Stellar-ის ქსელის და მონეტის Lumens (XLM) მიმოხილვა

ფოტო - Stellar-ის ქსელის და მონეტის Lumens (XLM) მიმოხილვა
ქსელი Stellar და მონეტა XLM ცნობილი გახდა სწრაფი გადარიცხვების და დაბალი საკომისიო გადასახადის გამო, ასევე Ripple-თან კონკურენციისა და ფულადი გადარიცხვების ცნობილ სისტემასთან, MoneyGram-თან კოლაბორაციის წყალობით.

ქსელი Stellar  ადაპტირებულია ნებისმიერ ინტეგრაციაზე და ორიენტირებულია სწრაფ, იაფ და უსაფრთხო საერთაშორისო გადარიცხვებზე. რვა წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ბაზარზე ოპერირების შედეგად პროექტმა გზა გაიარა სტარტაპიდან სრულფასოვან ღია ეკოსისტემამდე  აქტივების ტოკენიზაციის პლატფორმით, რომელთა ნაწილი საკმაოდ პოპულარული გახდა.

რა არის კრიპტოვალუტა Stellar Lumen (XLM)?

Stellar ბლოკჩეინზე შეგიძლიათ შექმნათ, გადარიცხოთ და გაცვალოთ ციფრული აქტივები ან ნებისმიერი ფორმატის ტოკენიზებული ფასეულობები - ფიატური ვალუტით და ფასიანი ქაღალდებით დაწყებული და უძრავი ქონებით დამთავრებული.

მაშინ როდესაც Bitcoin-ის ქსელი  მხოლოდ ბიტკოინ-ტრანზაქციებისთვის შეიქმნა, Stellar არის დეცენტრალიზებული სისტემა, რომელიც იდეალურია ვაჭრობისა და ნებისმიერი ღირებულების გაცვლისთვის.

Stellar Lumen ბლოკჩეინის მთავარი უპირატესობა საკუთარი ტოკენების ემიტირების  შესაძლებლობაა. სხვათა შორის, ამ პლატფორმაზე კოდის დაწერა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე Ethereum-ზე, ვინაიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ პროგრამირების ნებისმიერი  ენა და არა მხოლოდ ვიწროსპეციალიზებული.

პროექტის დამფუძნებლები და მისი შექმნის ისტორია

კრიპტოვალუტა Stellar Lumen  2014 წელს ჯოის კიმმა და ჯედ მაკკალებმა შექმნეს, როგორც ბლოკჩეინ Ripple-ის ფორკი. ჯედი გადადგა Ripple-ის ტექნიკური დირექტორის  თანამდებობიდან, რათა დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის, რომ შესაძლებელია უფრო დეცენტრალიზებული მონეტის შექმნა, რომელიც წინა პროექტებზე უკეთესი იქნება. გარკვეულწილად, Stellar-ისა და Ripple-ის ისტორია Bitcoin-ის და  Litecoin-ის   დაპირისპირებას მოგვაგონებს.

ჯედის გარდა, კრიპტოსაზოგადოების ბევრმა სხვა წარმომადგენელმაც Ripple-ის ქსელის მუშაობის პრინციპები გააკრიტიკა. საქმე ისაა, რომ XRP-ის დაარსების დროისთვის პროექტს დახურული  საწყისი კოდი ჰქონდა, მონეტების უმეტესობა დეველოპერებს ეკუთვნოდა, სერვერები კი Ripple Labs-ის საკუთრება იყო. ეს მიდგომა ეწინააღმდეგებოდა დეცენტრალიზაციის პრინციპებს, რაც არის ღია საწყის კოდზე და ავტონომიური დეცენტრალიზებული კვანძების ფართო ქსელზე აგებული ყველა საჯარო ციფრული აქტივის დამახასიათებელი ნიშანი.

