ვებლენის საქონელი კრიპტოსფეროში: ბიტკოინი და პოპულარული NFT

ფოტო - ვებლენის საქონელი კრიპტოსფეროში: ბიტკოინი და პოპულარული NFT
მასობრივი მოხმარებისთვის განკუთვნილ სტანდარტულ პროდუქტებსა და სერვისებს აქვთ უკუდამოკიდებულება ფასსა და მოთხოვნას შორის: თუ ღირებულება იზრდება, მიმზიდველობა იკარგება. ვებლენის საქონელი ამ წესის გამონაკლისია.
ფასის მატებასთან ერთად საქონელზე მოთხოვნა კვლავ იზრდება. ეს ეკონომიკური განმარტება მოიცავს ფუფუნების ნივთებს, რომლებითაც მათი მფლობელები უპირატესობის, სიმდიდრისა და სოციალური სტატუსის დემონსტრირებას ახდენენ. როგორც წესი, ისინი ძალიან მაღალი ხარისხით, შეზღუდული მიწოდებითა და ექსკლუზიურობით გამოირჩევა, ამიტომ მდიდრებს მათი შეძენა სურთ. მზარდი ფასი კი ამ სურვილს მხოლოდ აძლიერებს. 

იმის გამო, რომ პრემიუმ საქონელი მოთხოვნის კანონს ეწინააღმდეგება, მათი იდენტიფიცირება მოთხოვნის ზრდის მრუდით არის შესაძლებელი. ჩვეულებრივ პროდუქტების შემთხვევაში ის კლებადია. არ არსებობს ზოგადად მიღებული ფასის ნორმა, რომლითაც შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომ თქვენს წინაშე ვებლენის საქონელია. თუმცა, ცხადია შემდეგი: მათი ღირებულება უაღრესად მაღალია, ვიდრე მსგავსი ფუნქციების მქონე, იგივე კატეგორიის საქონლის საშუალო ფასი.

ვებლენის პროდუქტებს განეკუთვნება პოპულარული მხატვრების ხელოვნების ნიმუშები, ძვირადღირებული ტანსაცმლისა და ავტომობილების ბრენდები, ძველებური ღვინოები, ანტიკვარიატი და ძვირადღირებული უძრავი ქონება. მათი მაღალი ფასი იშვიათობით, უნიკალურობით, მასალებით არის განპირობებული. ღირებულება ცხადყოფს, რომ ისინი მხოლოდ მდიდარი და წარმატებული ადამიანებისთვისაა შექმნილი.

ვებლენის საქონლის გაჩენის ისტორიული წინაპირობები

ტერმინი წარმოქმნილია ისეთი კონცეფციიდან, როგორიცაა დემონსტრაციული მოხმარება, რომელიც ნორვეგიული წარმოშობის ამერიკელმა ეკონომისტმა და სოციოლოგმა ტორსტეინ ვებლენმა შემოიღო. მან 1899 წელს ის თავის წიგნში „უზრუნველი კლასის  თეორია“. 

მომავალში, დემონსტრაციული მოხმარება "ვებლენის ეფექტის", ან "ვებლენის პარადოქსის" სახელწოდებით დამკვიდრდა. 

ტორსტეინის აზრით, საბაზრო ეკონომიკურ გარემოში მომხმარებლები სოციალური წნეხისა და ყველანაირი ფსიქოლოგიური ხაფანგის გავლენის ქვეშ იმყოფებიან, რაც არაგონივრულ დასკვნებსა და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს იწვევს. ვებლენის ეფექტი აჩვენებს, რომ დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ადამიანებს იზიდავთ ელიტური, ძვირადღირებული საქონელი, რომელიც ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომ არსებობს საქონელი, რომელზეც მოთხოვნა ფასის მატების გამო არ იკლებს.

რა კავშირშია ბიტკოინი და პოპულარული NFT-ები ვებლენის საქონელთან?

ნაწილობრივ, ბიტკოინი და ძვირადღირებული NFT-ები შეიძლება ვებლენის საქონლად ჩაითვალოს. სინამდვილეში, მათ შეიძლება ასეთები ვუწოდოთ მანამ, სანამ ისინი მაღალ ფასად ივაჭრება, მოთხოვნადია და ჩვეულებრივი მომხმარებლების უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა, ამისათვის აუცილებელია შევთანხმდეთ, რომ ისინი უნდა კლასიფიცირდეს, როგორც საქონელი. ასევე, ჩვენ არ ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ შესაძლებელია BTC-ის (სატოშის) უმცირესი წილის შეძენაც კი.

2013 წლამდე ბიტკოინი 100 დოლარზე დაბლა ივაჭრებოდა. დიდი ხნის განმავლობაში, მის შესახებ თითქმის არავინ იცოდა და მით უმეტეს, ეჭვიც არავის ეპარებოდა, რომ ის ოდესმე 69000 დოლარამდე გაძვირდებოდა. როდესაც ბიტკოინის ფასი დაბალი იყო, მოთხოვნაც არ აჩვენებდა განსაკუთრებულ აქტივობას.

კრიპტოვალუტის პოპულარობის მატებასა და მისი თვისებების შესახებ ადამიანების უფრო მეტ ინფორმირებასთან ერთად, მისი ფასი იზრდებოდა და მოთხოვნაც მატულობდა. შესაძლოა, როდესაც 2017 წელს კრიპტოვალუტა პირველად გახდა ფართოდ პოპულარული და მისმა ფასმა $1000-ს გადააჭარბა, მან მდიდარი ადამიანების ინტერესი გამოიწვია, რომლებიც ელიტარულობას აფასებენ და მასში ინვესტიციების განხორციელება ტექნოლოგიის სიძვირისა და სიახლის გამო დაიწყეს. ფასი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, რაც ახალი სტატუსის მქონე ინვესტორებს იზიდავდა.

ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული NFT (Everydays — The First 5000 Days), რომლის ავტორია მხატვარი, ფსევდონიმით Beeple, 2021 წელს რეკორდულ 69 მილიონ დოლარად გაიყიდა, როდესაც თანამედროვე ხელოვნების ციფრული სერტიფიკატებით გატაცება პიკური იყო. ასეთი ღირებულების არგუმენტაცია რთულია, რადგან ლოტის საწყისი ფასი 100 დოლარი იყო. მაგრამ თუ ვებლენის ეფექტით ვიხელმძღვანელებთ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

პროდუქტი პოპულარობას იძენს - ფასი იზრდება - პრემიალურობა იზრდება - მდიდრების მხრიდან მოთხოვნა იზრდება.