NFT-თამაშების ახალი ერა?Unity-მ ბლოკჩეინთან სამუშაოდ SDK გამოუშვა

ფოტო - NFT-თამაშების ახალი ერა?Unity-მ ბლოკჩეინთან სამუშაოდ SDK გამოუშვა
როგორც ჩანს, Web3-თამაშების ახალი ერა გველოდება, რადგან წამყვანმა მრავალპლატფორმულმა ძრავამ Unity გამოუშვა SDK* რამდენიმე ბლოკჩეინთან, კერძოდ კი, Solana-სთან, Aptos-სთან, ImmutableX-თან, Algorand-თან, Flow-თან, Altura-სა და Tezos-სთან მუშაობისთვის. ასევე გამოვიდა SDK კრიპტოვალუტურ საფულე Metamask-თან ურთიერთქმედებისთვის.
*SDK – ინსტრუმენტების, ბიბლიოთეკებისა და დოკუმენტაციის ნაკრებია დეველოპერებისთვის.

Unity-ის დახმარებით შეიქმნა მრავალი პოპულარული სათამაშო პროექტი, როგორც პერსონალური კომპიუტერისთვის, ასევე სმარტფონებისთვის. მათ შორისაა: Pokémon Go, Hearthstone, Cuphead, Rust, Hollow Knight და სხვები. ახლა კი ამ ძრავის გამოყენება NFT თამაშების შემუშავების მიზნითაც არის შესაძლებელი.
წყარო: assetstore.unity.com. SDK ბლოკჩეინბთან მუშაობისთვის Unity-სგან

წყარო: assetstore.unity.com. SDK ბლოკჩეინბთან მუშაობისთვის Unity-სგან

ახალი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ეს შეიძლება იყოს განვითარების მორიგი ეტაპი ზემოაღნიშნული ბლოკჩეინებისთვის და ახალი იმედი სათამაშო კრიპტოინდუსტრიისთვის, რადგან P2E პროექტების უმეტესობა სწრაფად გაპარტახდა და არ გახდა პოპულარული "ნამდვილ" გეიმერებში, სავარაუდოდ, ასეთი თამაშების ცუდი ხარისხის გამო, განსაკუთრებით თუ გეიმპლეიზე ვსაუბრობთ. ახლა არის შანსი, რომ სიტუაცია შეიცვალოს.
 
ამ ახალი ამბის ფონზე, IMX (ImmutableX) და ALU (Altura) ტოკენები 15%-ით გაიზარდა. ზემოთ ნახსენებმა სხვა კრიპტოვალუტებმა პოზიტიური რეაქცია არ აჩვენა და ამას, ალბათ საკუთარი მიზეზები აქვს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მოხდა Algorand-ის ეკოსისტემის საფულის, MyAlgo-ის ექსპლოიტი, ხოლო Solana-ს ბლოკჩეინმა კიდევ ერთხელ შეაჩერა მუშაობა ქსელის ხარვეზების გამო (უკიდურესად უდროოდ).
წყარო: MetaMask Twitter

წყარო: MetaMask Twitter

Metamask-ზე თუ ვისაუბრებთ, კომპანია Consensys, რომელმაც ეს კრიპტოსაფულე შექმნა, იწყებს პროგრამას თამაშების დეველოპერებისთვის, სახელწოდებით Sidequest. პროგრამა მოიცავს სემინარებს, სათამაშო ჯემებს და 100 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტებს, რათა ნიჭიერმა გუნდებმა ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და NFT-ების გამოყენებით, უფრო მდიდარი სათამაშო სამყაროები შექმნან. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები 28 აპრილამდე მიიღება.
 
საინტერესოა, რომ Unity-ის შესახებ ახალ ამბებთან ერთად, გამოჩნდა სიახლე მეტავერსზე ორიენტირებული სათამაშო ბლოკჩეინ პლატფორმისგან MultiversX (ყოფილი Elrond). პროექტმა აამოქმედა „სუპერ აპლიკაცია“ სახელწოდებით xPortal, რომელიც დაშიფრული შეტყობინებების, კრიპტოვალუტისა და NFT-ების გაცვლის, ასევე საბანკო ბარათის გამოყენებით გადახდების საშუალებას იძლევა.

ასე რომ, ველოდებით ახალ ეტაპს მულტივერსისა და ბლოკჩეინ თამაშების განვითარებაში. შესაძლოა, Unity-ზე შექმნილი კარგი კრიპტოპროექტები უკვე ამ წლის ბოლოს ვიხილოთ.