2013 წელს Ripple-ის გუნდმა მაინც გადაწყვიტა მონეტის საწყისი კოდის გახსნა, რის შედეგად  უნდობლობის დონე ოდნავ შემცირდა, თუმცა, core team-ის  წევრების გარკვეული ნაწილი ფორკის შექმნას მაინც დაჟინებით მოითხოვდა. ამის გარეშე, მათი აზრით, შეუძლებელი იყო იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც დაგროვდა და Ripple-ის პროექტის შემდგომი განვითარების  სტოპ-ფაქტორი იყო. სწორედ ასე  გამოჩნდა ახალი კრიპტოვალუტა, Stellar Lumen.

თავდაპირველად, ახალი მონეტა არასრულყოფილ ქსელს, Ripple-ს იყენებდა, მაგრამ საკმაოდ სწრაფად, 2015 წელს, გადავიდა საკუთარ ბლოკჩეინზე Stellar Consensus Protocol (SCP) კონსენსუსის ალგორითმით. ეს არის ბიზანტიური შეთანხმების ალგორითმი, რომელიც უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოებას ირაციონალური ქცევის შემთხვევაში და ნოდებისგან (ქსელის კვანძებიდან) საკმაოდ უმნიშვნელო გამოთვლით რესურსებს მოითხოვს.  მუშაობის მექანიზმი გულისხმობს კონსენსუსის მიღწევას დინამიურ განაწილებულ ქსელში. Stellar-ის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ SCP უფრო სრულყოფილია, ვიდრე Proof-of-Work, უკეთესი კონფიგურაციის, სიჩქარისა და ენერგოეფექტიანობის გამო.

ბლოკჩეინ SCP-ს გამოჩენის მომენტიდან ახალი კრიპტოვალუტის პოპულარობამ დამაჯერებელი ზრდა დაიწყო.  

პლატფორმის თავისებურებები და სხვა სისტემებთან ინტეგრაციის მექანიზმები

ფინანსური ორგანიზაციების და გადახდის სისტემების ინტეგრაცია Stellar პლატფორმასთან  Horizon API სერვერის მეშვეობით ხდება. ის უზრუნველყოფს მარტივ გზას გადარიცხვების განსახორციელებლად, ბალანსის შესამოწმებლად და ტრანზაქციის სტატუსის შესახებ ნოტიფიკაციის მისაღებად. ვინაიდან ყველაფერი ეფუძნება მარტივ http პროტოკოლს, Horizon-თან მუშაობა ვებ-ბრაუზერის და ბრძანების ხაზის მეშვეობით თქვენს მიერ შერჩეული პროგრამირების ენის გამოყენებით არის შესაძლებელი.

Horizon-თან კავშირისთვის, Stellar მხარს უჭერს  JavaScript-ს და Java-ს, ისევე როგორც SDK-ებს პროგრამირების სხვადასხვა ენებისთვის. თითოეული Horizon სერვერი უკავშირდება Stellar Core ქსელის მაგისტრალს, რათა Stellar Consensus პროტოკოლის მეშვეობით ტრანზაქციების შემოწმება და ვალიდაცია მოხდეს. თავად Stellar Core ქსელი შედგება ნოდებისგან, რომლებიც  ორგანიზაციებისა და მომხმარებლების მიერ მთელ მსოფლიოშია განთავსებული.

Сеть Stellar-ის ქსელს სამი ტიპის კვანძი გააჩნია:

  • ნოდა-დამკვირვებელი – მხოლოდ აგზავნის ტრანზაქციებს ქსელში;
  • ნოდა-ვალიდატორი –  SCP-ის ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობს, ტრანზაქციების ვალიდაციას ახორციელებს და ახალ ბლოკებს ქმნის;
  • ნოდა-არქივატორი  –  ბლოკჩეინ Stellar-ს აქტუალურ მდგომარეობაში ინახავს და მხარს უჭერს;  

SCP-ში ჩადებული დეცენტრალიზაციის მექანიზმი ქსელს საიმედოს და უსაფრთხოს ხდის. სხვათა შორის, მიზერული დეფოლტური საკომისიო XLM-ით თითოეული ოპერაციისთვის, 0.00001 XLM-ის ოდენობით არის მხოლოდ დაცვა ტრანზაქციული სპამისგან.

საქმიანობის მიმდინარე მაჩვენებლები

Stellar Lumen შედის 30 საუკეთესო კრიპტოაქტივში საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით Coinmarketcap-ზე (#28).

