ ინსტიტუტში შენახვისთვის არანაირი პროცენტი არ იქნება დაწესებული.
რატომ კეთდება ეს
უნდა ითქვას, რომ ბრიტანეთის ცენტრალური ბანკი და ხაზინა უკვე წააწყდა კითხვებს ციფრული გირვანქა სტერლინგის აზრის შესახებ. ჯერჯერობით, მომხმარებლებისთვის Britcoin-სა და ტრადიციულ ონლაინ გადახდებს შორის განსხვავების დანახვა რთულია.
ინგლისელები ქეშზე უარს ამბობენ
წყარო: UK Finance
მაგრამ აზრი, რა თქმა უნდა, არის. მაღალჩინოსნები პირდაპირ აცხადებენ, რომ სამყარო, სადაც ნაღდი ფული აღარ გამოიყენება, Amazon, ან Alphabet კი საკუთარ სტეიბლკოინებს უშვებს, მათ არ სჭირდებათ.
ჩვენ არ შეგვიძლია, უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ ფულის ყველაზე უსაფრთხო ფორმა, „საჯარო“ ფული - ანუ სახელმწიფოს მიერ ზოგადი გამოყენებისთვის გამოშვებული ფული - სულ უფრო და უფრო ნაკლებად სასარგებლო გახდება, - ამბობს ინგლისის ბანკის მმართველის მოადგილე ჯონ კანლიფი.
თუმცა, მომხმარებლები ირჩევენ გადაიხადონ ბარათებით, რომლებსაც მხარს უჭერს კერძო სექტორი და არა მთავრობა. ხელისუფლებას მხოლოდ ამ "ტორტის" ნაჭერი კი არ სურს, არამედ მისი მთლიანად შეჭმა უნდა.
ამასთან, ბიზნესს შესთავაზებენ ფოკუსირება მომხმარებელთა ინოვაციურ მომსახურებაზე მოახდინოს. ციფრულ საფულეებს შეუნარჩუნებენ ინგლისის ბანკსა და მოქალაქეებს შორის Britcoin-ში განხორციელებული ტრანზაქციების ტექნიკური თანხლების ფუნქციას.
ამგვარად, როგორც კანლიფი განმარტავს, Britcoin-ი ტექნიკური ფირმების მონეტებს ონლაინ ბაზრის მონოპოლიზების საშუალებას არ მისცემს. სავარაუდოდ, სახელმწიფო ამის დამოუკიდებლად გაკეთებისთვის ემზადება. მომხმარებლებისთვის ბონუსად იქცევა იაფი და სწრაფი გადახდები, განსაკუთრებით კი ტრანსსასაზღვრო.
ინგლისელი მაღალჩინოსნები ხაზს უსვამენ, რომ ეს ნაბიჯები ცენტრალური ბანკების გლობალური ძალისხმევის ნაწილია. მსგავს წინადადებებს განიხილავენ მთელი მსოფლიოს ქვეყნები, მათ შორის ევროზონა, აშშ და ჩინეთი. ო, საოცარო ახალო სამყაროვ, შენ უკვე კარს მოგვადექი!