საფულეების რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა.

დაგეგმილი 50 მილიარდიდან 26,3 მილიარდზე მეტი XLM არის ემიტირებული.

Stellar-ს აქვს თანამშრომლობისა და პარტნიორობის ძალიან მაღალი ხარისხის პორტფოლიო. პარტნიორებს შორის ყველაზე ცნობილი ბრენდებია ფულადი სახსრების გადარიცხვის საერთაშორისო სისტემა MoneyGram, პროგრამული უზრუნველყოფის კორპორაცია IBM და მსოფლიოში ცნობილი კონსალტინგური აუდიტორული კომპანია Deloitte. MoneyGram USDC სტეიბლკოინით ტრანზაქციებს Stellar ბლოკჩეინის გამოყენებით ახორციელებს.
Stellar-თან პარტნიორობის დახმარებით MoneyGram-ის გადარიცხვები უფრო სწრაფი გახდა

Stellar-თან პარტნიორობის დახმარებით MoneyGram-ის გადარიცხვები უფრო სწრაფი გახდა

პროექტის განსავითარებლად შეიქმნა არაკომერციული ფონდი Stellar Development Foundation. მის დამფუძნებლებს არ შეუძლიათ დივიდენდების მიღება საქმიანობაში მონაწილეობისთვის ან ფონდის აქციების გაყიდვა.

უპირატესობები და ნაკლოვანებები

მშობლიური აქტივის ნაკლოვანებების გამოსწორების განზრახვით, Stellar ქსელმა შემდეგი უპირატესობები მიიღო:

  • ღია საწყისი კოდი და მოძრაობა ქსელის მაქსიმალური დეცენტრალიზაციისკენ;
  • ყველა მონაწილის თანაბარუფლებიანობა;
  • ბლოკჩეინის გამტარიანობის მაღალი მაჩვენებელი (წამში 1000 ოპერაციამდე);
  • სწრაფი გადარიცხვები (საფულეში მონეტების ჩარიცხვა გადახდიდან 5 წამში ხდება);
  • იაფი გადარიცხვები (საკომისიო ერთ ცენტზე ნაკლებია (ეკვივალენტში));
  • XLM-ის მხარდაჭერა უმეტესი ბირჟისა და საფულის მიერ;
  • უსაფრთხოების მაღალი დონე, რომლის მიღწევა SCP ალგორითმისა და ნოდების განშტოებული ქსელის მეშვეობით ხდება;
  • ფინანსურ პროექტებთან,  საგადახდო სისტემებთან და თანხების გადარიცხვის სერვისებთან ფართო ინტეგრაციის  მხარდაჭერა;   

ნაკლოვანებებს შორის შეიძლება აღინიშნოს ვირტუალური მექანიზმის (VM) და სმარტ- კონტრაქტების დროში გაწელილი დანერგვა, რაც DeFi სექტორის სხვა ქსელებთან კონკურენციის საშუალებას არ იძლევა.

დასკვნა

იაფი და სწრაფი ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების სერვისი კვლავ ძალზე პოპულარულია და Stellar Lumen ამ ნიშაში უკონკურენტოა. პროექტი აქტიურად ვითარდება, დეველოპერების გუნდი ახალ ტექნოლოგიებს ნერგავს და ადრე გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობს.

Stellar-ს აქვს გარკვეული წარმატება, მაგრამ Ripple მაინც წინ უსწრებს თავის ფორკს ტექნოლოგიურ რბოლაში, ხოლო Bitcoin, Ethereum, Cardano, Polygon, Solana, Polkadot და სხვა ქსელები უფრო გავრცელებულია. არასაკმარისი მარკეტინგი და ბრენდის პოპულარიზაციის ღონისძიებები, უფრო მეტად ფოკუსირება კორპორატიულ სექტორზე, VM-ების და სმარტ-კონტრაქტების ძალზე ნელი და დროში გაწელილი განხორციელება არის Stellar-ის პოპულარობის დაცემის მთავარი ფაქტორები. მაგრამ ამ სიტუაციის გამოსწორება ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი.  კრიპტოინდუსტრიაში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება.